საზოგადოება
თემირლან მაჩალიკაშვილს ტერორისტებთან კავშირი არ დასტურდება - EMC-ის დასკვნა
თემირლან მაჩალიკაშვილის რაიმე სახის კავშირი ტერიორისტებთან არ დასტურდება- დასკვნას ამის შესახებ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" აქვეყნებს.
დასკვნა, რომელიც EMC-მ სუს-იდან გამოთხოვილი მასალების საფუძველზე მოამზადა, ხელისუფლების ვერსიას თავდაყირა აყენებს. EMC-მ თემირლან მაჩალიკაშვილის საეჭვო კონტაქტების შესახებ ვერც ერთი მტკიცებულება ვერ აღმოაჩინდა, მათ შორის არ დასტურდება სატელეფონო კავშირი აჰმედ ჩატაევთან.
EMC-ს ანგარიშით არ დასტურდება თანხის ჩარიცხვა თემრლან მაჩალიკაშვილის ანგარიშზე, რომელიც გამოძიების მასალებში ფიგურირებს.
“ფატქობრივად ყველა ინფორმაცია რასაც სუსი ამ დროის განმავლობაში ასაჯაროებდა არის დაუსაბუთებელი, ფრაგმენტული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი” - აცხადებენ EMC-ში.
შეფასება შეგიძლიათ იხ. ბმულზე: https://bit.ly/30AKOk0