უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

9 ოქტომბერი, 2019 17:35
font-size

ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემებზე საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ორგანიზებით, ტექნიკურ უნივერსიტეტში მიმდინარეობს პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე - „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მისი გადაწყვეტის გზები“.

კონფერენციაში საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის ორიაკადემიკოსი, უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი და 148 მეცნიერი და მკვლევარი მონაწილეობს.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა, საქართველოს პარლამენტის წევრმა, პროფესორმა რევაზ არველაძემ და უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ხარკოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ევგენი სოკოლმა გახსნეს. კონფერენციაზე მისასლმებელი სიტყვით წარსდგნენ კომპანია „თელასის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე თეიმურაზ გამრეკელაშვილი, კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიას“ განვითარების მენეჯერის მოადგილე ენვერ ჩიჩუა, უკრაინის ნაციონალური უნივერსიტეტი „ოდესის საზღვაო აკადემიის“ პროფესორი მიკოლა მუხა, კომპანია „მონტაჟ ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი დავით კახიანი და სტუ-ის ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი ბაადურ ჭუნაშვილი.

„კონფერენცია, რომელსაც ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს, ენერგეტიკის დარგის ისეთ მნიშვნელოვან და პრობლემურ თემებს ეხება, როგორიცაა: საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის სტრუქტურა და ცვლილებების ტენდენციები, ელექტროენერგიის ტრანზიტი და დანაკარგები გადაცემის ქსელში, ელექტრული რეჟიმების კვლევა, განახლებადი ენერგიების დანერგვა-მართვა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, რეაქტიული სიმძლავრის მონიტორინგი, ბუნებრივი გაზის უსაფრთხოდ მოხმარების საკითხები და სხვ. მოხარული ვართ, რომ კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობენ ცნობილი მეცნიერები და ერთმანეთს გავუზიარებთ ჩვენს ხედვებს, ცოდნას და ვიმსჯელებთ პრობლემების გადაჭრის გზებზე - სწორედ ეს არის კონფერენციის მისია. ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, კონფერენციის ორგანიზატორები არიან უკრაინის ნაციონალური პოლიტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს ენერგეტიკის აკადემია. კონფერენციის მხარდამჭერები კი არიან კომპანიები: „თელასი“, „ენერგო პრო ჯორჯია“, „მონტაჟ ჯორჯია“ და „ელ ინდასტრი ჯორჯია“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

როგორც უკრაინის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, ხარკოვის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ევგენი სოკოლმა აღნიშნა, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან მეგობრობა და თანამშრომლობა გასულ საუკუნეში დაიწყო და მრავალი ცვლილების მიუხედავად, ეს ურთიერთკავშირი არ შეწყვეტილა.

„ჩვენ ვიმსჯელებთ განახლებადი ენერგიების შესახებ, კერძოდ კი მზის ენერგიაზე. ამ კუთხით ჩვენი უნივერსიტეტი მრავალი წელია ნაყოფიერად მუშაობს. ჩამოვიტანეთ მნიშვნელოვანი მასალები იმ კვლევებისა, რომლებზეც უკრაინელი მეცნიერები მუშაობენ. გვაქვს შესაძლებლობა, წარმოგიდგინოთ უნიკალური კვლევა, რომელიც ჩვენს კვლევითი ინსტიტუტში მომზადდა. ეს კვლევითი ინსტიტუტი ელექტრომაგნიტურ საკითხებს შეისწავლის - მსოფლიოში სულ ოთხი საერთაშორისო ინსტიტუტია, რომელიც მსგავს საკითხებზე მუშაობს. ჩვენ ვიკვლევთ ელექტრომაგნიტური ტალღებისგან დაცვის შესაძლებლობებს და ელექტრომაგნიტური იმპულსების გავლენებს ატომური აფეთქების დროს. მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში მონაწილეობენ ჩვენი ახალგაზრდა მეცნიერები. იმედი გვაქვს, ისინი გააგრძელებენ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობასა და მეგობრობას. მინდა გაცნობოთ, რომ მომავალ წელს, ივლისში, კონფერენცია სტამბულის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩატარდება და დიდი იმედი გვაქვს, მასში მონაწილეობას ისევ მრავალი მეცნიერი მიიღებს“, - განაცხადა ევგენი სოკოლმა.

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრმა, პროფესორმა რევაზ არველაძემ, საქართველოს პარლამენტის სახელით, მადლობა გადაუხადა სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს. მისი თქმით, „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“ სწორედ საქართველოსთვისაა აქტუალური.

„არ ვისაუბრებ იმაზე, თუ რა მდგომარეობაში ჩავარდა საქართველოს ენერგეტიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. შეგახსენებთ მხოლოდ, რომ 1996 წლიდან ენერგეტიკის დარგის რეფორმირება დაიწყო, რის შედეგადაც, დიდწილად აღდგენილ იქნა დარგი და დაიწყო მისი შემდგომი განვითარება. საქართველოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა დღეისთვის სწორედ ელექტროენერგიის მოთხოვნა-მიწოდებას შორის დისპროპორციაა. სწორედ ამ დეფიციტის შედეგად შეიქმნა ელექტროენერგიის იმპორტის მზარდი ტენდენცია, რაც თავის მხრივ, საგრძნობლად აქვეითებს საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების ხარისხს. მთავარი მიზეზი კი არის ის, რომ კვლავ დაიწყო ენერგეტიკის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორც ეს 80-იანი წლების ბოლოს ხდებოდა. ბრძოლა მიმდინარეობს ერთადერთი სტაბილური ენერგორესურსის - ჰიდროენერგეტიკის გამოყენების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ენერგეტიკოსები - პრაქტიკოსები თუ მეცნიერები - მხარს უჭერენ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ეკონომიკურად ეფექტიანი და ეკოლოგიურად მისაღებია. ბრძოლა მიდის არა მარტო დიდი და საშუალო, არამედ მცირე და მხოლოდ ჩამონადენზე მომუშავე სადგურების წინააღმდეგაც. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ენერგიის ისეთი არასტაბილური წყაროები როგორიცაა მზე და ქარი, უახლოესი ათწლეულების განმავლობაში სრულად ვერ შესძლებს ჩაანაცვლოს ენერგიის ტრადიციული წყაროები. თუმცა, არ უნდა ჩამოვრჩეთ მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს და დროულად და მაქსიმალურად ავითვისოთ ენერგიის ალტერნატიული წყაროებიც, ცხადია, იმის გათვალისწინებით, რომ ენერგოსისტემის მუშაობის მდგრადობას ზიანი არ მივაყენოთ. ამ მიმართულებით ხელისუფლება სერიოზულად მუშაობს - გაფორმებულია რამდენიმე მემორანდუმი და წლის ბოლომდე უნდა გამოცხადდეს ტენდერი მზის ორი ელექტროსადგურის მშენებლობაზე. დამუშავებულია და პარლამენტში წარდგენილია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკის შემდგომ განვითარებას. ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში მყოფი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, იმპოტრის მუდმივი ზრდა, რამაც წლიურად 15%-ს გადააჭარბა და ზამთრის სეზონზე კი 30%-ს აღწევს, კარგის მომტანი არ არის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ პრობლემის გადასაწყვეტად რა წინადადებები ექნებათ მეცნიერებს“, - აღნიშნა რევაზ არველაძემ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სექციების მუშაობა ხუთი მიმართულებით მიმდინარეობს: ელექტროენერგეტიკული სისტემები, კომპლექსები და ელექტრომოხმარების ტექნოლოგიები; ელექტრომექანიკური სისტემები და ძალური ელექტრონიკა; ენერგოეფექტიანობა, განახლებადი ენერგიის წყაროები, ეკოლოგია და გარემოს დაცვა; ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიები ენერგეტიკაში; ენერგეტიკის ეკონომიკა, მენეჯმენტი, მართვა და რეგულირება. სექციებზე მოხსენებით 71 მკვლევარი წარსდგება.

გარდა ამისა, კონფერენციის ფარგლებში გაიმართება ახალგაზრდა მეცნიერთა ნაშრომების კონკურსი, რომელშიც მონაწილეობას 10 დოქტორანტი მიიღებს.
კონფერენციის თემატიკის შესახებ ჟურნალ „ენერგიის“ სპეციალურ გამოცემებში 93 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა.

საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას კომპანიები „თელასი“, „ენერგო პრო ჯორჯია“, „მონტაჟ ჯორჯია“ და „ელ ინდასტრი ჯორჯია“ უწევენ, 11 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
NS

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად დამატებითი რეისები განხორციელდება

5 აპრილი, 2020 , 14:19

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა დამატებითი რეისები შემდეგი მიმართულებით: 16 აპრილი - პარიზი-თბილი

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

5 აპრილი, 2020 , 11:54

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განაცხადა. საუბარია თბილისის ზღვის ჰოსპიტალიდან გადმოყვანილ 81 წლ

ლონდონიდან სამშობლოში საქართველოს 180 მოქალაქე ჩამოფრინდა

5 აპრილი, 2020 , 11:20

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან საქართველოს მოქალაქეები სპეციალური რეისით დაბრუნდნენ. 180 მგზავრი ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" ჩამოიყვანა. საქართველოს მოქალაქეებს, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სპეციალურ

როგორ უნდა დაეხმაროს მთავრობა უმუშევრად დარჩენილებს?- ღია საზოგადოების ფონდმა მთავრობისთვის რეკომენდაციების პაკეტი შეიმუშავა

5 აპრილი, 2020 , 11:06

ღია საზოგადოების ფონდმა, მთავრობისთვის რეკომენდაციების პაკეტი შეიმუშავა, რომელიც Covid- 19-ით გამოწვეული კრიზისის შედეგად უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების დახმარებას გულისხმობს. როგორც „მედიანიუსს“ ღია ს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 170-მდე გაიზარდა

5 აპრილი, 2020 , 10:45

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 170 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი

კორონავირუსით გარდაცვლილი ქალი 12-15 კილოს იწონიდა

4 აპრილი, 2020 , 17:54

კორონავირუსის პირველი მსხვერპლი, 79 წლის ქალი, რომელიც დღეს დილით გარდაიცვალა, 12-15 კილოს იწონიდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ პაციენტს კორონავირუსთან ერთად სხვა მძიმე დაავადებებიც აღ