უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 დეკემბერი, 2019 14:50
font-size

ტექნიკური უნივერსიტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრმა“ მოსწავლეების მეორე ნაკადი გადაამზადა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტთან არსებულ „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრში“ სალექციო კურსი ახალგაზრდების მეორე ნაკადმა გაიარა.

როგორც „მედიანიუსს“ ტექნიკური უნივერსიტეტიდან აცნობეს, წლევანდელ საშემოდგომო მიღებაზე ერთთვიანი ექსპრესკურსის - „რა არის ბიზნესი“ - მსმენელი საქართველოს სხვადასხვა სკოლის 70 მოსწავლე იყო. მეორე ნაკადის ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცა. ექსპრესკურსის დასრულების შემდეგ, მოსწავლეებმა ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და მინერალოგიის მუზეუმი მოინახულეს.

ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის თქმით, აღნიშნული სოციალური პროექტის მიზანია, ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პოტენციურ სტუდენტებს ბიზნესის საფუძვლები შეასწავლოს. როგორც დეკანი განმარტავს, სალექციო კურსი, რომელსაც სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლები და დოქტორანტები უძღვებიან, მომავალ სტუდენტებს პროფესიის უკეთ დაუფლებაში დაეხმარება.

„ჩვენი პროექტი ერთგვარი ხიდია სკოლასა და უნივერსიტეტს შორის. როდესაც მოსწავლეთა პირველი ნაკადი გადავამზადეთ, შედეგებით კმაყოფილი დავრჩით, როგორც ჩვენ - ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები- ასევე, პროექტში ჩართული სკოლების მოსწავლეები. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, პროექტი გაგვეგრძელებინა. სამწუხაროდ, მოსწავლეები ისე ხდებიან სტუდენტები, წარმოდგენაც არ აქვთ ბიზნესზე. „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ ამოცანაა, სკოლის მოსწავლეებს მომავალ პროფესიაზე მათ ინფორმაცია მიაწოდოს. ჩვენი ექსპრესკურსი ერთთვიანია და ამ ერთი თვის განმავლობაში მოსწავლეებს ამომწურავი პასუხი გავეცით შეკითხვებზე: რა არის ბიზნესი, ეკონომიკა, მენეჯმენტი, მარკეტინგი, რა არის ემოციური ინტელექტი და ლოგიკური აზროვნება, რას ნიშნავს ლიდერობა და რას მოიცავს ბიზნესეტიკეტი“, - განაცხადა რუსუდან ქუთათელაძემ.

პროექტის მონაწილის, თბილისის 84-ე საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლის ანა ბარამაშვილის თქმით, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ სალექციო კურსი ბიზნესის შესახებ ზოგადი განათლების მიღების საუკეთესო საშუალებაა.

„რამდენადაც ვიცი, მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება დიდი იყო. ინფორმაცია ტექნიკური უნივერსიტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ შესახებ ჩემმა სკოლამ მომაწოდა. ვფიქრობ, ამგვარი ტრენინგებისა და ლექციების გავლის შედეგად, კარგი ზოგადი განათლება მივიღეთ ბიზნესის შესახებ. უკვე ვიცი, რომ ბიზნესი არ არის საქმე, რომელსაც უბრალოდ თვალი უნდა გადაავლო. კურსი ყველამ წარმატებით გავიარეთ და კმაყოფილი ვართ მიღებული ცოდნით. მინდა მადლობა გადავუხადო ტექნიკური უნივერსიტეტის იმ ლექტორებს, რომლებმაც ამდენი დრო დაგვითმეს, ამდენი ენერგია დახარჯეს და სრულიად უსასყიდლოდ გადმოგვცეს ცოდნა, რასაც მომავალში აუცილებლად გამოვიყენებთ“, - აღნიშნა ანა ბარამაშვილმა.

მარტვილის მე-2 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელმა გიორგი გარსევანიშვილის თქმით, ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტისა და მისი „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ შესახებ ინფორმაცია შემთხვევით შეიტყო.

„მაშინვე დავინტერესდი ცენტრის ექსპრესკურსით, რადგან ყურადღება მთლიანად ბიზნესზე იყო გამახვილებული. ყველა ლექცია, მენეჯმენტისა თუ მარკეტინგის მიმართულებით, ინტერაქტიური, ინფორმაციულად დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა. დარწმუნებული ვარ, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა სამომავლოდ ძალიან გამომადგება“, - აღნიშნა გიორგი გარსევანიშვილმა.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი ნინო ჩიკვილაძე განმარტავს, საგანმანათლებლო სივრცეში „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ არსებობამ დიდი ინტერესი გამოიწვია.

„უმოკლეს დროში „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ საკმაოდ მოთხოვნადი გახდა. სალექციო კურსები ციკლურია და მისი ჩატარება ყოველი სასწავლო წლის შემოდგომასა და გაზაფხულზე ხდება. ცენტრს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი მერაბ მიქელაშვილი ხელმძღვანელობს. მოსწავლეების მხრიდან უკვე გამოიკვეთა სურვილი, რომ პროექტი კიდევ უფრო გაფართოვდეს და მეტი მონაწილე ჰყავდეს, ასევე სალექციო კურსიც გაიზარდოს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, შესაბამისი აკადემიური პერსონალიც გვყავს. სამომავლოდ, გასვლით ლექციებს ვგეგმავთ, მათ შორის რეგიონებშიც. ამას გარდა, მოსწავლეებისთვის ვაპირებთ ექსკურსიების ჩატარებას ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო ინფრასტრუქტურისა და მუზეუმების მონახულებით“, - განაცხადა ნინო ჩიკვილაძემ.

„ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ პროგრამა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე, მისი დეკანის, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით შემუშავდა. პროგრამას, რომელიც სოციალურ-საგანმანათლებლო ხასიათისაა, სრულად აფინანსებს ტექნიკური უნივერსიტეტი. მოსწავლეთა მხრიდან დაინტერესების ზრდის პარალელურად, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრისთვის“ სამიზნე ჯგუფების მობილიზება საქართველოს რეგიონებშიც იგეგმება. ამას გარდა, შემუშავების პროცესშია სალექციო კურსების ელექტრონული ვერსიები.

ინგა გრიგოლიამ `ტვ პირველის` დირექტორის თანამდებობა დატოვა

6 ივნისი, 2020 , 23:39

"თV პირველის" დირექტორი ინგა გრიგოლია, თანამდებობას ტოვებს. მისი განცხადებით, ის ტელევიზიას აღარ უხელმძღვანელებს, თუმცა "რეაქციის" წამყვანად რჩება. მისივე ინფორმაციით, ტელეკომპანიას თავად არხის დამფუძნებელი, ვახტანგ წერე

ჭავჭავაძის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, სავარაუდოდ, 20 ივნისისთვის დასრულდება

6 ივნისი, 2020 , 17:15

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, კახა კალაძე მიმდინარე პროცესს მერის მო

„ლელო საქრთველოსთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება

6 ივნისი, 2020 , 16:07

პოლიტიური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს დროებით შეაჩეროს 520-ე დადგენილების მოქმედება და შეიმუშავოს გეგმა კრიზისით მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებისთვის. ამის შესა

რა რისკებს შეიცავს პანდემიის დროს ზღვაზე დასვენება

6 ივნისი, 2020 , 16:00

ზღვის სეზონი წელს ცოტა მოდიფიცირებულად უნდა ჩავატაროთ. ანუ არ უნდა იყოს თავისუფლება, - ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „ანატომია“ განაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ,

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორს ხვდებიან

6 ივნისი, 2020 , 15:10

ე.წ. კანონიერი ქურდის, მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორს ხვდებიან. მათი ინფორმაციით, შეხვედრა ირაკლი შოთაძესთან ორშაბათს არის ჩანიშნული და სწორედ ამ შეხვედრაზე გადაწყდება გააგრძელებენ თუ არა პროტესტს.

დევნილთა სააგენტო დევნილ ოჯახებს საერთო სარგებლობის ფართებს საკუთრებაში გადასცემს

6 ივნისი, 2020 , 13:10

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილესთან დავით კვინიკაძესთან ერთად, ბაგებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. სააგენტოს დირექ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!