უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

20 თებერვალი, 2020 15:35
font-size

ტელევიზიები დაახლოებით 7 მილიონს იხდიდნენ შარშან, იმედი გვაქვს, ამჯერად მათგან არანაკლებ 17 მილიონით მეტი გვექნება მობილიზებული - ივანე მაჭავარიანი

სისტემაში ე.წ. ხვრელი სამი ძირითადი მიმართულებით იყო – თამბაქო, საწვავი და ტელეკომპანიები, საქმე ეხებოდა ადმინისტრირების პრობლემას ან კანონმდებლობის ხარვეზს, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა დღეს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საწვავთან დაკავშირებით იყო თაღლითური სქემები. ასევე დიდ ე.წ. ხვრელს წარმოადგენდა მსხვილი ტელეკომპანიები, რომლებიც თავს არიდებდნენ გადასახადებს.

„მესამე ხვრელი, შედარებით პატარა, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანი, ტელევიზიებია. ჩემს მიერ წარმოდგენილ სლაიდებზე ჩანდა, რომ პრაქტიკულად 7 მილიონს იხდიდნენ შარშან, ვინც პატიოსნად იხდიდა. პირველი ოქტომბრიდან, როცა მოვთხოვეთ მიმდინარე გადასახადების გადახდა, უცებ 5 მილიონის მობილიზება მოვახდინეთ ტელევიზიებიდან, რომლებიც კაპიკს არ იხდიდნენ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამჯერად ტელევიზიებიდან გვექნება არანაკლებ 17 მილიონით მეტი მობილიზებული. ესეც საკმაოდ სერიოზული ე.წ. ხვრელია“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მინისტრი აცხადებს, რომ თავისი მასშტაბით, ე.წ. სატელევიზო ხვრელი არ არის იმ მოცულობის, რამხელაც თამბაქო და საწვავი, თუმცა ეს საკითხიც მოსაწესრიგებელია.

ამასთან, მაჭავარიანმა დღეს განაცხადა, რომ ტელეკომპანიები ხუთ წელში გრაფიკით სრულად გადაიხდიან გადასახადებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების კომპანია GWS-ი ვენახებს განაახლებს

10 ივლისი, 2020 , 14:55

საქართველოს ბანკი ღვინის ინდუსტრიის მხარდაჭერის კვალდაკვალ ბიზნესების წახალისებას განაგრობს. ამჯერად ბანკისა და მისი მრავალწლიანი პარტნიორის GWS-ის თანამშრომლობით თელავში, ყვარელში, ახმეტასა და მარტვილში 316 ჰა ზე კომპან

ხობში ჩინური ინვესტიციით პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია - ნათია თურნავა

10 ივლისი, 2020 , 11:10

ხობში ჩინური ინვესტიციით პლასტმასის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტი, პანდემიის შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან საქართველოში საწარმოს გადმოტანის ერთ-ერთი პირველი მაგალითია. პროექტი საგანგებო ვითარების პარალელურად მზად

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0600 ლარი გახდა

9 ივლისი, 2020 , 17:20

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0600 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0594 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

New York-ის deloittes-ის ოფისთან ერთად პოსტკრიზისულ გეგმაზე ვმუშაობთ და დისკუსიაში ქართველ ექსპერტთა ჯგუფი მოვიწვიეთ - ივანე მაჭავარიანი

8 ივლისი, 2020 , 14:20

შეხვედრის მიზანი იყო, რომ შეგვეჯერებინა პოზიციები უცხოელი და ადგილობრივი ექსპერტების, ასევე, მთავრობას გამოემუშავებინა ისეთი გეგმა და სტრატეგია, რომელიც შეჯერებული იქნება ადგილობრივ რეალობასთან, - ამის შესახებ საქართველო

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 12:20

საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ, შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით, - ამის შესახებ ს

საქართველო მსოფლიო ბანკისგან დამატებით 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებას მიიღებს

8 ივლისი, 2020 , 11:30

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა ოფიციალურად მოაწერეს ხელი შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც საქართველო „ეკონომიკური მართვისა და კონ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე