უკან
საზოგადოება
26 აპრილი, 2017 14:20
ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ცეცხლი გაჩნდა
ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში ცეცხლი გაჩნდა.
თვითმხილველების თქმით, ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ ფანჯრიდან გადაგდებული სიგარეტის ნამწვი გახდა.
როგორც მედიანიუსს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ცეცხლი ნაგავს წაეკიდა და მეხანძრეებმა ის მალევე ჩააქრეს.
სააგენტოს ცნობითვე, ხანძარი შენობაზე არ გავრცელებულა.
ნინო ექვთიმიშვილი