უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 ივნისი, 2019 17:53
font-size

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი რამაზ ქაცარავა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი გახდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორი რამაზ ქაცარავა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად (აკადემიკოსი) აირჩიეს.

ცნობილი მეცნიერისთვის ,,მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის’’ სპეციალობით აკადემიკოსის ტიტულის მინიჭება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ფარული კენჭისყრით, მიმდინარე წლის 17 ივნისს მოხდა.

რამაზ ქაცარავამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამედროვე პოლიმერების ქიმიის განვითარებაში. მან შექმნა პოლიმერების სინთეზის ახალი, მესამე თაობის პოლიკონდენსაციური („აქტივირებული პოლიკონდენსაციის“) მეთოდი, რომელიც საერთაშორისო ლიტერატურაში მოიხსენიება როგორც ,,ქაცარავას მეთოდი’’. მან პირველმა შეიმუშავა აქტივირებულ-სილილური პოლიკონდენსაცია და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ,,სილილური’’ და „კლიკ“-პოლიკონდენსაციების განვითარებაში. განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქაცარავას ფუძემდებლური კვლევები ბუნებრივი ამინომჟავების საფუძველზე უნიკალური პოლიმერების - ფსევდოპროტეინების შექმნაში, რომელიც ბიოდეგრადირებადი პოლიმერების მსოფლიო ოჯახში დღეს წამყვან პოზიციას იკავებს. ფსევდოპროტეინების გამოყენების პერსპექტივები და კომერციული პოტენციალი, დღეს, უდიდესია ბიომედიცინაში, ვეტერინარიაში, სოფლის მეურნეობასა და კვების მრეწველობაში.

რამაზ ქაცარავა ინტენსიურად თანამშრომლობს აშშ-ის, იაპონიისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და კომპანიიებთან ფსევდოპროტეინების გამოყენებისათვის „გონიერი“ მასალების, წამლის მიწოდების პლატფორმის, მიკო და ნანოსისტემების, ბიოაქტიური პოლიკატიონების და განწოვადი ქირურგიული მასალების სახით.
რამაზ ქაცარავა, რომელსაც 2017 წელს საუკეთესო მეცნიერის საერთაშორისო წოდება მიენიჭა, საინჟინრო აკადემიის, ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის, საქართველოსა და ამერიკის ქიმიური საზოგადოებების, არაერთი სამეცნიერო ორგანიზაციისა და საერთაშორისო ჟურნალის რედკოლეგიის წევრია; დაჯილდო-ებულია ღირსების ორდენით, ინტელექტუალური საკუთრების საერთაშორისო ორგანიზაციის (WIPO) ოქროს მედლით, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით მიღწევებისათვის ინოვაციების სფეროში, სვანტე არენიუსის საერთაშორისო პრიზით.

რამაზ ქაცარავა 450-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორია, უცხოურ გამოცემებში გამოქვეყნებული აქვს 250-ზე მეტი პუბლიკაცია, მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. მისი ხელმძღვანელობით გაზრდილია 11 მეცნიერებათა კანდიდატი, 20 აკადემიური დოქტორი და 1 მეცნიერებათა დოქტორი, 30 მაგისტრი და ორი PhD კონსულტანტი აშშ-ის კორნელის უნივერსიტეტში.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ რამაზ ქაცარავას საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილ წევრად არჩევას და კიდევ მრავალ წარმატებას უსურვებს მეცნიერებისა და ინოვაციების მიმართულებით.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

15 ნოემბერი, 2019 , 15:34

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართე

ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15 ნოემბერი, 2019 , 15:00

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 153.2 მლნ აშშ დოლარი (454.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.5%-ით (15.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2018 წლის ოქტომ

ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალზე დიტო ცინცაძეს საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადაეცა

15 ნოემბერი, 2019 , 13:10

"ოსკარისა" და "ოქროს გლობუსის" ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების მსოფლიო ფესტივალი გაიმართა, სადაც დიმიტრი ცინცაძეს, ფილმისთვის „შინდისი“, საუკეთესო რეჟისორის ჯილდო გადასცეს. კინოფესტივალზე ძირითადად ის ფი

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი 3 ლარით გაიზარდა და 192.9 ლარს შეადგენს

15 ნოემბერი, 2019 , 12:45

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. სექტემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 189.9 ლარი შეადგ

საქართველოს ბანკი SWIFT gpi გლობალური გადახდების ინოვაციურ სისტემაში ჩაერთო

15 ნოემბერი, 2019 , 12:15

საქართველოს ბანკი ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვას განაგრძობს. საქართველოს ბანკი პირველი კორპორატიული ბანკია საქართველოში, ვინც SWIFT gpi გლობალური გადახდების სისტემაში სრულად ჩაერთო. SWIFT gpi არის ახალი

თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

15 ნოემბერი, 2019 , 11:00

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დღეს, 15 ნოემბერს თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს. კრწანისის რაიონი – 11:00 საა