უკან

საზოგადოება

27 თებერვალი, 2020 17:45
font-size

ტექნიკური უნივერსიტეტის ორი ფაკულტეტი ნატოს საგრანტო პროექტში ჩაერთვება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტები ნატოს საგრანტო პროექტში ჩაერთვებიან. კონსორციუმში შემავალ რვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებს შორის, ტექნიკური უნივერსიტეტი ერთადერთი ქართული უმაღლესი დაწესებულებაა, რომელიც ამ დიდ პროექტში მონაწილეობას მიიღებს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

პროექტში, რომელიც წყლის კიბერუსაფრთხოებას ეხება, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, ნორვეგიის, იტალიის, ესპანეთის, გერმნანიის, აშშ-ის და ჩინეთის წამყვანი უნივერსიტეტებია ჩართული.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატოს წარმომადგენლობამ მოითხოვა პროექტში საქართველოს და კონკრეტულად ტექნიკური უნივერსიტეტის ჩართვა. ინიციატივა ჩვენი უნივერსიტეტის კონსორციუმში ჩართვას გულისხმობს. კონსორციუმის სათავო ოფისი ნორვეგიაშია, ეს არის მსოფლიოში გარემოს დაცვის ცნობილი ცენტრი, რომელიც მშენებლობისა და წყლის პრობლემებზე მუშაობს. პროექტში ქართული მხარის ჩართვა ჰიდროინჟინერიისა და წყალმომარაგების თვალსაზრისით მოხდა, ვინაიდან ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დიდი გამოცდილება აქვს. მათ სურთ ჩვენი გამოცდილება გამოიყენონ ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხის გადასაწყვეტად“, - აცხადებს სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებული, პროფესორი ზურაბ გვიშიანი.

პროფესორი ზურაბ გვიშიანი განმარტავს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, სადაც გამოთვლითი ტექნიკისა და ტელემეტრიის გამოყენება დაიწყეს.

„საქართველოში, ბოლო წლების განმავლობაში ჩამდინარე წყლის გამწმენდი ექვსი ნაგებობა ექსპუატაციაში შევიდა და აღჭურვილია თანამედროვე მართვის ელოქტრონული სისტემით. მანამდე ეს ცამდინარე წყლები გარემოში იღვრებოდა. ჩვენ მიერ მოხდება ამ სისტემების აპრობაცია. ეს არის უხვი ინფორმაციის მიწოდების სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევს მოთხოვნისამებრ, დისტანციურად მივიღოთ მონაცემები. ეს წყლის, გამოთვლითი ტექნიკისა და ტელემეტრიის მიმართულებით ჩვენი გამოცდილების გამოყენების საშუალებას იძლევა“, - აღნიშნავს სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ გვიშიანი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი