უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 თებერვალი, 2020 18:09
font-size

ტექნიკური უნივერსიტეტეტის ეგიდით საერთაშორისო კოლოკვიუმი ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით, 23-28 თებერვალს, კახეთში, ლოპოტას ტბაზე, გაიმართა საერთაშორისო კვლევითი კოლოკვიუმი თემაზე - „ადამიანის უფლებები, როგორც ამოცანა და გამოწვევა დემოკრატიული საზოგადოებისთვის“. კოლოკვიუმის მოწყობის თაობაზე ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტს ფინანსური მხარდაჭერა კონრად ადენაუერის ფონდმა გაუწია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მსგავსი საერთაშორისო ღონისძიებების რეგულარულად ჩატარებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი და მის ბაზაზე შექმნილი სასწავლო-კვლევითი კლასტერი უწევს ორგანიზებას. თემატური კვლევითი კოლოკვიუმი წელს მეხუთედ ჩატარდა.

ღონისძიებაში, რომელიც განკუთვნილია უნივერსიტეტების მაღალი საფეხურის წარმატებული სტუდენტებისთვის, მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა უცხოელმა ორდინარიუსებმა - ბონის ფრიდრიხ-ვილჰელმის უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორმა, დოქტორმა თეო კობუშმა, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარემ და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა ანდრეას არნდტმა, ოქსფორდის უნივერსიტეტის პრივატ დოცენტმა, ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის, მიჩიგანის უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, დოქტორმა იორგ ჰარდმა, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა, სასწავლო-კვლევითი კლასტერის ხელმძღვანელმა, დოქტორმა მამუკა ბერიაშვილმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შ.მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილი სასწავლო-კვლევითი კლასტერის ხელმძღვანელის, დოქტორ მამუკა ბერიაშვილის განმარტებით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო კვლევითი კოლოკვიუმის თემა ინტედისციპლინურია და ეხება ფილოსოფიის, სოციოლოგიის, პოლიტიკის, ისტორიის მეცნიერებებს და მათ მომიჯნავე დარგებს, მათ შორის სამართალსაც. მის თქმით, სტუდენტებმა წარმოადგინეს სწორედ ამ მეცნიერებათა პერსპექტივიდან დანახული და კვლევები და შეეცადნენ დაესაბუთებინათ ადამიანის უფლებების ცნების მნიშვნელობა თანამედროვე დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესში.

„კვლევითი კოლოკვიუმის ფარგლებში დოქტორანტებმა და მაგისტრანტებმა თავიანთი სადოქტორო თუ სამაგისტრო ნაშრომების გარკვეულ ნაწილი წარმოადგინეს. რამდენიმე მათგანი, სამეცნიერო თვალსაზრისით, საკმაოდ მაღალი დონისაა. სამუშაო ენები, ისევე როგორც მსგავს საერთაშორისო ღონისძიებებზე ხდება, ინგლისური და გერმანული იყო, იმ მიზნით, რომ სტუდენტებს უცხოელ პროფესორებთან დისკუსია გაადვილებოდათ. მიუხედავად იმისა, რომ კვლევითი კოლოკვიუმი ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით მიმდინარეობდა, მასში ხუთი უნივერსიტეტის 18-მა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. აქედან, ხუთი დოქტორანტი ტექნიკური უნივერსიტეტიდან იყო ჩართული, დანარჩენები კი თსუ-მ, ილიაუნიმ, ზუგდიდისა და ქუთაისის უნივერსიტეტებმა წარადგინეს. ტექნიკური უნივერსიტეტი ცდილობს, სამეცნიერო კოლაბორაცია რეგიონულ დონეზე განავითაროს და ჩვენი ძირითადი მიზანი კვლევისა და სწავლების ინტერნაციონალიზაციისკენაა მიმართული“, - აღნიშნა დოქტორმა მამუკა ბერიაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ტექნიკური უნივერსიტეტი მუდმივად ცდილობს საერთაშორისო პარტნიორთა არეალის გაფართოებასა და დოქტორანტებისა და მაგისტრანტების სამეცნიერო კვლევების ხარისხის ინტერნაციონალურ დონეზე ამაღლებას. მამუკა ბერიასვილის თქმით, საერთაშორისო კვლევით კოლოკვიუმში მონაწილეობა სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ჩასწვდნენ სამეცნიერო კვლევის პრინციპებსა და სისტემას, გამოასწორონ ნაკლოვანებები, გააღრმავონ საერთაშორისო კონტაქტები, მიიღონ საჭირო რჩევები კოლოკვიუმის მონაწილე მაღალი რანგის მეცნიერებისგან იმ მიზნით, რომ სამეცნიერო ნაშრომი მთლიანად შეესაბამებოდეს თანამედროვე ევროპული კვლევების სტანდარტებს და ასევე, მაქსიმალურად ავტონომიური იყოს.

როგორც ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჰეგელის საერთაშორისო საზოგადოების თავმჯდომარემ ანდრეას არნდტმა აღნიშნა, კვლევითი კოლოკვიუმით მისი დაინტერესება ამჯერადაც სტუდენტების ნაშრომებმა განაპირობა.

„რაზეც სიამოვნებით გავამახვილებ ყურადღებას არის ის, რომ კოლოკვიუმის მონაწილე სტუდენტები არიან საკმაოდ მოტივირებული. სასიხარულოა, რომ მათი ინტერესი და კვლევები ღრმად შინაარსობრივია. სწორედ ეს არის ძლიერი ბიძგი, რის გამოც სურვილი გამიჩნდა მეთანამშრომლა ქართულ მხარესთან. რაც შეეხება კონკრეტულად ამ კოლოკვიუმს, მისი თემა, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებების კვლევას, არის ინტერდისციპლინური, მისი წანამძღვრები ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და მოლოდინი მაქვს, რომ შედეგები საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდება. ეს მეორე მიზეზია, რამაც ასევე განაპირობა კოლოკვიუმში ჩემი ჩართულობა. ამ კოლოკვიუმმა ერთი მნიშვნელოვანი რამ წარმოაჩინა - თითოეულ მონაწილე სტუდენტს აქვს სამეცნიერო კვლევის მკაფიო მიზანი. ეს კი ძალიან სასიხარულოა“, - განაცხადა დოქტორმა ანდრეას არნდტმა.

კოლოკვიუმის ერთ-ერთი მონაწილის, ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალური მეცნიერებების დოქტორანტის, სტუ-ის სასწავლო-კვლევითი კლასტერის მკვლევრის მარიამ ხაზარაძის თქმით, კოლოკვიუმის თემატიკიდან გამომდინარე, მის მიერ წარმოდგენილი მოხსენება ადამიანის უფლებების ცნების სოციალური თანასწორობის ჭრილში განხილვას ეხებოდა.

„კოლოკვიუმის თემატიკა უმნიშვნელოვანესია თანამედროვე სამყაროსთვის და შესაბამისად, ჩვენი საზოგადოებისთვისაც დიდ როლს ასრულებს. ჩემი მოხსენება ეხებოდა ღარიბი მასების ცნების ტრანფორმაციას კარლ მარქსის ფილოსოფიაში და მის მნიშვნელობას თანამედროვე სოციალური სახელმწიფოსთვის. თემატიკასთან კავშირში შევეცადე დამესაბუთებინა კლასიკური გერმანული იდეალიზმის თეორიული მნიშვნელობა და მათი რეაქტივიზაცია თანამედროვე სოციალურ თეორიებში“, - აღნიშნა მარიამ ხაზარაძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების დოქტორანტის, ანი შუბითიძის აზრით, კოლოკვიუმის თემატიკა და მისი სამუშაო სისტემა მნიშვნელოვანი იყო მისთვის, როგორც ახალბედა მკვლევრისთვის.

„პირველად მომიწია ფართო აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, ისიც უცხოურ ენაზე. მოხსენებაში ვისაუბრე მოზარდის განვითარების ეტაპებზე და ყურადღება დავუთმე მშობლისა და სკოლის როლს, დავასაბუთე თანამედროვე სკოლაში ფსიქოლოგის როლის გაძლიერებისა და პედაგოგთა გადამზადების აუცილებლობა. თუმცა, მხედველობიდან გამომრჩა ბულინგის თემა, რასაც სამომავლოდ აუცილებლად გავითვალისწინებ. საერთო ჯამში, ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან კოლოკვიუმმა დიდი ენერგია და გამოცდილება მომცა“, - განაცხადა ანიმ შუბითიძემ.

საერთაშორისო კვლევითი კოლოკვიუმის შედეგების შეჯამების შემდეგ, ტექნიკური უნივერსიტეტი ყველა მონაწილის მოხსენებას კრებულად შეკრავს და ქართულ ენაზე გამოსცემს, განსაკუთრებულად გამორჩეული ნაშრომები კი ტექნიკური უნივერსიტეტის ეგიდით გამომავალ საერთაშორისო სამეცნიერო გამოცემაში გერმანულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, ფინანსური გამჭვირვალობის შედეგების წარსადგენად, ღონისძიება გაიმართება ინვესტორთა უფლებების დაცვის მიზნით გამჭვირვალობის უზრუნველყოფა საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი ამოცანაა. სწორედ ამ მიზნით, საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლების ხელშესაწყობად, წელს ეროვნული ბანკისა და ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ერთობლივი პროექტი - ანგარიშგების `ერთი ფანჯრის პრინციპი` ამოქმედდა , - ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის და გამჭვირვალობის გაუმჯობესება ანგარიშგების პროცესს საგრძნობლად ამარტივებს და უფრო ეფექტიანს ხდის. „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შექმნილი საინფორმაციო პლატფორმა რეპორტალ.გე-ის მეშვეობით, ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, ერთ სივრცეში გაეცნონ ემიტენტების ფინანსურ და არაფინანსური ინფორმაციას. ვინაიდან, აღნიშნული ანგარიშგების სისტემა, სექტორებისა თუ საწარმოების მიხედვით სტანდარტიზირებულ მონაცემთა ბაზას წარმოადგენს, იგი სხვადასხვა მიმართულებით კვლევების, სტატისტიკური ანალიზის ან სხვა სახის შეფასებების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ყოველივე ეს კი, ხელს უწყობს ეკონომიკის გრძელვადიან ზრდასა და საინვესტიციო გარემოს განვითარებას. საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსთა სამინისტროს მხარდაჭერით, ფინანსური გამჭვირვალობის სარგებლის დემონსტრირებისთვის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური, ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის, 2020 წლის 15 ივლისს ონლაინ ღონისძიებას გამართავს. ღონისძიების მონაწილეები აუდიტორიას სხვადასხვა მიმართულებით ჩატარებული კვლევების შედეგებს გააცნობენ. კერძოდ, პრეზენტატორები ეკონომიკის სხვადასხვა სფეროს ჭრილში მნიშვნელოვანი ფინანსური და არაფინანსური მონაცემების გამოყენებაზე ისაუბრებენ. აღნიშნული ღონისძიების პირველ სესიაზე, კორპორატიული სექტორის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლების შესახებ ისაუბრებს საქართველოს ეროვნული ბან

14 ივლისი, 2020 , 18:59

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0633 ლარი გახდა

14 ივლისი, 2020 , 17:35

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0633 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0614 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

პრეზიდენტმა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა

14 ივლისი, 2020 , 17:20

საქართველოს პრეზიდენტმა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან შიდა ტურიზმის განვითარების საკითხებზე იმსჯელა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, შეხვედრა დღეს პრეზიდენტის

ისეთ უმძიმეს სიტუაციას მივიღებთ, კორონა კი არა, შიმშილით დაიხოცებიან ადამიანები - დავით ჭიჭინაძე

14 ივლისი, 2020 , 16:15

„რად გვინდა ეს გადავადებები, თუ ადამიანები კორონავირუსით კი არა, შიმშილით დაიხოცებიან!“, - ასე მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ, საპარლამენტ

თურქეთი და საქართველო: მდგრადი პარტნიორობა და სოლიდარობა ომის, გადატრიალების მცდელობის და პანდემიის დროს - ფატმა ჯერენ იაზგანი

14 ივლისი, 2020 , 14:21

Covid-19- ის პანდემია და მისგან გამოწვეული გლობალური საგანგებო გარემოებები გარკვეული თვალსაზრისით გამძლეობის ტესტი აღმოჩნდა მთავრობებისა და ერებისათვის. სოლიდარობის, კეთილმეზობლური ურთიერთობის და პარტნიორობის მნიშვნელობა

შაქარაშვილის საქმის არასწორად წარმართვის გამო დაუყონებლივ უნდა დადგეს შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი - “ლელო საქართველოსთვის”

14 ივლისი, 2020 , 13:16

პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" ლიდერებს კახა კოჟორიძესა და გრიგოლ გეგელიას მიაჩნიათ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე იწურება ყოველგვარი გონივრული ვადები დაგროვილ კითხვებზე დამაჯერებელი პასუხების მოსასმენად

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე