უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 ივნისი, 2019 17:03
font-size

ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი თურქეთის უნივერსიტეტის პროფესორს მიენიჭა

„მოხარული ვარ, რომ ჩემი წიგნით - „საქართველოს პირველი წარმომადგენლობა ანკარაში და თურქულ-ქართული ურთიერთობები“ - ორ ქვეყანას შორის სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ საპატიო დოქტორის ხარისხის ღირსად მიმიჩნია“, - ამის შესახებ დოქტორმა დერია ჩინი შიმშექმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ვიზიტისას განაცხადა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების ფუნდამენტურ კვლევებში მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებისთვის, უცნობი, უნიკალური საარქივო მასალების მოძიებისა და გამოცემისთვის და საქართველოსა და თურქეთს შორის ისტორიული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობისთვის, თურქეთის ბაშქენთის უნივერსიტეტის დოქტორ დერია ჩინი შიმშექს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

დოქტორ შიმშექისთვის საპატიო დოქტორის ხარისხის მინიჭების ღონისძიებას ესწრებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი არჩილ ფრანგიშვილი, აკადემიური საბჭოს წევრები, პროფესორ-მასწავლებლები და თურქეთის საელჩოს წარმომადგენლები.

„მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩემთან ერთად იზიარებს ამ მნიშვნელოვან დღეს. „ქართველებთან მხოლოდ სიმპათია არ გვაერთიანებს, ამავდროულად, საერთო მიზნები გვაკავშირებს. ჩვენ ძლიერი აღმოსავლეთი გვჭირდება, განსაკუთრებით ძლიერი კავკასია. კავკასიაში კი ყველაზე მნიშვნელოვანი ერის, ქართველების ძლიერება გვჭირდება, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო გვჭირდება. ჩვენ ქართველებთან ერთად უნდა ვიშრომოთ, რომ კავკასიის სხვა ქვეყნებმაც მოიპოვონ დამოუკიდებლობა“, - თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის მიერ, ცნობილი ელჩის, სიმონ მდივნის მიღებისას წარმოთქმული ეს სიტყვები კარგად წარმოაჩენს, რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და ქართველები თურქი ხალხისათვის“, - განაცხადა დოქტორმა დერია ჩინი შიმშექმა.

თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა საქართველოსა და თურქეთს შორის მრავალწლიან პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება განათლებისა და მეცნიერების კუთხით თანამშრომლობის პერსპექტივებზე გაამახვილა. როგორც ელჩმა აღნიშნა, თურქეთის მხარე მზად არის, საქართველოსთან ერთად, ხელი შეუწყოს მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროებში გამოცდილების გაზიარებას და არსებული შესაძლებლობების უკეთ გამოყენებისა. ელჩის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხი, ხოლო მეცნიერებისა და განთლების სფეროში კოლაბორაციის გაღრმავება მეტად განავითარებს და ახალ ჭრილში გადაიყვანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს, რისი ნათელი მაგალითი დოქტორ შიმშექის მონოგრაფიაა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს არჩილ ფრანგიშვილის თქმით, საგულისხმოა, რომ დოქტორი დერია ჩინი შიმშექი უკვე მეორე თურქი ქალბატონია, რომელიც ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხს ფლობს. პირველი თურქი ქალბატონი, ვისაც სტუ-ის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა, თურქეთის პრემიერ-მინისტრი თანსუ ჩილერი იყო.

„რაც შეეხება თურქეთის საელჩოს საქართველოში, ტექნიკურ უნივერსიტეტს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს მასთან. მოხარული ვარ, რომ ერთობლივად ბევრი სასწავლო და სამეცნიერო პროგრამა განვახორციელეთ. თურქეთის მხრიდან დიდი დახმარება იყო ჩვენი უნივერსიტეტისთვის ელექტრონული სასწავლო პროგრამების გადმოცემა, თავისი ელექტრონული ლაბორატორიებითა და კურსებით ვიდეო-ფაილების სახით, რამაც სერიოზულად შეგვიწყო ხელი აგრარული მეცნიერების ფაკულტეტის განვითარებაში. ამ ეტაპზე კი, თურქეთის ბაშკენტის უნივერსიტეტმა და ჩვენმა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა თანამშრომლობის ახალი საერთო მიზნები დავსახეთ და ურთიერთთანამშრომლობის მიმორანდუმის ხელმოწერის მიზნით, მოსამზადებელ სამუშაოებს ვატარებთ“, - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის ხელმძღვანელის ოთარ ზუმბურიძის თქმით, დერია ჩინი შიმშექის მონოგრაფია „პირველი ქართული წარმომადგენლობა ანკარაში და თურქულ-ქართული ურთიერთობები“ საინტერესო ნაშრომია, როგორც სამეცნიერო, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით.

„მონოგრაფიაში გამოყენებულია ჩვენთვის უცნობი უნიკალური საარქივო მასალები, თურქული პერიოდიკა და სამეცნიერო ლიტერატურა - ქემალ ათათურქის, დიმიტრი შალიკაშვილის, კაზიმ-ფაშას, სემიონ ორლოვის და სხვათა მემუარები. ეს განსაკუთრებით საინტერესო და მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მით უფრო, რომ ნაშრომი შეეხება ორივე ქვეყნისთვის ძალზე საინტერესო პერიოდს, 1918-1921 წლებს“, - აღნიშნა ოთარ ზუმბურიძემ.

დოქტორ შიმშექს აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში. ის არაერთი წიგნისა და სამეცნიერო სტატიის ავტორია. მათ შორისაა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომები თურქულ-ქართული ურთიერთობების შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია „პირველი დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთსა და საქართველოს შორის ეროვნული დაუმორჩილებლობის პერიოდში“ და მონოგრაფია „პირველი ქართული წარმომადგენლობა ანკარაში და თურქულ-ქართული ურთიერთობები“.

`ამას რუსეთი არ აკეთებს` - კრემლის ღია პროპაგანდა და ანტისახელმწიფოებრივი გზავნილები

21 ოქტომბერი, 2019 , 21:57

კრემლის ღია პროპაგანდა - კრემლთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა საქართველოში ჩამოსვლა, პრორუსული ორგანიზაციის დაფუძნება და ანტისახელმწიფოებრივი გზავნილების გაჟღერება ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე შეძლო. კერძოდ, ვლადიმერ ხომ

კაზინო “ბეთლაივში“ ხუთი ადამიანი გაზით მოიწამლა

21 ოქტომბერი, 2019 , 21:14

კაზინო ”ბეთლაივში”, რომელიც გლდანში მდებარეობს, გაზის გაჟონვის შედეგად, 5 ადამიანი მოიწამლა. ხუთივე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გლდანში გაზსადენის დაზიანების გამო 350 აბონენტს გაზმომარაგება შეუწყდა, &ndas

კობა გვენეტაძეს Global Finance-ის ჯილდო მეორედ გადაეცა

21 ოქტომბერი, 2019 , 19:41

19 ოქტომბერს, ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო ავტორიტეტული ფინანსური გამოცემის Global Finance-ის მიერ გამოვლენილი საუკეთესო ცენტრალური ბანკირების და

პაშა ბანკის ახალი სათავო ოფისი აქსის თაუერსში

21 ოქტომბერი, 2019 , 19:26

პაშა ბანკის სათავო ოფისმა ახალ მისამართზე - აქსის თაუერსში, ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ-ში გადაინაცვლა. „პაშა ბანკის პასუხისმგებლობები საქართველოს წინაშე გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი. ახლად შექმნილმა საცალო საბანკ

მიენიჭოს დავით გარეჯს დაცული ტერიტორიის სტატუსი - ანა დოლიძე

21 ოქტომბერი, 2019 , 17:10

ანა დოლიძე დავით გარეჯისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაზე საუბრობს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ამბობს, რომ ამ საკითხზე უკვე წლებია სპეციალისტები მუშაობენ და არსებობს კონკრეტული გეგ

მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოზარდს მატარებელი დაეჯახა

21 ოქტომბერი, 2019 , 17:10

მეტროსადგურ „გოცირიძის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, არასრულწლოვან ბიჭს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული მოზარდი საავადმყოფოშია მოთავსებული, მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. შინაგან საქ