უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 მარტი, 2019 18:49
font-size

ტექნიკურ უნივერსიტეტში ამიერკავკასიის მასშტაბით უნიკალური ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა - მამუკა ბახტაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა - მიხეილ ბატიაშვილმა და ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა - არჩილ ფრანგიშვილმა, დღეს, ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორია გახსნეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ დონის ვრცელი ლაბორატორიული კომპლექსის გახსნა უმნიშვნელოვანესი ფაქტია, რადგან ეს კომპლექსი, პრაქტიკულად, ციფრული ტექნოლოგიების მთელ სპექტრს ფარავს დაერთადერთი და უნიკალურია ამიერკავკასიის მასშტაბით.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერისტეტში ამ დონის ლაბორატორიული კომპლექსი გაიხსნა. ეს არის ყველაზე მძლავრი ლაბორატორია, რაც კი არსებობს რეგიონში. მოგეხსენებათ, რომ განათლების რეფორმას, ჩვენ მიერ დაანონსებულ ეროვნულ იდეას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ქვეყნის განვითარების საქმეში. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ინიციატივის რეალიზაციის შედეგად, კიდევ უფრო ძლიერი ლაბორატორიები გვექნება“, - აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

ლაბორატორიული კომპლექსის დათვალიერების პროცესში, პრემიერი და მინისტრი სკაიპჩართვით შვეიცარიაში მყოფ სტუდენტებსაც ესაუბრნენ, რომლებიც ამჟამად, „ცერნში“ უნიკალურ ექსპერიმენტზე მუშაობენ.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა განაცხადა, ლაბორატორიული კომპლექსი აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურითა და პროგრამული უზრუნველყოფით Iთ სფეროსა და ციფრულ ტექნოლოგიებში.

„ჟიული შარტავას სახელობის ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორია, უნიკალურია ბევრი პარამეტრის გამო. ამიერკავკასიაში ციფრული ტექნოლოგიების მსგავსი კომპლექსი და დიდი მასშტაბის სამეცნიერო-სასწავლო ლაბორატორია არ არსებობს. ვფიქრობთ, რომ ეს ასევე უნიკალური შენაძენი იქნება ტექნიკური მიმართულების მქონე საქართველოს სხვა უნივერსიტეტებისთვისაც. ლაბორატორიული კომპლექსი განთავსებულია 4 000 კვ.მ ფართობზე და აქ ინფორმაციული ტექნოლოგიის ყველა მიმართულებაა გათვალისწინებული. ლაბორატორიაში არის როგორც სქემატექნიკური ნაწილი, ასევე პროგრამული უზრუნველყოფა. ამ ბაზაზე შესაძლებელია 700-ზე მეტი სხვადასხვა ლაბორატორიული კვლევის ჩატარება, რაც სრულიად უნიკალური მონაცემია საერთაშორისო წამყვან ტექნოლოგიებში. გარდა ამისა, აქ არის მთელი რიგი ლაბორატორიები, რომლებიც შექმნილია ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მიერ და მათ ანალოგი არ აქვს. უნივერსიტეტს შეემატა სერიოზული კვლევითი-სასწავლო და საექსპერტო ცენტრი სამი დანიშნულებით - სწავლა, მეცნიერება და ექსპერტიზა. შეუძლებელია, ვისაუბროთ ამ კომპლექსის რომელიმე ლაბორატორიაზე განყენებულად - ყველა ლაბორატორია ემსახურება ერთმანეთს და კომპლექსის ლოგიკური დასასრული ის ულტრათანამედროვე სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორიებია, რომლებიც მუშაობენ ცერნთან“, - აღნიშნა არჩილ ფრანგიშვილმა.

ლაბორატორიული კომპლექსის დანიშნულებაა, სასწავლო და კვლევითი პროცესების წარმართვა ინფორმატიკის, კომპიუტერული ინჟინერიის, მართვის ციფრული ტექნოლოგიების, ბიოსამედიცინო ინჟინერიის, სისტემური ინჟინერინგის, პროგრამული ინჟინერიის, იმიტაციური მოდელირების, ბირთვული ინჟინერიის Iთ-ის სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.

ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიის უნიკალური ულტრათანამედროვე აღჭურვილობა ექსპერტული საქმიანობის განვითრებისა და საშუალებასაც იძლევა. აქ, სრული შესაძლებლობაა განხორციელდეს ციკლი - „კვლევა-პროექტირება-საინჟინრო გადაწყვეტა-რეალიზება“.

მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყონებლივ აკრძალოს გვამებით ვაჭრობა და დაჩქარებული წესით მიიღოს ჩვენი კანონპროექტი - ლაშა ჩხარტიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი გამაფრთხილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

20 აპრილი, 2019 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს. უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამოდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენ

მთაწმინდელებში ცალსხად ერთი განწყობაა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - შალვა შავგულიძე

20 აპრილი, 2019 , 12:15

ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ამომრჩევლებს ხვდება. შალვა შავგულიძე პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც „ევროპული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

20 აპრილი, 2019 , 11:12

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათს სრ

ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი გახდა

20 აპრილი, 2019 , 10:20

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. „ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი საქართველოში. ევროპა ნოსტრას პრეზ

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019