უკან

საზოგადოება

19 ნოემბერი, 2019 18:15
font-size

ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მსოფლიოში უმსხვილესი საინჟინრო ორგანიზაციის წარმომადგენლობა ამოქმედდება

საქართველოში დიდი ბრიტანეთის „სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტის“ (ICE) ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნება. მსოფლიოს ამ უმსხვილესი საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, წარმომადგენლობა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე ჩამოყალიბდება. ICE-ის წარმომადგენლობის საქართველოში დაარსების მედიატორი „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოებაა“ (GSCE).

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბრიტანეთის „სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტის“ ოფიციალურ წარმომადგენელთან, დოქტორ მოჰამედ მონეიმთან პირველი გაფართოებული შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა, ესწრებოდნენ ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დავით გურგენიძე, „საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ პრეზიდენტი იური სვანიძე, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, პროფესორ-მასწავლებლები, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები, სამშენებლო დარგის სპეციალისტები და ექსპერტები.

როგორც ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანმა დავით გურგენიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველოში დიდი ბრიტანეთის „სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტის“ წარმომადგენლობის გახსნა და პოპულარიზაცია მრავალი ერთობლივი პროგრამისა და პროექტის განხორციელების წინაპირობა გახდება. დავით გურგენიძის თქმით, ტექნიკურ უნივერსიტეტში ICE-ის წარმომადგენლობის დაფუძნება ხელს შეუწყობს, როგორც სამშენებლო დარგის, ასევე, პრაქტიკოს ინჟინერთა განვითარებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას.

„დიდი ბრიტანეთის „სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტს“ უდიდესი გამოცდილება გააჩნია საინჟინრო კვალიფიკაციის მიმართულებით და ზოგადად, სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში. სწორედ ამიტომ, ICE-ის წარმომადგენლობის დაარსება საქართველოში და მისი ოფისის ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე ამოქმედება - ეს უკვე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის. ის სამუშაოები, რასაც წარმომადგენლობა განახორციელებს, უდავოდ, დადებითად აისახება ჩვენს სამშენებლო დარგზე. ICE-ი თავისი ინსტიტუტების დახმარებით, ხელს შეუწყობს და განავითარებს ქართულ ინჟინერიას და მის კვალიფიკაციას აამაღლებს. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ მსოფლიოში ცნობილი უმსხვილესი საინჟინრო ორგანიზაცია ტექნიკურ უნივერსიტეტთან და მის სამშენებლო ფაკულტეტთან სამომავლო თანამშრომლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

„საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოების“ პრეზიდენტის იური სვანიძის თქმით, ICE-მ ოფიციალური წარმომადგენელი, დოქტორი მოჰამედ მონეიმი საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში მიავლინა. მისი განმარტებით, ამ მნიშვნელოვან ფაქტს წინ რამდენიმეწლიანი მუშაობა უძღოდა. მოცემულ ეტაპზე, უკვე გაწერილია სამუშაო გეგმა, რომლის მიხედვითაც დოქტორი მონეიმი სამუშაო შეხვედრებს ჩაატარებს.

„საქართველოს სამოქალაქო ინჟინერთა საზოგადოება“ „ევროპის ინჟინერთა საბჭოს“ და „მსოფლიოს მშენებელ ინჟინერთა საბჭოს“ ოფიციალურ წევრია. აქედან გამომდინარე, დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს ბრიტანეთის „სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტთან“. აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ICE-ის ხელმძღვანელობის წინაშე დავსვით საკითხი, საქართველოში ამ უმსხვილესი ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლობის გახსნასთან დაკავშირებით. მ

ოსამზადებელი სამუშაოები 2012 წლიდან მიმდინარეობს. ICE-თან უკვე გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, წარმომადგენლობის ადგილად კი ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტია შერჩეული. რაც მთავარია, ICE-ის წარმომადგენლობასთან მუშაობის პროცესში ჩაერთვებიან, როგორც საქართველოს ტექნიკური, ასევე, სხვა უნივერსიტეტების სამშენებლო ფაკულტეტების მაგისტრანტები და დოქტორანტები, მეცნიერები, დარგის სპეციალისტები, თეორეტიკოსი და პრაქტიკოსი ინჟინრები“, - აღნიშნა იური სვანიძემ.

დიდი ბრიტანეთის „სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა მოჰამედ მონეიმმა ტექნიკურ უნივერსიტეტში შეკრებილ საინჟინრო საზოგადოებას ICE-ის ისტორია და მრავალმხრივი საქმიანობა გააცნო.

როგორც დოქტორმა მონეიმმა აღნიშნა, ICE-ი ორსაუკუნოვანი გამოცდილების მქონე და მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციაა, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ევროკომისიებში და თანამშრომლობს ყველა ცნობილ საერთაშორისო ორგანიზაციასთან. მისი თქმით, ICE-ის უმთავრესი მისია, მსოფლიო მასშტაბით გარემოს დაცვა და სამშენებლო დარგის სრულყოფისთვის ზრუნვა, მშენებელ ინჟინერთა ფორმირება და მათ შორის საერთო ინტერესების გაზიარების ხელშეწყობაა.

მოჰამედ მონეიმის განმარტებით, ICE-ის ოფიციალური წარმომადგენლობის ლიკაციად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის შერჩევა შემთხვევით არ მომხდარა.

„ICE-ის საქართველოში დიდი გეგმები აქვს: თანამშრომლობა სამშენებლო დარგის ყველა ინსტიტუციასთან, ტექნიკური, ნორმატიული და პროფესიული სტანდარტების ხელშეწყობა, მშენებელ ინჟინერთა პროფესიონალური მომზადების მხარდაჭერა, მათთვის საერთაშორისო საინჟინრო აკრედიტაციის მოპოვებაში დახმარება, მათი სტატუსისა და პრესტიჟის ამაღლება, მათი საერთაშორისო დონეზე წარდგენა და ა.შ. ICE-ის გადაწყვეტილებით, ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი, რომლის მიერაც მშენებლობის დარგში გაცემულ დიპლომს ICE-ი აღიარებს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტია. თქვენი უნივერსიტეტის სტუდენტებმა ნამდვილად უნდა იამაყონ ამ ფაქტით. მინდა გითხრათ, რომ ICE-ის ოფიციალური ვებგვერდი ღიაა ყველასთვის, განსაკუთრებით სტუდენტებისთვის. მათ შეუძლიათ დარეგისტრირება და ICE-ის მდიდარი მასალებითა და ბიბლიოთეკით უსასყიდლოდ სარგებლობა. თქვენმა სტუდენტებმა აქედანვე უნდა გაითავისონ, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ, მათ შესაძლებლობა ექნებათ ICE-ის წევრები გახდნენ და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ითანამშრომლონ“, - განაცხადა დოქტორმა მონეიმმა.

ცნობისათვის: დიდი ბრიტანეთის „სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტი“ (ICE) მსოფლიოში უძველესი საინჟინრო დარგის სპეციალისტთა და მკვლევართა დამოუკიდებელი საქველმოქმედო ორგანიზაციაა, რომელიც 1818 წელს დაარსდა, 1828 წელს კი სამეფო ქარტია მიიღო. მისი პირველი პრეზიდენტი თომას ტელფორდი იყო. სამეფო ქარტიის თანახმად, ICE-ი უფლებამოსილია მიანიჭოს „სამოქალაქო ინჟინერთა ინსტიტუტის წევრის“, „დიპლომირებული ინჟინრის“ და „ტექნიკური ინჟინრის“ წოდებები. მსოფლიო მასშტაბით, ICE-ი 145 ქვეყანაში მომუშავე 70 000-ზე მეტ პროფესიონალ ინჟინერს აერთიანებს.

NS

კოჯორში გეგმური სიტუაციური საველე შეკრება „ისარი 2020“ მიმდინარეობს

5 ივლისი, 2020 , 11:28

საქართველოს თავდაცვის ძალების სადაზვერვო ქვედანაყოფებისა და შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საველე შეკრების „ისარი 2020“-ის ფარგლებში საჩვენებელი სწავლება გაიმართა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციი

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5 ივლისი, 2020 , 11:07

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 3-ით გაიზარდა და 951 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზეა განთავსებული. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანა

სოფელ ანაგის მოსახლეობა სასმელ წყალს ითხოვს

4 ივლისი, 2020 , 16:55

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის მოსახლეობამ სასმელი წყლის მოთხოვნით დღეს გზის გადაკეტვაც სცადა თუმცა, ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამისი საშუალება არ მისცა. ადგილობრივების ინფორმაციით, უკვე წლებია უწყლობის პრ

ქალები იმდენად ძლიერები არიან, რომ სამომავლოდ კვოტირების გარეშეც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს - მამუკა ხაზარაძე

4 ივლისი, 2020 , 16:10

“ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ აღარ დაგვჭირდება კვოტირება და ქალები ისედაც დაიკავებენ თავიანთ კუთვნილ ადგილს, როგორც პოლიტიკაში, ასევე სხვა თანამდებობაზე,” - ამის შესახებ პარტია “ლელო საქართველოსთვის&rdquo

ნუნუ მიცკევიჩმა თბილისში საგამოცდო ცენტრი დაათვალიერა

4 ივლისი, 2020 , 16:10

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩმა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორთან სოფო გორგოძესთან ერთად თბილისის 103-ე სკოლაში საგამოცდო ცენტრი მოინახულა.

ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ -კელი დეგნანი

4 ივლისი, 2020 , 15:10

ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, – ამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე