უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

16 ივნისი, 2018 13:31
font-size

ტერაქტებისგან დასაცავად ეიფელის კოშკის გარშემო ბარიერების აგებენ

პარიზში ადგილობრივმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა ეიფელის კოშკის ტერაქტების დასაცავად ზომები მიეღო.

კერძოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე ეიფელის კოშკის წინ აღმართავენ შუშის კედლებს, რომელთა სიმაღლეც ორნახევარი მეტრი იქნება და მათ კოშკის სამხრეთით და ჩრილოეთით განათავსებენ. პარიზის მერიაში იმედოვნებენ, რომ გამჭვირვალე კედლების წყალობით, ღირსშესანიშნაობა კვლავინდებურად პოპულარული იქნება ტურისტებში.

როგორც მერიაში აცხადებენ, ავტომობილებით განხორციელებული ტერაქტების თავიდან ასაცილებლად შუშის კედლების წინ დამატებით განთავსდება 420 დამცავი ჯებირი.

რაც შეეხება ეიფელის კოშკის დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეებს, აქ ლითონის ბარიერებს დააყენებენ. ლითონის ბოძების სიმაღლე 3,24 მეტრი იქნება, რაც დაახლოებით 100-ჯერ ნაკლებია თავად ეიფელის კოშკის სიმაღლეზე.

ტერაქტებისგან დამცავი წინაღობების პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი მთავრობა 35 მილიონი ევროს დახარჯვას გეგმავს. ბარიერების განთავსება უკვე დაწყებულია, თუმცა სამუშაობების დასასრულებლად კიდევ რამდენიმე თვეა გათვალისწინებული.

ნინო ექვთიმიშვილი


საკვანძო სიტყვები:

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი