უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

13 ნოემბერი, 2018 17:45
font-size

ტექნიკური უნივერსიტეტი და „ვიონი საქართველო“ - ახალი პერსპექტივა სტუდენტებისთვის

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების და ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები პრაქტიკული უნარ-ჩვევების ათვისებასა და განვითარებას „ბილაინში“ შეძლებენ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მობილურ ოპერატორს, „ვიონი საქართველოს“ (ბრენდი ბილაინი) შორის სტუდენტების სტაჟირების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის თაობაზე, დღეს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და „ვიონი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა, ანდჟეი მალინოვსკიმ.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანია, ტექნიკური უნივერსიტეტის იმ სტუდენტების პროფესიული უნარების განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა, რომლებიც კომპიუტერული ინჟინერიის, ტელეკომუნიკაციის, კომპიუტერული მეცნიერიების, ინფორმაციის დაცვის, პროგრამული ინჟინერიისა და დიდ მონაცემთა სისტემების სპეციალობებს ეუფლებიან. მნიშვნელოვანია, რომ მემორანდუმის თანახმად, ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტებისგან, „ბილაინის“ მომავალი საკადრო რეზერვი შეიქმნება.

დოკუმენტი, ასევე, ითვალისწინებს ერთობლივი ღონისძიებების, ტრენინგების, სემესტრული პრაქტიკისა და სტაჟირების ორგანიზებას. რაც მთავარია, მხარეები ერთობლივად იმუშავებენ სამეცნიერო კვლევებსა და ინოვაციების დანერგვაზე ტელეკომუნიკაციის, პროგრამირებისა და IT ინჟინერიის მიმართულებით.

როგორც არჩილ ფრანგიშვილმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, როდესაც უნივერსიტეტისა და ბიზნესკომპანიის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა, განსაკუთრებით იმ საქმიანობის განვითარების კუთხით, რომლითაც მხარეები არიან დაკავებული.

„იმისათვის, რომ წარმოდგენა შეგექმნათ ტექნიკური უნივერსიტეტის საქმიანობის შესახებ, მოკლე ექსკურსს გავაკეთებ: ჩვენ ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის, CERN-ის მსხვილ შეკვეთაზე ვმუშაობთ. ასევე, ვაკეთებთ სერიოზულ აპლიკაციებს ჩვენი პარტნიორი უნივერსტეტებისთვის. ტექნიკურ უნივერსიტეტსა და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევით ორგანიზაციას (KEK), ასევე, სოკენდაის უნივერსიტეტს (SOKENDAI) შორის სამი მემორანდუმი იქნა ხელმოწერილი სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ, რაც უპრეცედენტოა საქართველოსთვის და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის განვითარებას. ჩვენი მეცნიერთა ჯგუფი KEK-ის ერთ-ერთი უნიკალური ექსპერიმენტის COMET-კოლაბორაციის აქტიური წევრია და COMET-ექსპერიმენტში უდიდესი სუბდეტექტორის, კოსმიკ ვეტო მთვლელების დეტექტორული სისტემის შექმნასა და ოპერირებაზეა პასუხისმგებელი. ჩვენი მეცნიერები ფლობენ დიდ პოტენციალს, კარგად ფლობენ სპეცტექნიკას, გვინდა შევქმნათ ჩვენი წარმოება. გამომდინარე იქიდან, რომ უნივერსიტეტი ტრადიციულად ითვლებოდა კლასიკური ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებად, მივიღეთ შედეგად ის, რომ მხოლოდ თეორიულ განათლებას ვაძლევდით სტუდენტებს. ამიტომ, გავაკეთეთ ლაბორატორიები, სადაც სტუდენტები პრაქტიკულ კურსს გადიან. ახლო მომავალში კიდევ ერთ, ევროპული სტანდარტების ლაბორატორიას გავხსნით, უკვე გვაქვს სათანადო შენობა, ლაბორატორია კი ნახევარი მილიონის ღირებულების უახლესი ტექნიკითაა აღჭურვილი. გვაქვს მჭიდრო ურთიერთობა ბიზნესსტრუქტურებთან, სადაც ჩვენი სტუდენტები პრაქტიკას გადიან“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

ანდჟეი მალინოვსკის აზრით, ბიზნესი მუდმივად უნდა იყოს ორიენტირებული განვითარებაზე, მუდმივად უნდა ისახავდეს ახალ მიზნებსა და ამოცანებს, რომ მომხმარებლის თვალში მიმზიდველობა არ დაკარგოს. „ვიონი საქართველოს“ გენერალური დირექტორი კომპანიის განვითრების ერთ-ერთ ეფექტურ გზად ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობას მიიჩნევს.

„ჩვენი მიდგომა ასეთია, ყოველთვის უნდა გქონდეს ადგილი ზრდისთვის. ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მთავარი ამოსავალია, რაც შეიძლება კარგად მოვემსახუროთ ჩვენს 1.3 მილიონ მომხმარებელს. ქვეყანაში ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ბაზარზე 4G დავნერგეთ, 2015 წლიდან დღემდე 127%-ით გავზარდეთ მობილური ინტერნეტის მოხმარება, ვნერგავთ სრულიად ახალ გამოცდილებას ვიონის სახით და ეს არ იქნება ერთადერთი სიახლე, რასაც ჩვენ მივმართავთ მომხმარებელთა ურთიერთობების ოფლაინიდან ონლაინ რეჟიმში გადასაყვანად. ვიონის ინდივიდუალური ინტერნეტპლატფორმა მულტიკულტურული პროექტი გამოდგა. ლონდონის და საქართველოს გუნდები, ასევე, უკრაინაც, სადაც ვიონი უკვე კომერციული პროექტია, ერთად მუშაობენ პლატფორმის დახვეწაზე, მუდმივად მიმდინარეობს ბრეინშტურმინგი და ახალი იდეების მოფიქრება. შემდეგ ამ იდეების ტესტირება. ჩვენი მიზანია, ჯერ ჩვენს მომხმარებლებს შევთავაზოთ ეს სერვისი და თუ გაამართლებს, შემდეგ ვიფიქროთ მის კომერციალიზაციაზე. მოხარული ვიქნებით, თუ ამ და სხვა სიახლეებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლები და თქვენი სტუდენტები ჩაერთვებიან“, - აღნიშნა ანდჟეი მალინოვსკიმ.

28-29 მარტს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

27 მარტი, 2024 , 13:00

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28-29 მარტს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 30 მარტს გაწვიმდება. „თბილისში 28-29 მარტს თბილი და უნალექო ამინდი იქნება. 30 მარტს ხანმოკლე წვიმაა მო

საქართველო, ისრაელი, მსოფლიო ებრაელობა - 35 წელი ურთიერთობების დაწყებიდან

27 მარტი, 2024 , 12:10

საქართველოს ისრაელის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის  ხელმძღვანელის და ქნესეთში ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის დავიდ ბიტანის ხელმძღვანელობით დელეგაცია  ეწვევა. სტუმრების მასპინძელია „ისრაე

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა

25 მარტი, 2024 , 18:59

მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დასრულდა. „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა სოფო ჯაფარიძემ და &bd

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს ფიქრი, რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიის სახით და რა უნდა ვაკეთოთ ეკლესიისა და ქვეყნის უფრო განვითარებისთვის - მეუფე შიო მუჯირი

25 მარტი, 2024 , 17:35

დღეს, როგორც არასდროს, გვმართებს, ვიფიქროთ იმაზე, თუ რა დიდი წყალობა გვებოძა ღვთისგან ავტოკეფალიური ეკლესიის სახით, რა დიდი საუნჯეა ეს და დავფიქრდეთ, თუ რა უნდა ვაკეთოთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შენარჩუნდეს ეს დ

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

25 მარტი, 2024 , 13:51

26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ძველ თბილისში ibis Styles - ის ბრენდის ახალი სასტუმრო აშენდება

25 მარტი, 2024 , 13:44

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი,  სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „კალა უბანი“ ibis Styles-ის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი