უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 მაისი, 2019 19:00
font-size

ტექნიკურ უნივერსიტეტში მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

„თქვენ იმყოფებით სივრცეში, რომლის ფართობიც 4 000 კვ.მეტრია და რომელიც სრულიად უნიკალური, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითა და პროგრამებით არის უზრუნველყოფილი. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ეპოქა და ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობას ხელიდან“, - ასე გააცნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა მომავალ აბიტურიენტებს ის გარემო, სადაც STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა შედგა და ის შესაძლებლობები, რასაც STEM-სპეციალობები ითვალისწინებს.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრა ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო უნიკალურ ლაბორატორიაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს“ (SDSU-G) დეკანი, პროფესორი ჰალილ გიუვენი, სტუ-ის და SDSU-G-ს პროფესორ-მასწავლებლები და განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები.

საინფორმაციო შეხვედრაში, რომელიც მეთერთმეტეკლასელებისთვის იყო გამიზნული, მონაწილეობა მიიღეს თბილისის სხვადასხვა სკოლის იმ მოსწავლეებმა, რომლებიც საქართველოში ამერიკული განათლების მიღებით არიან დაინტერესებულნი.

„ლაბორატორია გაძლევთ საშუალებას პირდაპირ ჩაერთოთ თუნდაც CERN-ში, სადაც თანამედროვე ფიზიკას სწავლობენ. ჩვენი სტუდენტები მონაწილეობენ იმ ექსპერიმენტებში, რომელიც CERN-ში მიმდინარეობს და ეს ონლაინ რეჟიმში ხდება. ჩათვალეთ, რომ თქვენ იმყოფებით შვეიცარიაში და ჩართული ხართ ამაჩქარებლებლის შექმნის უდიდეს ექსპერიმენტში“, - აღნიშნა არჩილ ფრანგიშვილმა.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ახალგაზრდებს ბედნიერი თაობა უწოდა. მისი თქმით, ახალგაზრდებს შესაძლებლობა ეძლევათ, სწავლის პროცესში დროის ძირითადი ნაწილი უახლეს ლაბორატორიებში გაატარონ და სამეცნიერო კვლევებზე მეცნიერებთან ერთად იმუშაონ.

„ტექნიკურ უნივერსიტეტში გვაქვს საინჟინრო ფიზიკის ლაბორატორია, რომლის მსგავსიც ევროპაში არ არის, რაშიც ძალიან დაგვეხმარა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი, ტოკიოს უნივერსიტეტი. ჩვენ გვყავს მაღალკვალიფიციური პედაგოგები, რომელთა დამსახურებით ჩვენი არაერთმა მოსწავლემ სხვადასხვა კონკურსში გაიმარჯვა და ნასაში გაემგზავრა. ყველა მათგანმა გაიარა სკოლა, რომელსაც ჰქვია ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის სკოლა.

ტექნიკური უნივერსიტეტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მიიღოს საერთაშორისო ამერიკული აკრედიტაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ წინაშე ყველა კარი გაიღება და შეგეძლებათ კარგ სამსახურში დასაქმდეთ. თუ თქვენ ტექნიკურ უნივერსიტეტში სან დიეგოს უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე გადაწყვეტთ სწავლას, მიიღებთ საერთაშორისო დიპლომს. სწორედ ამიტომ, მოგიწოდებთ, მოდით ჩვენთან, მიიღეთ განათლება და გააგრძელეთ მეცნიერებაში მოღვაწეობა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ახალი ეპოქა და ნუ გაუშვებთ ამ შესაძლებლობას ხელიდან“, - მიმართა სტუდენტებს არჩილ ფრანგიშვილმა.

STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრაზე ახალგაზრდებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ტექნიკურ უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საბაკალავრო პროგრამებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის შესახებ.

ყველა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის შესახებაც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა მომავალ აბიტურიენტებს პრეზენტაციების სახით ინფორმაცია მიაწოდეს, უზრუნველყოფს სტუდენტების მომზადებას ტექნიკურ დარგებში წარმატებული პროფესიული კარიერისთვის. პროგრამებზე სწავლება ინგლისურ ენაზე წარიმართება, ლექციებს კი ამერიკელი და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გადამზადებული ქართველი პროფესორ-მასწავლებლები ჩაატარებენ.

სამოქალაქო ინჟინერია სწრაფად მზარდი პროფესიაა, შესანიშნავი კარიერული შესაძლებლობებით. პროგრამა მრავალფეროვანი, საინტერესო და მოქნილია. ინჟინრის სამუშაო, უმთავრესად, ინტელექტუალური, ცვალებადი და ნაკლებად რუტინულია. პროგრამა ფოკუსირდება ზუსტ მეცნიერებაზე - მათემატიკაზე, ტექნოლოგიებზე და ინჟინერიაზე და მოიცავს სოციალურ და ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რადგან სამოქალაქო ინჟინერიის კურსდამთავრებულებმა უნდა შესძლონ თავიანთი გადაწყვეტილებების სოციალური და ეკონომიკური შედეგების გათვალისწინება.

კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის დაუფლებით, ახალგაზრდები სხვადასხვა ტიპის ციფრული სისტემების შექმნასა და აწყობას შეძლებენ. პროგრამა მოიცავს ისეთი რთული სისტემების შესწავლას, რომელთა საშუალებითაც ხდება ფიზიკური სისტემებისა და გარემოთა სიმულაცია, ამინდის პროგნოზირება, ასევე მიკრო და ნანორეგულატორების მოხმარება ავტომობილებში, ტექნიკაში, კამერებში, რობოტებში, სამედიცინო ინსტრუმენტებსა და სხვა მოწყობილობებში. კომპიუტერული ინჟინერია მომავალ სპეციალისტებს საშუალებას მისცემს შეიმუშაონ ისეთი პროგრამები, რომლებიც კომპიუტერების მუშაობას გააკონტროლებს და სხვადასხვა ტიპის ინოვაციური ამოცანის შესრულების შესაძლებლობას მოგვცემს.

ელექტრული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა ძალზე აქტუალურია და საინჟინრო ინოვაციების სამ ძირითად მიმართულებას ეყრდნობა: ელექტროენერგიის გენერაცია და განაწილება; კომუნიკაციის მიზნით აუდიო/ვიდეო ინფორმაციის შესაბამისი სიგნალების მიღება, დამუშავება, გადაცემა; ელექტროენერგიის წარმოების ტექნოლოგიების, ელექტრომაგნიტური ფენომენისა და მასალების შესწავლა. ამ სფეროში საქმიანობა მოიცავს ისეთი მოწყობილობების, წრედების, ქსელებისა და სისტემების დაპროექტებას, ოპერირებას და სერვისს, რომლებიც გამოიმუშავებს ინახავს, გადაამუშავებს და აწვდის ელექტროენერგიას და ინფორმაციას.

პრეზენტაციების დასრულების შემდეგ შეხვედრის მონაწილე მოსწავლეები 4 გუნდად განაწილდნენ და STEM-თამაშებში ჩაერთნენ. თამაშები მრავალფეროვანი და სახალისო აღმოჩნდა, გამარჯვებულ გუნდს კი საჩუქრები გადაეცა.

STEM-აკადემიის საინფორმაციო შეხვედრის დასასრულ, ყველა მონაწილე ახალგაზრდას სამახსოვრო საჩუქრები და STEM-სერთიფიკატები გადაეცა.

როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს

21 სექტემბერი, 2019 , 16:16

სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, საქართველოს მასშტაბით ძლიერი ქარია მოსალოდნელი. გთავაზობთ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ძლიერი ქარის დროს შენობის შიგნით და მის გარეთ. რეკომენდაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის

რეკომენდაციებს შევიმუშავებთ, რომ წამლის ხარისხთან, ფასებთან და ზედმეტი წამლის გამოწერასთან დაკავშირებული პრობლემა გადავჭრათ - აკაკი ზოიძე

21 სექტემბერი, 2019 , 15:50

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების

პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა

21 სექტემბერი, 2019 , 15:46

მოძრაობა "გავრილოვის პატიმრების" და ასევე "გამარჯვებული საქართველოს" ორგანიზებით, პარლამენტის წინ, რიგით მესამე კარავი გაიშალა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, ისინი რუსთაველზე დარჩებიან მანამ, სანამ უკანონოდ დაკავებული პოლი

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე მოქალაქეებსს ხე დაეცა

21 სექტემბერი, 2019 , 15:05

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა. ორივე მათგანი მსუბუქად დაშავდა, მათ თავის მიდამოებში ტრავმები აღენიშნებოდათ. ადგილზე სასწრაფო დამხმარების ეკიპაჟი იყო მობილიზებული, რომელმაც დაშავებულებს პირველადი სამედიცინო დახ

დიმიტრი ცქიტიშვილმა შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს

21 სექტემბერი, 2019 , 14:35

შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ორ სამსახურში მუშაობა შესაძლოა შეიზღუდოს, მისი ავტორი დიმიტრი ცქიტიშვილი განმარტავს. მისი განცხადებით, ერთ-ერთმა ორგანიზაციამ შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებე

თბილისის ანძა სომხეთის დროშის ფერებში განათდა

21 სექტემბერი, 2019 , 14:28

სომხეთი დამოუკიდებლობის აღდგენის 28-ე წლისთავს აღნიშნავს. 1991 წელს 21 სექტმებერს გამართულ რეფერენდუმზე სომეხმა ხალხმა ხმათა უმრავლეობით, საბჭოთა კავშირიდან გასვლას დაუჭირა მხარი. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, საზეი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს