უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

6 სექტემბერი, 2018 13:29
font-size

ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით საქართველოსთვის მატარებელმა უკვე ჩაიარა და უკან აღარ დაბრუნდება - ალექსეი მალაშენკო

რუსი პოლიტოლოგისა და მოსკოვის კვლევითი ინსტიტუტ ”ცივილიზაციათა დიალოგის” სამეცნიერო კვლევების ხელმძღვანელის, ალექსეი მალაშენკოს მტკიცებით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ისევეა შეუძლებელი, როგორც დაშლილი საბჭოთა კავშირის.

„სამწუხაროდ, საქართველოსთვის მატარებელმა უკვე ჩაიარა და უკან აღარ დაბრუნდება. ეს იგივეა, რომ საბჭოთა კავშირიც აღარასოდეს აღდგება. ხომ ხედავთ რა ხდება ბოლო 20 წლის განმავლობაში, ეს ადამიანური ტრაგედიაა. მაგრამ თქვენ გჯერათ, რომ როდესმე იუგოსლავია აღდგება? მინდა, რომ ყველა სახელმწიფო, რომელიც არსებობდა, იყოს მთლიანი, მათ შორის, როგორ პარადოქსულადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, საბჭოთა კავშირიც“,- განაცხადა მალაშენკომ.

მალაშენკო თბილისში მიმდინარე მედიაფორუმს ესწრება, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის გრანტითაა დაფინანსებული. ღონისძიებაში რუსეთის პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

აღნიშნული მედიაფორუმის მთავარი თემაა „მედიის როლი რეგიონში ნდობის აღდგენაში“.

ცნობისთვის, სამშაბათს საქართველოს საზღვრიდან გააბრუნეს ფორუმის 3 მომხსენებელი: ИТАР-ТАСС-ის სამხედრო მიმომხილველი ვიქტორ ლიტოვკინი, საზოგადოების მკვლევართა ასოციაციის წევრი გენადი ბოდრიუგოვი და НТВ-ის ჟურნალისტი ალექსანდრ ტოკარევი. ამის მიზეზად შსს-მ ოკუპაციის კანონის დარღვევა დაასახელა.

ფორუმის ორგანიზატორებს შორის არის გაზეთი „საქართველო და მსოფლიო“, რომლის გამომცემელია ალექსანდრე ჭაჭია.

ირაკლი კობახიძე დაუკრეფავშია გადასული, დროა ივანიშვილმა `ქართული ოცნება` გაწმინდოს - ქეთი დოლიძე

15 იანვარი, 2019 , 16:00

რეჟისორი ქეთი დოლიძე, რომელიც "ქართული ოცნების" შექმნიდან პარტიის აქტიური მხარდამჭერი იყო, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს მწვავე განცხადებებით ეხმაურება.  "არცერთ მთავრობაზე ჯვარდაწერილი არ ვყო

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხიდან სეირის საყურებელ მასალას ნუ ქმნით - ზაზა პაპუაშვილი

15 იანვარი, 2019 , 15:25

ძალიან გთხოვთ, უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხიდან სეირის საყურებელ მასალას და ამბავს ნუ ქმნით, – ასე მიმართა დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით

ეს იყო როგორც პროცედურული დარღვევა, რეგლამენტის უხეში დარღვევა, ასევე გუნდურობის პრინციპის უხეში დარღვევა - ირაკლი კობახიძე

15 იანვარი, 2019 , 14:25

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე, ეკა ბესელიას რეგლამენტის და გუნდურობის უხეშ დარღვევაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, გედევან ფოფხაძის არჩევაზე ს

ოპოზიცია ხელისუფლებასა და მსჯავრდებულებს შორის საარჩევნო გარიგებაზე საუბრობს

15 იანვარი, 2019 , 10:35

პირობით მსჯავრდებულთა რიცხვი ქვეყანაში შემცირდა - პრობაციის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა, რომ 2018 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე, ანუ არჩევნების პირველი და მეორე ტურის პერიოდში, პირობითი მსჯავრდებულის სტატუსი 38

„ზოგადად სასამართლოს როგორ ვუშველოთ, ამას ნუ მკითხავთ, ეს ნამეტანი რთულია“

14 იანვარი, 2019 , 14:50

პილიტოლოგი გია ნოდია სოციალურ ქსელში მოსამართლეების სიის და არჩევის თემას ეხმაურება.  “სიაში მოხვედრილი „ცუდი“ მოსამართლეები ერთგულად ემსახურებოდნენ როგორც წინა, ისე დღევანდელ ხელისუფლებას. ყოველ შ

„აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვას- ეს დარღვევა მხოლოდ „თიბისი ბანკში“ მოხდა, თუ სხვა ბანკებშიც ხდებოდა“?

14 იანვარი, 2019 , 13:30

ამერიკაში მცხოვრები ფინანსისტი თემურ ბასილია  „თიბისი ბანკის“ საქმეს „კომერსანტთან“ აფასებს.მისი თქმით, მალე 15 წელიწადი გახდებ,ა რაც საქართველოში არ ყოფილა, შესაბამისად, შესაძლოა ამ საქ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`