უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 დეკემბერი, 2018 11:20
font-size

თემურ აბაზოვი გათავისუფლებულია და დავით კირკიტაძე დაკავებულია - ოპოზიცია მარნეულის ყოფილი მერის გათავისუფლებას აკრიტიკებს

ოპოზიცია დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებული თემურ აბაზოვის გათავისუფლებასა და მის პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნებას, აკრიტიკებს.

„ეს იყო სამარცხვინო და ამაზრზენი ფაქტი. ისეთი აღშფოთება იყო საზოგადოების, რომ მათ მოუწიათ ამ ნაბიჯის გადადგმა. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ კლასიკურ სტილში, კიდევ ერთხელ არის ყველა ნიშანი,რომ თამაშის ასეთ წესებს სთავაზობენ საზოგადოებას, მთავარია იყო ივანიშვილის სატელიტი ან მომხრე და ყველაფერი გაგივა ,“- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის მტკიცებით, „ქართული ოცნება“ კრიმინალებს ხელს აფარებს.

„ქართულმა ოცნებამ“ აბაზოვი გაათავისუფლა, ადამიანი, რომელიც უმძიმეს დანაშაულში - ადამიანის წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში იყო ბრალდებული. თემურ აბაზოვი გათავისუფლებულია და დავით კირკიტაძე დაკავებულია, ეს არის „ქართული ოცნების“ სახე. არ ვაპატიებთ არაფერს, ეს არის ბატონ გახარიას პასუხისმგებლობის საკითხი“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

თემურ აბაზოვმა პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით მარნეულის მცხოვრებს ჭიქაში მოშარდვა და შარდის სახეზე წასმა აიძულა. ის რამდენიმე დღის წინ პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მეტიც, მძიმე ბრალდების მიუხედავად, გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება აბაზოვის პოლიტიკაში დაბრუნება.

ამ მიზნით კონსულტაციები მარნეულის ყოფილმა მერმა გუშინ „ქართული ოცნების“ ოფისში, ბიძინა ივანიშვილთან გამართა.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი