უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 იანვარი, 2018 14:21
font-size

თემირლანსა და რუსლან ალდამოვს ერთ სახელს ეძახდნენ, ერთ უბანში ვცხოვრობთ, ვფიქრობ, ამიტომ შეეშალათ - მაჩალიკაშვილის დედა

პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის დედის, მედიკო მარგოშვილის მტკიცებით, მისი შვილი სხვა ადამიანში შეეშალათ.

მარგოშვილმა გაიხსენა, რომ თემირლანსა და ტერორიზმში ბრალდებულ რუსლან ალდამოვს ერთ სახელს ეძახდნენ და შესაძლოა, ამან შეიყვანა შეცდომაში სპეცრაზმელები.

,,საქართველოში არ ყოფილა აქამდე ტერაქტი, სუს-მა ჩემს სახლში მოაწყო ტერაქტი და სრულიად უდანაშაულო შვილი, ლოგინში მწოლიარე მომიკლა. ჩემს შვილსა და რუსლან ალდამოვს ერთ სახელს ეძახდნენ, ერთ უბანში ვცხოვრობთ, ვფიქრობ, ამიტომ შეეშალათ, ან ის რატომ უნდა მოეკლათ. ხომ შეიძლებოდა ეთქვათ, ალყაში ხართ და გამოდითო. ასე მისვლა და ტყვიის შუბლში სროლა როგორ შეიძლებოდა”,- აღნიშნა თემირლან მაჩალიკაშვილის დედამ.

დღეს პანკისში საპროტესტო აქცია გაიმართება. ადგილობრივების მთავარი მოთხოვნა იქნება სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის მონაწილე პირებისა და მათი ხელმძღვანელების დასჯა. ასევე უხუცესთა საბჭო პარასკევის ლოცვის შემდეგ ერთობლივი მიმართვის გაკეთებას აპირებს.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ტერორიზმის საქმეზე დაკავებულმა რუსლან ალდამოვმა დუმილი დაარღვია. როგორც მან თავის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს გაუმხილა, რომ სპეცრაზმელები სინამდვილეში მის ლიკვიდაციას ცდილობდნენ, მაგრამ ის შეეშალათ თემირლან მაჩალიკაშვილში.

,,ძალა ერთობაშია“ პროკურატურასთან იბერია ტვ-ს მხარდამჭერ აქციას გამართავს

24 სექტემბერი, 2018 , 13:25

მოძრაობა ,,ძალა ერთობაშია“ არასამთავრობო სექტორთან ერთად პროკურატურის შენობასთან დღეს აქციას გამართავს. შეკრებილები ტელეკომპანია ,,იბერიას“ მხარდაჭერას უცხადებენ. აქციის მონაწილეები ქვეყნის მთავარი საგამოძიებ

პროცესი შეჩერდა და არ ვაპირებთ ამ პროცესის თავიდან დაწყებას ან გაგრძელებას - ეკა ბესელია კანაფის კულტივაციაზე

24 სექტემბერი, 2018 , 13:10

პროცესი შეჩერდა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ პროცესის თავიდან დაწყებას ან გაგრძელებას, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ მარიხუანას კულტივაციასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას.

თურქეთის ავიახაზები ზამთრის აქციას აცხადებს

24 სექტემბერი, 2018 , 13:10

თურქეთის ავიახაზები აცხადებს ზამთრის აქციას „ვინგო“ და მომხმარებელს სთავაზობს ხელსაყრელ ფასებს სტაბულის მიმართულებით. აქციის წესების თანახმად, ორმხრივი ბილეთის ფასი იწყება 359* ლარიდან და ფრენა შესაძლებელია თ

პენიტენციური სამსახური ვანო მერაბიშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

24 სექტემბერი, 2018 , 11:05

სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მინისტრის, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და მისთვის დასმულ დიაგნოზს ასაჯაროვებს.  „სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულ

მთავრობის ადმინისტრაციასთან მოქალაქეები ხელისუფლებისგან ეკოლოგიურ საკითხებზე გამკაცრებულ რეგულაციებს ითხოვენ

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია „SoS მოწამლული ჰაერი“ იმართება. აქციის მონაწილეები მთავრობისგან ითხოვენ გამკაცრებული ტექდათვალიერების აღსრულებას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებას, საწვავშ

ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა

22 სექტემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ოლიმპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის ტრიუმფით დასრულდა. სპორტულ კომპლექს „ახალ თბილისში“ მდებარე ფრენბურთის არენაში გამართულ შეჯიბრებას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ს

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`