უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 ოქტომბერი, 2019 16:55
font-size

ტექნიკურ უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება - 2019` გაიმართა

„ხელისუფლება და საზოგადოება - 2019“ - ამ სახელწოდებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მეცამეტე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა.
ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო კონფერენცია სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და „ღია დიპლომატიის ასოციაციის“ სამეცნიერო ჟურნალის - „ხელისუფლება და საზოგადოება“ ინიციატივით გაიმართა.

კონფერენცია ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა რუსუდან ქუთათელაძემ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

„წელს, საერთაშორისო კონფერენცია „ხელისუფლება და საზოგადოება“ მეცამეტედ ტარდება. კონფერენციას ესწრებიან გერმანიიდან და უკრაინიდან მოწვეული მკვლევრები. კონფერენცია ყოველწლიურად თავს უყრის ქართველ მეცნიერებსა და დოქტორანტებს, ასევე, ბაკალავრიატის სტუდენტებსა და სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციიის წევრებს. მოხარული ვართ, რომ წლევანდელ კონფერენციაში გერმანიიდან ჩამოსული ოთხი ცნობილი მეცნიერი მონაწილეობს“, - აღნიშნა რუსუდან ქუთათელაძემ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა კონფერენციიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღევანდელი დღე კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია კონფერენციაში მონაწილე უნივერსიტეტებს შორის მეგობრობისა და სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ეს ორმხრივი კავშირები დადებით შედეგს მოგვცემს. ხელისუფლება არსებობს საზოგადოებისთვის, საზოგადოება ვალდებულია ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, რათა ხელისუფლება განვითარდეს. ჩვენ, როგორც უნივერსიტეტი, საზოგადოების შემადგენელი ნაწილი ვართ. ამდენად, უნივერსიტეტის ინტელექტუალურმა პოტენციალმა ხელისუფლებას უნდა მისცეს განვითარების საშუალება", - აღნიშნა ზურაბ გასიტაშვილმა.

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორმა შოთა დოღონაძემ სტუმრებს კონფერენციის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოები გააცნო.

„კონფერენციის ფარგლებში ვორქ-შოფები ჩატარდა. გარდა ამისა, შედგა სექციური შეკრებები ოთხი მიმართულებით. საჯარო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის სექციებში განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები, რაც ძირითადად, მოიცავს ეკონომიკას, განათლებას, პოლიტიკასა და ადამიანის ჯანმრთელობას. ორი მოხსენება ეხება შრომის უსაფრთხოების საკითხებს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან აქტუალურია. კონფერენციის მასალების გაცნობისას გამოიკვეთა, რომ ვროკავშირის ქვეყნებში შრომის უსაფრთხოების საკითხებზე არაერთი დოკუმენტია მიღებული, საქართველოში კი ორი და ისიც არასრული კანონი გვაქვს ამ კუთხით. დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ჯერ საკანონმდებლო დონეზე, შემდეგ - პრაქტიკაში. საკონფერენციო მასალებს, როგორც წესი, ვაქვეყნებთ ყოველკვარტალურ ჟურნალში „ხელისუფლება და საზოგადოება“. ასევე, მასალები ვრცელდება ინტერნეტით - „ღია დიპლომატიის ასოციაციის“ ოფიციალურ ვებგვერდზე. გარდა ამისა, ჩვენს მოსაზრებებს შესაბამის უწყებებსაც ვუგზავნით, მათ შორის, საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას“, - განაცხადა შოთა დოღონაძემ.

კონფერენციის მონაწილეებს ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის მეგობრულ და სამეცნიერო ურთიერთობებზე ზაარლანდის (გერმანია) ტექნიკისა და ეკონომიკური უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შტეფან ჰუტერი ესაუბრა.

„ჩვენს უნივერსიტეტს 150-წლიანი ისტორია აქვს და მიგვაჩინია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ჩვენი ღირსეული პარტნიორია. ჩვენს უნივერსიტეტებს შორის აქტიურად ხორციელდება გაცვლითი პროგრამები. ეს პროცესი ეხება, როგორც სტუდენტებს, ასევე, აკადემიურ წრეებს. მნიშვნელოვანია, რომ გაიცემა ორმაგი დიპლომები. მოხარული ვარ შეხვედრით და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებით“, - განაცხადა პროფესორმა შტეფან ჰუტერმა.
მეცამეტე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ: ზაარლანდის (გერმანია) ტექნიკისა და ეკონომიკური უნივერსიტეტის, ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი შტეფან ჰუტერი და ამავე ფაკულტეტის პროფესორი ვილჰემ ჰაუზერი; მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორი შტეფან ლანგი და დოქტორი გოტლანდ შტაინერი; უკრაინის სამოქალაქო დაცვის ეროვნული უნივერსიტეტის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის მენეჯმენტის კათედრის დოქტორი, სახელმწიფო მართვის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი ელენა პოსტუპნაია, დოქტორანტი სერგეი ვავრენიუკი და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, სახელმწიფო მართვის მეცნიერებათა კანდიდატი ალექსეი სტეპანენკო.

კონფერენციის დასასრულ, ლექცია გაიმართა, რომელზეც სექციის ხელმძღვანელებმა ჩატარებული სამუშაოები შეაჯამეს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი