უკან
სამართალი
4 იანვარი, 2018 11:00
თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ეპიზოდს მაია ნიკოლეიშვილი შეისწავლის
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ეპიზოდს დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი შეისწავლის.
ადვოკატ, მარიამ კუბლაშვილის ინფორმაციით, დამოუკიდებელი ექსპერტმა უნდა დაადგინოს, იყო თუ არა გადაუდებელი აუცილებლობა მაჩალიკაშვილის მიმართ სროლა.
ცნობისათვის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 26 დეკემბერს პანკისში, სუს-ის მიერ წარმოებული სპეცოპერაციის დროს დაჭრეს.