უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 მარტი, 2020 15:00
font-size

ტექნიკური უნივერსიტეტი სამივე საფეხურის სტუდენტებს დღეიდან ონლაინ ლექციებს სთავაზობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამივე საფეხურის სტუდენტებს დღეიდან ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე ახალ კომპონენტს - ონლაინ სალექციო ჩართვებს სთავაზობს.

ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს ონლაინ ლექციები ელექტრონული სწავლების საუნივერსიტეტო პლატფორმაზე - elearning.gtu.ge-ზე ჩაუტარდებათ. ონლაინ ლეიქციები BBB და Zoom პლატფორმების მეშვეობით ხორციელდება. თითოეულ ონლაინ სალექციო სესიაზე მონაწილეობა, ანუ ერთდროულად ჩართვა 100-მდე სტუდენტს შეუძლია, ხოლო ერთდროულად შესაძლებელია 50-მდე პარალელური ონლაინ სესიის წარმართვა ასეთივე დასწრებით.

გარდა ამისა, ელექტრონულ პლატფორმაზე კვლავაც აიტვირთება სწავლების სამივე საფეხურის ყველა საგანმანათლებლო პროგრამის სალექციო კურსები და დავალებები.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე www.gtu.ge და ფეისბუქის გვერდზე სტუდენტებისთვის განთავსებულია გზამკვლევი ვიდეორგოლების სახით, რომელთა მეშვეობით ელექტრონული პლატფორმით სარგებლობისა და ონლაინ ლექციებზე ჩართვის შესახებ ინსტრუქციების მიღებაა შესაძლებელი. ვიდეოინსტრუქციები, ასევე, ატვირთულია ელექტრონული სწავლებისა და youtube-ის საუნივერსიტეტო პლატფორმებზე.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ელექტრონული კომპონენტებით სწავლის პროცესზე მიმდინარე წლის 16 მარტიდან გადავიდა. მოქმედებს საუნივერსიტეტო ელექტრონული პლატფორმა elearning.gtu.ge საუნივერსიტეტო ელექტრონულ პლატფორმაზე ინტეგრაციას ტექნიკური უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები შეფერხების გარეშე გადიან. ამჟამად, პლატფორმაზე რეგისტრაცია სტუდენტთა 80%-ზე მეტმა გაიარა.

საქართველოს მთავრობის 23 მარტის #181-ე დადგენილების თანახმად, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოში სასწავლო პროცესი, ნაცვლად 1 აპრილისა, 21 აპრილამდე გადაიდო.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი