უახლესი ამბები
- 13.12.2019 19:40საერთაშორისო ორგანიზაციის სამუშაო ენას განსაზღვრავს პროტოკოლი და მასპინძელი მხარის თხოვნის შესაბამისად, ყველა პრემიერ-მინისტრმა პოლიტიკური განცხადება რუსულ ენაზე გააკეთა - გიორგი გახარია
- 13.12.2019 18:00მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს - გიორგი გახარია
- 13.12.2019 17:59როგორ მოვაწყოთ მთლიანი ბინა ავეჯითა და ტექნიკით 2000 ლარად?
- 13.12.2019 17:50დიდ ჯიხაიშში ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული პროფესიული კოლეჯის აღორძინება იწყება
- 13.12.2019 17:40საკანონმდებლო ორგანოში გუშინ გამოყენებული ნივთიერების გამო, დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი
- 13.12.2019 17:30თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
- 13.12.2019 17:301 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8647 ლარი გახდა
- 13.12.2019 17:10პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
- 13.12.2019 17:10საჯარო მოხელეების მიმართ ხორციელდება პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად - სახალხო დამცველი
- 13.12.2019 17:10ოკუპირებულ ცხინვალში ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს - „რადიო თავისუფლება“
არქივი
საზოგადოება


თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახი დაჭრილის თურქეთის კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა
სოფელ დუისში 26 დეკემბრის სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს თურქეთში გადაიყვანენ. ადგილობრივი კლინიკის შეთავაზებას დაშავებულის ოჯახი დათანხმდა.
თემირლანის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის მტკიცებით, შსს-მ და სუს-მა ოჯახს ევროპულ კლინიკებში „გზა გადაუკეტა“.
,,ვითარება უცვლელია, მდგომარეობა არის კრიტიკული. ჩვენ ვითხოვდით ჩემი შვილის გერმანიაში გადაყვანას, მაგრამ სუს-მა და შსს-მ ევროპისკენ ყველა გზა გადაგვიკეტა, ამიტომ დავთანხმდით თურქეთში გადაყვანაზე. ამ ეტაპზე ჩემი შვილის მდგომარეობა მაღელვებს, რომ მოხერხდეს სასწრაფოდ მისი გადაყვანა, რადგან ერთი დღის დაკარგვაც ბევრს ნიშნავს“, -თქვა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს ექიმის, ზაზა ლურსმანაშვილის თქმით, 19 წლის თემირლანს სტამბოლის „კოჩის“ კლინიკაში გადაიყვანენ.
„ამ კლინიკის მენეჯერი ცოტა ხნის წინ იყო ჩვენთან ჩამოსული. მას პაციენტის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა ჯერ კიდევ 29 დეკემბერს ოჯახის მხრიდან მიწოდებული მასალების საფუძველზე. ეს არის სტამბოლში მდებარე ,,კოჩის” კლინიკა. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოჯახმა თანხმობა განაცხადა ცოტა ხნის წინ. ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო შესაბამისი პროცედურები, გარკვეული ეტაპები იქნება გასავლელი, რადგან ამას რაღაც დრო დასჭირდება, შესაძლოა რამდენიმე დღე“, -აღნიშნა ექიმმა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მაჩალიკაშვილის მიღებაზე გერმანულმა კლინიკამ „შარიტემ“ უარი განაცხადა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

საკანონმდებლო ორგანოში გუშინ გამოყენებული ნივთიერების გამო, დღესაც შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი
13 დეკემბერი, 2019 , 17:40
თავდაცვის მინისტრმა დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგო
13 დეკემბერი, 2019 , 17:30

საჯარო მოხელეების მიმართ ხორციელდება პირდაპირი ან ირიბი ზეწოლა და იძულება 14 დეკემბერს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მისაღებად - სახალხო დამცველი
13 დეკემბერი, 2019 , 17:10
2020 წლიდან თბილისი ჭკვიანი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას იწყებს
13 დეკემბერი, 2019 , 17:10

„გვინდა გთხოვოთ თქვენი მხრიდან მუდმივი ყურადღება ამ პროცესის მიმართ“ - ირაკლი ოქრუაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეს წერილით მიმართავს
13 დეკემბერი, 2019 , 16:05

ყველას არ სწამს ღმერთი, მაგრამ ყველას სჯერა „ბუნდესბანკის“ - ირაკლი კოვზანაძე
13 დეკემბერი, 2019 , 16:05