უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ოქტომბერი, 2019 18:01
font-size

ტექნიკურ უნივერსიტეტში DUNE-კოლაბორაციის მეცნიერთა ვიზიტი დასრულდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამუშაო ვიზიტით აშშ-ის Fერმილაბ-ის დელეგაციის ხელმძღვანელები - მანჩესტერის უნივერსიტეტის პროფესორები სტეფან სოლდნერ-რემბოლდი და ედვარდ ბლაჩერი, ასევე, ჩიკაგოს უნივერსიტეტისა და Fერმილაბ DUNE-ის საერთაშორისო კოლაბორაციის სამეცნიერო საბჭოს თავჯდომარე, კოლორადოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რობერტ უილსონი იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სტუ-დან აცნობეს, ვიზიტს საფუძვლად დაედო ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ მიმდინარე წლის მაისში, აშშ-ის Fერმილაბ-ის ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოების ექსპერიმენტის საერთაშორისო კოლაბორაცია DUNE-ის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აღნიშნული კოლაბორაციის წევრი გახდა.

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილთან, სტუ-ის სამეცნიერო პერსონალსა და DUNE-ექსპერიმენტის ქართულ ჯგუფთან. მხარეებმა ისაუბრეს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებსა და ექსპერიმენტებში მონაწილეობის შესახებ, განიხილეს სამომავლო სამეცნიერო თანამშრომლობის თემატიკა და ის დეტალები, რაც DUNE-ის ექსპერიმენთან ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფის კოლაბორაციას ეხება. ასევე, იმსჯელეს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და Fერმილაბ-ს შორის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ.

როგორც უცხოელმა მეცნიერებმა აღნიშნეს, სრულყოფილი ინფორმაცია აქვთ ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფების საერთაშორისო კოლაბორაციებში მონაწილეობის შესახებ. ამასთან, მათ იმედი გამოთქვეს, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა გამოცდილება წარმატებით იქნება გამოყენებული DUNE-ის საერთაშორისო კოლაბორაციაში.

სამუშაო შეხვედრების დასრულების შემდეგ, უცხოელმა მეცნიერებმა ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებისთვის ჩაატარეს სემინარები, როგორც ღრმა მიწისქვეშა ნეიტრინოების DUNE-ექსპერიმენტის, ასევე Fერმილაბ-ის ნეიტრინოების მთლიანი პროგრამის შესახებ.

ცნობისათვის, DUNE-ი საერთაშორისო კოლაბორაციაა, რომელშიც 31 ქვეყნის 180 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი და 1000-ზე მეტი მეცნიერ-კოლაბორატორია გაერთიანებული.

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა

2 ივნისი, 2020 , 17:15

„იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების თანახმად, 8 ივნისიდან დასაშვები ხდება ყველა ეკონომიკური საქმიანობა სპორტული, კულტურული

მოსალოდნელია წვიმა, სეტყვა და ძლიერი ქარია

2 ივნისი, 2020 , 16:50

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 ივნისს, დღის ბოლოდან 6 ივნისის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვ

ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2020“-ის გამარჯვებული ტოპ 10 იდეა გამოვლინდა

2 ივნისი, 2020 , 16:21

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსის - „დიდი იდეების გამოწვევა 2020“ შემაჯამებელი ონლაინ ღონისძიება გაიმართა. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვება მოიპოვა იდეამ - Contacting Agro-Cam, რომლის ავტორები ტე

გენერალურ პროკურატურაში წიგნის ,,ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა

2 ივნისი, 2020 , 15:00

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წიგნის „ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს სისხლის სამართლის მართლმსაჯულების კონტექსტში“ პრეზენტაცია გაიმართა. სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია პროკურორებისთვის და გ

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს

2 ივნისი, 2020 , 14:10

სურსათის ეროვნული სააგენტო დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციებს გასცემს. დახურული ტიპის საზოგადოებრივი კვების ობიექტების ფუნქციონირების აღდგენასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტოს

“საქმე გვაქვს „ჩასაფრებული ადამიანის“ კლასიკურ შემთხვევასთან” - თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს

2 ივნისი, 2020 , 12:57

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. ის ერთ-ერთი სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება. "ა.წ. 22 მაისს რადიო თავი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!