უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ივნისი, 2019 15:16
font-size

ტექნიკურ უნივერსიტეტში InnoCENS პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები დაიწყო

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში Erasmus+ პროგრამის InnoCENS პროექტის ძირითადი გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში, დღეს, სამუშაო შეხვედრები დაიწყო. ღონისძიებაში მონაწილეობენ პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტებისა და სახელმწიფოების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს (IAB) და პროექტის მენეჯმენტის საბჭოს (PMB) წარმომადგენლები.

„ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლებაში“ (InnoCENS) პროექტის სამუშაო შეხვედრები თბილისში 27 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მათ პროექტის კოორდინატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მანსპინძლობს. 28-29 ივნისს ღონისძიება ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადაინაცვლებს.

InnoCENS პროექტის სამუშაო შეხვედრები ითვალისწინებს ვორქშოპების, სემინარების, პრეზენტაციების, საანგარიშო მოხსენებებისა და დისკუსიების ჩატარებას, ასევე, სასწავლო ვიზიტებსაც. აღნიშნულ აქტივობებში ჩართულია შვიდი ქვეყნის 35 მონაწილე - კონსორციუმის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები, სტუდენტები, აკადემიური პერსონალი და მოწვეული სტუმრები.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის ხელმძღვანელმა ოთარ ზუმბურიძემ აღნიშნა, InnoCENS-ი სამწლიანი პროექტია, რომელიც 2017 წელს დაიწყო და მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.

„პროექტის ფარგლებში არაერთი სასწავლო ვიზიტი განხორციელდა კონსპორციუმის წევრ უნივერსიტეტებში. პროცესებში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა. ტექნიკურ უნივერსიტეტში პირველად ჩატარდა „ინოვაციების კონკურსი“, ფინალში გამარჯვებული კი სექტემბერში გაემგზავრება ესპანეთში, ვალენსიის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში და მონაწილეობას მიიღებს პროექტით დაგეგმილ საერთაშორისო კონკურსში. პირველ ადგილზე გასული ფულად ჯილდოსაც მიიღებს და დეკემბერში ყაზახეთში, ნურ-სულტანში გაემგზავრება დაჯილდოვების ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად“, - განაცხადა ოთარ ზუმბურიძემ.

InnoCENS პროექტი Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტია, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. პროექტის მიზანია ინოვაციური კომპეტენციებისა და სამეწარმეო უნარების ამაღლება საინჟინრო განათლების პროცესში. InnoCENS-ის კოორდინატორია შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტოკჰოლმში. კონსორციუმის წევრები არიან საქართველოს, ესპანეთის, ფინეთის, სომხეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის უნივერსიტეტები და სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის: საქართველოს ტექნიკური და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტები, ასევე, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. საქართველოში პროექტის კოორდინატორი კი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი