უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 სექტემბერი, 2019 14:25
font-size

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები იულიხის კვლევით ცენტრში პრეზენტაციით წარსდგნენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სტუდენტები სანდრო მაისურაძე და დაჩი ოქროპირიძე, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში წარმატებული პრეზენტაციით წარსდგნენ.

პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროექტის - „შემოდგომის ლექციები თბილისში“ - გაგრძელებაა.

აღსანიშნავია, რომ „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის სამეცნირო-კვლევითი ცენტრი „ქართულ-გერმანულ სკოლას“ და „შემოდგომის ლექციებს“ ყოველწლიურად ატარებს. პროექტში საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის (სტუ, თსუ, ილიაუნი და აგრიუნი) წარმატებული სტუდენტები მონაწილეობენ.

8-15 სექტემბერს, „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის“ კონცეფციის ფარგლებში, იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში QUALI-Start-Up-2 ლექციების კურსი ჩატარდა. პროექტის ხელმძღვანელია ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის პროფესორი ქეთევან კოტეტიშვილი.

პროექტის მონაწილეები კონკურსის საფუძველზე 112 სტუდენტს შორის შეირჩნენ. პირველი ეტაპის კონკურსი საქართველოს უნივერსიტეტებში ჩატარდა. კონკურსის მეორე ეტაპისათვის, შერჩეული 56 აპლიკანტის დოკუმენტაცია გერმანიაში გაიგზავნა, სადაც იულიხის სამეცნირო-კვლევითი ცენტრის დირექტორთა საბჭოს კომისიამ 28 მონაწილე სტუდენტი გამოავლინა.

ლექციების კურსი იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჰანს შტროერმა საზეიმოდ გახსნა.

ლექციების კურსს საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის 28-ვე მონაწილე სტუდენტი დაესწრო. მათ ლექციებს უკითხავდნენ იულიხის კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის (IKP) დირექტორი - პროფ. ჰანს შტროერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის (INM-5) ინსტიტუტის დირექტორი - პროფ. ბერნ ნოიმაიერი, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის (INM-4) ინსტიტუტის დირექტორი - პროფ. ჯონ შა, ენერგიისა და კლიმატის ინსტიტუტის (IEK) დირექტორები - პროფ. ანდრეას ვანერი და პროფ. ასტრიდ კლენდერ-შარი, ელექტრონიკისა და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტის (ZEA) დირექტორები - პროფ. გჰალებ ნატუა და პროფ. სტეფან ვაზენი, ნანოტექნოლოგიების ინსტიტუტის (PGI) და კვლევითი ცენტრის თანამშრომლები: პროფ. დეტლევ გოტა, დოქტორები - მარკუს ბუშერი, ანდრო კაჭარავა, ირაკლი ქეშელაშვილი, მანუელ ანგსტი, ეზეკიელ ფარერი და სხვები. პროექტში, მენტორების რანგში ჩართულები იყვენენ ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის დოქტორანტები: თამარ ხეჩიაშვილი, მიხეილ კელენჯერიძე და ანა გოგიშვილი.

ლექციების კურსის პარალელურად, სტუდენტებმა პრაქტიკული მეცადინეობები გაიარეს და იმ მოთხოვნებს გაეცნენ, რაც აუცილებლია სწავლისა და კვლევის გასაგრძელებლად, როგორც იულიხის ცენტრში, ასევე აახენისა (RWTH Aachen) და კიოლნის (Cologne) უნივერისტეტებში. კურსის დასასრულ კი, სამიზნე ჯგუფებმა (ბირთვული ფიზიკა, ნეირომედიცინა, ფიზიკური ქიმია, ქიმია და ელექტრონიკა) შემაჯამებელი პრეზენტაციები წარმოადგინეს. ყველა მონაწილეს შესაბამისი სერტიფიკატი გადაეცა.

ცნობისათვის, პროექტს - „საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდი“ - „შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი“ და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აფინანსებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი