უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 მარტი, 2018 16:50
font-size

თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აქციების გამართვას გეგმავს, თუმცა გამოსვლებს მხოლოდ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემის შემდეგ დაიწყებს

პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი აქციების დაწყებას გეგმავს.

თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს გამოძიების მასალებში ექსპერტიზის პასუხების გაცნობის შემდეგ.

„ხელყუმბარასთან დაკავშირებით ექსპერტიზის პასუხის გაცნობის შემდეგ, ოჯახმა და ხეობამ გადავწყვიტეთ, პროტესტი აქციების სახით გამოვხატოთ. ჩვენ ვაპირებთ, ჩავიდეთ თბილისში და იქ გავმართოთ აქცია. იქნებ, ამან მაინც მოახდინოს გავლენა და მოგვცეს შედეგი, დაისაჯონ ისინი, ვინც უდანაშაულო შვილი მომიკლა“, -თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, აქციები იქამდე არ დაიწყება, სანამ ცხინვალის რეგიონში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ცხედარს არ გადასცემენ.

სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარდა. თემირლან მაჩალიკაშვილი თავში იყო დაჭრილი. ის თბილისში გადაიყვანეს, განიხილებოდა მისი სამკურნალოდ წაყვანა საზღვარგარეთ, თუმცა ახალგაზრდა კაცი 10 იანვარს გარდაიცვალა. ოჯახს სპეცრაზმელს უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.

ეს ხელისუფლება არის რეალურად დამთავრებული, ისინი ახლა სრულ პანიკაში არიან - მიხეილ სააკაშვილი

22 სექტემბერი, 2018 , 12:55

„ეს ხელისუფლება არის რეალურად დამთავრებული“ , - ასე უპასუხა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანის შეკითხვას, თუ ტელეკომპანია „იბერიასა&ld

ჩვენ თანამედროვეობაში ვქმნით მომავლის საფუძვლებს - საქართველოს პრეზიდენტმა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მონაწილეებს უმასპინძლა

22 სექტემბერი, 2018 , 12:05

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ მიღებაზე გამოიფინა ის წიგნები, რომლითაც საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგება.  გიორგი მარგველაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ქართვ

ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შეჭრა დიდ შეცდომად მიმაჩნია - მიხეილ სააკაშვილი 2004 წელს ტელეკომპანია „იბერიას“ დარბევაზე

22 სექტემბერი, 2018 , 12:05

„ტელეკომპანია „იბერიაში“ სპეცრაზმის შეჭრა დიდ შეცდომად მიმაჩნია“, - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ წამყვანის შეკითხვას &bdq

ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შედეგების შესახებ საპარლამენტო უმრავლესობამ საკუთარ დადგენილებას დაუჭირა მხარი

22 სექტემბერი, 2018 , 12:05

73-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო უმრავლესობის დადგენილების პროექტს - „1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის

ზაზა ოქუაშვილი არის ნამდვილი გმირი - მიხეილ სააკაშვილი

22 სექტემბერი, 2018 , 11:15

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფის“ გარშემო მიმდინარე ვითარების კომენტირებისას განაცხადა, რომ ტელეკომპანიის მფლობელი ზაზა ოქუაშვილი გმირია,

ჩვენ აუცილებლად მივმართავთ როგორც სასამართლოს პატივისა და ღირსების შელახვისთვის, ასევე პროკურატურას - თაღლითობის ნაწილში - დიმიტრი ქუმსიშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

21 სექტემბერი, 2018 , 17:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გამოეხმაურა „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე გამოქვეყნებულ მორიგ ჩანაწერს, რომელშიც მისი გვარიც ფიგურირებს. ყოფილი მინისტრის შეფასებით, მისი გვარი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`