უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 ნოემბერი, 2017 12:50
font-size

ტექდათვალიერების გარეშე მოძრავი ავტომობილის მძღოლები 50 ლარით დაჯარიმდებიან

იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

შესაბამისი ცვლილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებასთან დაკავშირებით შემუშავებული კანონპროექტის ფარგლებში პარლამენტში უკვე შევიდა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, წარმოდგენილი ცვლილება გამოწვეულია მიმდინარე ავტომობილების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმიდან, რომლის ფარგლებშიც 2018 წლის 1 იანვრიდან გარკვეული კატეგორიის მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის სავალდებულო გახდება ტექნიკური ინსპექტირების პროცედურის გავლა.

,,კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის 118-ე მუხლის პირველ ნაწილში, რომლის მიხედვით, იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. აგრეთვე, იცვლება 118-ე მუხლის მე-2 ნაწილიც, კერძოდ, ისეთი ავტოსატრანსპორტო საშუალების სამართავად/საექსპლუატაციოდ გადაცემა/დაშვება, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე - გიორგი გახარია

4 ივნისი, 2020 , 19:49

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს  გლობალური ვაქცინაციის სამიტზე, რომელსაც დღეს გაერთიანებული სამეფო მასპინძლობდა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9841 ლარი გახდა

4 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9841 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0416 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკის ქმედებები ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ ყოველთვის გააზრებული და პროფესიონალური იქნება - კობა გვენეტაძე

4 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის ქმედებები იქნება ყოველთვის გააზრებული, ანალიზზე დაფუძნებული და არსებული სიტუაციის შესაბამისი, ზოგჯერ მკაცრი და არაპოპულარული, მაგრამ პროფესიონალური და საშუალო და მოკლევადიან პერიოდზე გათვლილი, – ამი

22 მაისამდე ქვეყანაში მოძიებულია 3 500-მდე კონტაქტი, იდენტიფიცირებულია დაახლოებით 15 კლასტერი - მთავრობის ანგარიში

4 ივნისი, 2020 , 17:30

კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის მიხედვით, მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 მაისის მდგომარეობით, 3 500-მდე კონტაქტის მოძიება განხორციელდა. მათივე ცნობით,

ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების გამო, მოძრაობის სქემა დროებით იცვლება

4 ივნისი, 2020 , 17:30

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს, რის გამოც ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. გადაადგილების შეზღუდვა 11 ივნისამდე იმოქმედებს - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის

მთავრობა საგანგებო მდგომარეობის დროს შეზღუდვების დაწესების მიზეზებს ასახელებს

4 ივნისი, 2020 , 17:30

COVID-19-ის წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სავალდებულო შეზღუდვების შემოღება განპირობებული იყო სამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!