უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მაისი, 2020 12:45
font-size

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ბონის უნივერსიტეტის პროფესორ შორის პოსტკრიზისულ პერიოდში საზოგადოების განვითარების შესახებ ონლაინ საუბარი შედგა

„კოვიდ 19 და ამ რესპირატორული ვირუსით გამოწვეული დაავადება მუდმივად დარჩება ჩვენთან, ჩვენ მას ვერასოდეს გავაქრობთ”, - ამის შესახებ ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიის კათედრის გამგემ, ფილოსოფიის ინტერნაციონალური ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მარკუს გაბრიელმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ დავით გურგენიძესთან ონლაინ საუბრისას განაცხადა.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, ონლაინ საუბარს თემაზე - „საზოგადოების განვითარება პოსტკრიზისულ პერიოდში“ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უძღვებოდა. საუბარში მონაწილეობდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორი მამუკა ბერიაშვილი და საქართველოს დანიშნული დესპანი ავსტრიის რესპუბლიკაში, დიპლომატი ილია მარჯანიძე.

როგორც ტენიკური უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნა, ონლაინ საუბარი - თბილისი-ბონი პოსტკრიზისულ პერიოდში საზოგადოების განვითარებას შეეხო. კერძოდ, პროფესორები განიხილავდნენ, თუ რა გამოწვევების წინაშეა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა, როგორი იქნება პანდემიასთან თანაცხოვრება, რა რისკების მართვა მოუწევს თანამედროვე მსოფლიოს და, შესაბამისად, რა ელის მსოფლიო მოსახლეობას.

„ჩვენი მიზანია, ვისაუბროთ და მოვისმინოთ ჩვენი რენომირებული რესპონდენტის, პროფესორ მარკუს გაბრიელის მოსაზრება იმ მსოფლიოზე, რომელიც ჩვენ თვალწინ იცვლება და რომელშიც ცხოვრება მოგვიწევს. მიმაჩნია, რომ, როგორც ყველა კრიზისი, ეს დიდი გამოწვევაც ბევრ შესაძლებლობას მოიცავს, რა თქმა უნდა, უზარმაზარი რისკების გვერდით, და ჩვენ სწორედ ამ შესაძლებლობების აღმოჩენა და მათი ჩვენზე და ჩვენს ქვეყანაზე მორგება გვჭირდება, ისევე, როგორც რისკების გათვალისწინება და მათი ნეგატიური გავლენის მინიმიზირება ჩვენს საზოგადოებაზე. ჩვენი მიზანია, დროულად ვიფიქროთ ახალ, თითქმის ჩვენგან დამოუკიდებლად მომავალ, მოსალოდნელ რეალობაზე და მაქსიმალურად შევეცადოთ, ის ჩვენთვის ყველასთვის საინტერესო გავხადოთ; ეს ახალი რეალობა ჩვენივე აქტიური მონაწილეობით ვაქციოთ ისეთად, სადაც ადამიანებისთვის შესაძლებლობების თანაბრობა ჩვეულებრივ მოვლენად იქცევა, რაც თავის მხრივ, ნამდვილად არის უკეთესი, მაქსიმალურად ყველასთვის სასურველი, სოლიდარული საზოგადოების შექმნის წინაპირობა“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

აღსანიშნავია, რომ ბონის უნივერსიტეტის შემეცნების თეორიის, ახალი დროისა და თანამედროვე ფილოსოფიის კათედრის გამგე, პროფესორი მარკუს გაბრიელი, რომელიც ფილოსოფიის ინტერნაციონალურ ცენტრს ხელმძღვანელობს, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, როგორც ახალი რეალიზმის დამფუძნებელი. მისი წიგნები „რატომ არ არის სამყარო“, „მე არ არის ტვინი“ და „აზროვნების საწყისი“ მის მიერ შექმნილ ახალ ფილოსოფიურ მიმართულებას წარმოადგენს.

სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ინფორმაციით, დაინტერესებული პირებისთვის ამ უდავოდ მნიშვნელოვანი და ზუსტი აქცენტების მქონე ონლაინ საუბრის სრული ტექსტის მოძიება შესაძლებელია ბმულზე: https://gtu.ge/News/14812/

საქართველო: კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა და 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი

12 ივლისი, 2020 , 11:18

საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ექვსი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov,ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 986 შემთხ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

12 ივლისი, 2020 , 10:05

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები შიდა ქართლში, ქარელში შეინიშნებოდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 09:54 საათზე, ქარელიდან სამხრეთ-დასა

დღეს პეტრე-პავლობაა

12 ივლისი, 2020 , 07:50

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს. პეტრე-პავლობის დღესასწაულს წინ მარხვა უძღოდა, რომელიც 15 ივნისს დაიწყო. ქრისტეს მო

აფინანსებს თუ არა გიორგი ვაშაძის პოლიტიკურ აქტივობებს ვანო ჩხარტიშვილი

12 ივლისი, 2020 , 00:17

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში თქვა, რომ “ახალი საქართველოს” ლიდერი გიორგი ვაშაძე ნამდვილად არის მისი ნათესავი და მასთან, როგორც ნათესავთან, ისეთი ურთიერთობა აქვს. ჟურნალისტ ი

სააკაშვილმა თქვა, ბებიაჩემმა წუხელ მკითხა, ჩემი ანაბრები სად არისო – ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:56

ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში ანაბრების შესახებ ისაუბრა და განცხადა, რომ შეუძლებელი იყო, საქართველოს ფულად საკრედიტო პოლიტიკაზე რამე გავლენა მოეხინდა.  „ჩემთვის ეს ძალიან მძ

„თიბისი ბანკი“ პროკურატურის კრიმინალური ქმედების გამტარი იყო - ვანო ჩხარტიშვილი

11 ივლისი, 2020 , 23:34

ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი აცხადებს, რომ წინა ხელისუფლების დროს, „თიბისი ბანკი“ იყო „ერთ-ერთი ძალიან სერიოზული ინსტიტუცია, პროკურატურის კრიმინალური, დანაშაულებრივი ქმედების გამტარი“. ამის შესახებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე