უკან

საზოგადოება

1 თებერვალი, 2018 14:15
font-size

ტენდერის გამოცხადების დროს შპს „ყვარელრემმშენი“ შავ სიაში რეგისტრირებული აღარ იყო - სახელწმიფო შესყიდვების სააგენტო

სახელწმიფო შესყიდვების სააგენტო მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა მეტროსადგურ „ვარკეთილში“ განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოებზე პასუხისმგებელი კომპანია შპს „ყვარელრემმშენის“ შესახებ. სააგენტომ უარყო ინფორმაცია, რომ ტენედერში გამარჯვების დროს შპს „ყვარელრემმშენი“ უწყების შავ სიაში იყო შეტანილი.

სააგენტოს განმარტებით, შავ სიაში მყოფი კომპანიებს არ ეძლევათ საშუალება, ტენდერებში მიიღონ მონაწილეობა. რაც შეეხება შპს „ყვარელრემმშენს“, ის შავ სიაში იმყოფებოდა ერთი წლის განმავლობაში ( 2015 წლის 25 სექტემბრიდან 2016 წლის 25 სექტემბრამდე), ხოლო კანონით გათვალისწინებული ვადის ამოწურვის შემდეგ კომპანია სიიდან ამოიღეს. სააგენტოს თქმით, ტენდერის გამოცხადების პერიოდში (2016 წლის 28 სექტემბერს) „ყვარელრემმშენი“ შავ სიაში აღარ ფიგურირებდა.

„სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ეხმიანება უკანასკნელ პერიოდში მასმედიის საშუალებებით ცალკეული პირების მიერ გამოთქმულ ცრუ ბრალდებებს და შეგნებულ დეზინფორმაციას შავ სიაში რეგისტრირებული კომპანიებისთვის სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის შესაძლებლობის დაშვების შესახებ. სახელდობრ, გავრცელებულ ინფორმაციაში ხდება მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი ტრაგედიით სპეკულირება და უსაფუძვლო აპელირება იმაზე, რომ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიას ისე მიეცა ხელშეკრულების დადების უფლება, რომ იგი რეგისტრირებული იყო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოებულ შავ სიაში.

აღვნიშნავთ, რომ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (https://tenders.procurement.gov.ge), რომელიც ფუნქციონირებს 2010 წლიდან, ავტომატურად ბლოკავს იმ კომპანიებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან შავ სიაში და არ აძლევს მათ საშუალებას, მიიღონ მონაწილება გამოცხადებულ ტენდერებში.

რაც შეეხება კონკრეტულად შპს „ყვარელრემმშენს“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 241563562), იგი სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 2015 წლის 25 სექტემბერს დარეგისტრირდა შავ სიაში ერთი წლის ვადით. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ვადა განსაზღვრულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტი საფუძველზე. შესაბამისად, ხსენებული კომპანიის შავ სიაში რეგისტრაციის ვადა ამოიწურა 2016 წლის 25 სექტემბერს, ანუ იმ მომენტისათვის, როდესაც მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებაზე 2016 წლის 28 სექტემბერს გამოცხადდა ტენდერი, ამოწურული იყო შავ სიაში რეგისტრაციის კანონმდებლობით დადგენილი ერთწლიანი ვადა და მას სრულფასოვნად შეეძლო მიეღო მონაწილეობა ნებისმიერ სახელმწიფო შესყიდვაში.

რაც შეეხება კონკრეტულად შპს „ყვარელრემმშენის“ მიერ ზემოაღნიშნულ ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ხარისხს, იგი დამოკიდებულია, როგორც თავად კომპანიის კვალიფიკაციაზე, გამოცდილებაზე, ტექნიკურ შესაძლებლობებზე და სხვ., აგრეთვე საპროექტო დოკუმენტაციის გამართულობაზე, სამშენებლო პროცესის ზედამხედველობაზე და სხვა არსებით საკითხებზე, რომლებიც უნდა შეაფასოს შემსყიდველმა ორგანიზაციამ უშუალოდ ან მის მიერ განსაზღვრულმა უფლებამოსილმა პირმა/ორგანომ.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო მოუწოდებს ყველა პირს, ინფორმაციის კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებში გადამოწმებამდე თავი შეიკავოს ცრუ ბრალდებების ტირაჟირებისგან და ხელი არ შეუწყოს საზოგადოებაში არაჯანსაღი შეხედულებების დამკვიდრებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ე.წ. დაკიდული ჭერი დაახლოებით დილის 11-ის ნახევარზე ჩამოიშალა, რის შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მეტროსადგური 1-წლიანი სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ ექსპლუატაციაში შევიდა 2017 წლის სექტემბერში. ობიექტს არემონტებდა შპს „ყვარელრემმშენი“.

N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს

10 დეკემბერი, 2019 , 21:56

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულების მიერ დაარსებული სოციალური საწარმოს გახსნას დაესწრო. ღონისძიებაზე, რომელიც N16 პენიტენციურ დაწესებულებაში გაიმართა, სოციალური საწ

კოტე ერისთავი Europabet-ის ახალ კამპანიაზე: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის

10 დეკემბერი, 2019 , 17:15

მოძრაობის „ახალგაზრდები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ წარმომადგენელი კოტე ერისთავი მიიჩნევს, რომ სათამაშო ბიზნესს რეგულაციები სახელმწიფომ უნდა დაუწესოს და მხოლოდ კომპანიების ინიციატივები პრობლემას ვერ მოაგვა

მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება - ირაკლი კოვზანაძე

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

„2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მთავრობის პოლიტიკური ხედვები და პრიორიტეტები იკითხება. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი სოციალური პასუხისმგებლობის გარდა, ხელს უწყობს ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას, ბიზნესის სტიმული

საქართველოს საგარეო უწყებამ საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო

10 დეკემბერი, 2019 , 15:40

საფრანგეთში საქართველოს საკონსულოში საფრანგეთის ციხეში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ოფიციალური შეტყობინება შევიდა. „საგარეო საქმეთა სამინისტრო კომუნიკაციაშია ოჯახის წევრებთან და მიმდინარეობს გადმოსვე

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება - ივანე მაჭავარიანი

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას. მისი თქმით, აღნიშნული თანხიდან 285,0

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება

10 დეკემბერი, 2019 , 15:10

2020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება, - ამის შესახებ განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვერსიის პარლამენტში წარდგენისას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`