უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 მაისი, 2020 18:27
font-size

ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა - ნათია თურნავა

„ტერმინის „ღრმაწყლოვანი“ პოლიტიზირება და განსაკუთრებული მნიშვნელობის მინიჭება ალბათ იმას აწყობდა, ვინც ამით თავის წარუმატებლობას ფარავდა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრმა ჟურნალისტებისთვის გააკეთა ტერმინის „ღრმაწყლოვანის“ განმარტება და აღნიშნა, რომ ღრმაწყლოვანია ნებისმიერი პორტი, რომლის აკვატორიის სიღრმე 10 მეტრზე მეტია.

„რაც შეეხება ზოგადად პორტების ღრმაწყლოვანობას, მოდით განვმარტოთ, რადგან დღევანდელ დღეს ნებისმიერი თანამედროვე პორტი, რომელიც უნდა მოემსახუროს თანამედროვე, „პანამაქსის“ ტიპის ხომალდებს, რომელთაც 65 ათას ტონაზე და მეტი ამწეობის შესაძლებლობა აქვთ, უნდა იყოს ღრმაწყლოვანი, ესაა ნებისმიერი პორტი, სადაც აკვატორიის სიღრმე 10 მეტრზე მეტია. დღესდღეობით ფოთის მოქმედი პორტი და მისი აკვატორია საშუალოდ 8 მეტრის სიღრმისაა მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ ადგილებში ის 10 მეტრამდეც ღრმავდება. ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება აქ, რიონის დელტაში, უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტის და 10 მეტრზე მეტი სიღრმის,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, რიონის დელტა ინტენსიური მოსილვით გამოირჩევა, ამდენად, ფოთში პორტის ნორმალური ფუნქციონებისთვის გარკვეული პერიოდულობით აკვატორიის დაღრმავებაა აუცილებელი.

მინისტრი შეეხო კომპანია „ეიპიემ ტერმინალსის“ მიერ ფოთის პორტის გაფართოების პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ნავმისადგომის აკვატორიის დაღრმავებას.

„ტერმინი „ღრმაწყლოვანი“ მითითებულია იმ პროექტის სათაურში, რომელიც „ეიპიემ ტერმინალსმა“ შემოიტანა ფოთის პორტის გაფართოების პროექტის კონცეფციის განხილვის მიზნით. კომპანიას ფლობს მიწათსარგებლობის ნებართვას, თუმცა ჩვენ ჯერჯერობით არ მიგვიღია მომავალი პორტის დეტალური ტექნიკური პროექტი, საიდანაც კონკრეტულად გვეცოდინება, თუ რა კონფიგურაციითა და პარამეტრებით იქნება ეს პორტი აშენებული. ეს შემდგომი პროცესია, რაზეც ისინი ჯერ ისევ მუშაობენ,“ - განაცხადა ნათია თურნავამ. მისი თქმით, ასევე ღრმაწყლოვანია ფოთში კიდევ ერთი ე.წ. „პეისის ტერმინალის“ გაფართოების პროექტი, რომელიც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) - ის (ყოფილი OPIC) ინვესტიციით ხორციელდება და დაღრმავების შემდეგ მისი აკვატორია 13 მეტრის სიღრმისა და მეტი იქნება. DFჩ - ის მიერ პროექტის დასაფინანსებლად 50 მილიონი აშშ დოლარი იქნება გამოყოფილი.

ნათია თურნავას განცხადებით, სავარაუდოდ 10 მეტრზე მეტი სიღრმე ექნება ფოთის პორტს „ეიპიემ ტერმინალის“ პროექტის განხორციელების შემდეგ.
„ისე ფაქტი, რომ „პეის ტერმინალსის“ პროექტი და ალბათ მომავალში „ეიპიემის“ პროექტი ორივე თანამედროვე შეფასებით „ღრმაწყლოვანია“, ერთი მეორის განვითარებას ხელს არ უშლის. ასეთივე ღრმაწყლოვანი უნდა იყოს თანამედროვე ტიპის ანაკლიის პროექტი და ნებისმიერი საპორტო ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოში ვითარდება, რათა იყოს კონკურენტული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ისტორიული ბორჯომი ჰესის აღდგენა ბორჯომ-პარკს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის - ნათია თურნავა

26 მაისი, 2020 , 17:41

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ისტორიული ბორჯომი ჰესის სარებილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. ბორჯომ-პარკში მდებარე ჰიდროელექტროსადგური ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის იმპერიაში პეტერბურ

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა

25 მაისი, 2020 , 19:02

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2020 წლის პირველი მაისისათვის 27.58 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.30 მლრდ ლარით, ანუ 4.49%-ით ნაკლებია პირველი აპრილისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 787.06 მლნ ლარით შემცირდა

25 მაისი, 2020 , 18:43

აპრილში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა წინა თვესთან შედარებით 787.06 მლნ ლარით შემცირდა. უფრო კონკრეტულად კი კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლ

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 2.01 პროცენტით შემცირდა

25 მაისი, 2020 , 18:34

ეროვნული ბანკის ცნობით, მიმდინარე წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 1.01 მლრდ ლარით, ანუ 2.01 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.

როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა - ნათია თურნავა

25 მაისი, 2020 , 16:07

„როგორც საქართველოს, ასევე ლატვიის მხრიდან არის მზადყოფნა, რათა აღდგეს პირდაპირი ავიამიმოსვლა. ახლა მთავარია, ორი ქვეყნის მთავრობებმა ძალიან სწრაფად გავცვალოთ ის პროტოკოლები, რომელთა მიხედვითაც ჩვენს შორის ადამიანე

აუქციონზე 80 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

25 მაისი, 2020 , 14:40

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, დღეს აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. „2020 წლის 25 მ