უკან
სამართალი
19 სექტემბერი, 2017 15:45
თემქაზე მამაკაცი დაჭრეს
თემქაზე სროლის ხმა ისმოდა.
სროლის დროს დაიჭრა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობა მძიმეა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, სროლას წინ უძღვოდა ურთიერთშელაპარაკება.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზარდა მამაკაცი ჯერ დანით დაჭრეს, შემდეგ კი ცეცხლსასროლი იარაღით.
ადგილობრივები ყვებიან, რომ მათ გაიგეს სამჯერ გასროლის ხმა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალსიტები მუშაობენ.
ნინო ექვთიმიშვილი