უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ავტორევიუ
ტელეწამყვანმა საუკეთესო ამერიკული ავტომანქანები დაასახელა 06.05.2012 18:19

ცნობილმა ბრიტანელმა ტელეწამყვანმა რიჩარდ ჰამონდმა 10 საუკეთესო ამერიკული ავტომანქანა დაასახელა. მან ერთ–ერთ საყვარელ ავტომანქანად სპორტქარი „Chevrolet Corvette“–ის 1953 წლის მოდელი მიიჩნია და აღნიშნა, რომ ის ერთ–ერთი ულამაზესი ავტომანქანაა.

მის რეიტინგში 1955 წელს გამოშვებული ავტომანქანა „Chrysler C-300“ მოხვდა. მომდევნო პოზიცია 1969 წლის კუპემ –– „Dodge Charger“– დაიკავა. ჰამონდის თქმით, ასეთი ავტომანქანა ერთ დროს მასაც ჰყავდა, მაგრამ მისი გაყიდვა იმის გამო მოუხდა, რომ ავტომობილი დიდი ზომების გამო ბრიტანეთის ზოგიერთ ქუჩაში ვერ ეტეოდა. ტელეწამყვანის მომდევნო რჩეული კუპე „ Ford Mustang 390 GT“ გახდა, რომელიც მის კოლექციაშია.

საყვარელი ავტომანქანების სიაში მოხვდა 50–იანი წლების პიკაპებიც: “Dodge Ram“, „ Ford“ და „Chevrolet“.

ამავე ნუსხაშია კომპაქტქარი „AMC Pacer“, რომელიც 1975–1980 წლებშია გამოშვებული. ჰამონდის თქმით, ყველა ერს თავისი“ საშინელი“ მანქანა უნდა ჰყავდეს. ამისათვის კი რარაც კომიკური ან არარეალურად ცუდი უნდა გააკეთო, რა მოთხოვნებსაც „AMc Pacer“ აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ საყვარელ ავტომანქანებს შორის სახანძრო მანქანა „შტრიკერ“–ც მოხვდა, რომელიც ამ ტიპის ავტომობილებს შორსი ყველაზე მძლავრად მიიჩნევა.

ამავე ნუსხაშია ყველგანმავალი „Jeep Wrangler“ და სუპერქარი „Chevrolet Corvette ZR1“. საყვარელი ავტომანქანების ათეულს კი „Fisker“–ის ელექტროქარები ასრულებს.

შეგახსენებთ, რომ რიჩარდ ჰამონდი თავის გადაცემაში მაყურებელს სწორედ საავტომობილო სფეროში არსებულ სიახლეებს აცნობს.