უკან

საზოგადოება

25 იანვარი, 2017 13:55
font-size

თემურ გრიგალაშვილი პროკურატურას თბილისის მერიის მიერ საგზაო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებით დაინტერესებისკენ მოუწუოდებს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თემურ გრიგალაშვილმა თბილისის მერიის მიერ საგზაო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა მაგალითისთვის დედაქალაქის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ გამოცხადებული 2 ტენდერი მოიყვანა.

როგორც თემურ გრიგალაშვილმა აღნიშნა, ტენდერით გათვალისწინებული შესრულებული სამუშაოების მოცულობა ხელოვნურადაა გაზრდილი.

მისივე განცხადებით, წარმოდგენილი დოკუმენტაციის თანახმად, დედაქალაქის მერია საბიუჯეტო თანხებს არამიზნობრივად ხარჯავს, რაც კორუფციული გარიგებების არსებობასთან დაკავშირებით ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს.

”20 დღიან შუალედში მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა გამოაცხადა ორი საგზაო ტენდერი ზღვრული ფასებით და მათ შორის არის დიდი განსხვავებები. პირველ ტენდერში ერთ კვადრატულ მეტრზე 6 სანტიმეტრიანი გზის საფარის მოწყობის ზღვრული ფასი არის 14 ლარი და 8 თეთრი, 4 სანტიმეტრიანი საფარის 10.87 ლარი. ამ ორივე კომპოზიციის ჯამური ღირებულება კი, შეადგენს დაახლოებით 25 ლარს. მეორე ტენდერი, რომელიც არის 4 მილიონი ლარის ღირებულების, ანალოგიურ სამუშაოებზე 6 სანტიმეტრიანი გზის საფარის დაგებაზე ფასი არის გაზრდილი 18.50 ლარამდე. 4 სანტიმეტრიანი საფარის დაგების საგზაო-სამუშაოზე თანხა შეადგენს 14.50 ლარს, ამ ორივეს ჯამური ღირებულება სულ 33 ლარია, შესაბამისად, ჯამური სხვაობა ორ ტენდერში ერთი ტიპის სამუშაოებზე 8 ლარს შეადგენს. მეორე ტენდერში შესასრულებელი საგზაო სამუშაოების მოცულობა 38 000 კვ.მეტრია, 8 ლარზე გამრავლების შედეგად ტენდერით გათვალისწინებული სამუშოების შესრულების ღირებულება 304 000 ლარით ხელოვნურად არის გაზრდილი”, - განაცხადა თემურ გრიგალაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ნათელი მაგალითია. საკრებულოს ოპოზიციონერმა ოფიციალურად მიმართა მთავარ პროკურორს, ირაკლი შოთაძეს, მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.

ნინო ექვთიმიშვილი

დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ მგზავრებს აეროპორტში შეამოწმებენ

25 იანვარი, 2020 , 17:45

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო, დღეიდან ჩინეთიდან ჩამოსულ ყველა მგზავრს ტემპერატურას შეუმოწმებენ. ამირან გამყრელიძის ინფორმაცი

გიორგი გახარია თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაგრძნობას უცხადებს

25 იანვარი, 2020 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს თანაგრძნობას და სოლიდარობას უცხადებს. როგორც გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერ

აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, ამერიკული მხარე 7 000 000 დოლარის ღირებულების საგანმანათლებლო პროგრამას განახორციელებს

25 იანვარი, 2020 , 14:40

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. როგორც „მედიანიუსს“ განათლების,

თურქეთში დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან — საგარეო საქმეთა სამინისტრო

25 იანვარი, 2020 , 12:25

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით თურქეთში, ელზაგის პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. თურქეთში, ქალაქ სივრის

2020-21 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელი“ განხორცილების მასშტაბურ ეტაპზე გადადის

25 იანვარი, 2020 , 11:35

განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, ზოგადი განათლების სისტემური განვითარების ხედვის ჩარჩო დოკუმენტისა და „ახალი სკოლის მოდელის“ განხორცილების შემდეგი ეტაპის პრეზენ

ვახტანგ გომელაური ტოივო კლაარს შეხვდა

25 იანვარი, 2020 , 10:45

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვდა. სამინისტროს ცნობით,შეხვედრაზე მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`