უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

11 აპრილი, 2018 15:45
font-size

ტერორიზმის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თემაზე ტრენინგი მიმდინარეობს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ტერორიზმის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თემაზე ტრენინგი მიმდინარეობს.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, კურსი აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტთან თანამშრომლობით ხორციელდება და მას საქართველოს პროკურატურისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ესწრებიან. სწავლების მიზანი ტერორისტულ დანაშაულთან ბრძოლის ეფექტიანობის ზრდა, ქართველი სამართალდამცველების პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება და აშშ-ს წარმატებული პრაქტიკის გაზიარებაა.

სასწავლო კურსს აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტიდან, გამოძიების ფედერალური ბიუროდან და თავდაცვის დეპარტამენტიდან მოწვეული ექსპერტები უძღვებიან. 2-დღიანი სასწავლო პროგრამის ფარგლებში დაიფარება: ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლის, საზღვრის უკანონოდ კვეთის, სხვა ქვეყნებსა და კონფლიქტის ზონებში მტკიცებულებათა მოპოვებისა და სხვა აქტუალური საკითხები. მსჯელობა შეეხება არსებულ გამოწვევებს, რისკებს, რეალური შემთხვევების ანალიზსა და მათზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებს.

ტერორიზმი გლობალურ საფრთხეს და მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს. შესაბამისად, კომპეტენტური უწყებების წარმომადგენლების ერთობლივი სწავლება ხელს უწყობს დანაშაულის წინააღმდეგ კოორდინირებული, ერთიანი და ეფექტიანი ბრძოლის წარმოებას.

საკვანძო სიტყვები:

ნათია მეზვრიშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიის რომელი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული მას შემდეგ გაირკვევა, რაც შსს დასკვნას დეტალურად გაეცნობა

20 სექტემბერი, 2018 , 17:30

შს მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მნიშვნელოვანია არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი შეფასებები. მისივე თქმით, თუკი შეფასებები იქნება ა

დადგინდა ის პირი, ვისაც პროკურატურა აფარებდა ხელს - ოთარ კახიძე ხორავას ქუჩის საქმეზე

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, კომისიის საბოლოო დასკვნაში საუბარია კონკრეტული პირების სისხლის სამართლისა და პოლიტიკურ პასუხისმგებ

დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის ორგანიზებითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საკითხებზე უწყებათშორისი

ინტერპოლის წევრი ქვეყნების საპოლიციო თანამშრომლობის საკითხებზე საერთაშორისო შეხვედრები თბილისში მიმდინარეობს

20 სექტემბერი, 2018 , 13:15

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და კრიმინალური პოლიციის საერთაშორისო ორგანიზაცია „ინტერპოლის“ ორგანიზებით, თბილისში, ინტერპოლის წევრი ქვეყნების მიერ შექმნ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობის წესის დარღვევისა და ტენდერზე ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტებზე 36 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის განვლილ პერიოდში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მეწარმე სუბიექტების მიერ სახელმწი

წელს უკანონო ბრუნვიდან 25 კილოგრამი ჰეროინია ამოღებული და 143 ნარკორეალიზატორია დაკავებული

19 სექტემბერი, 2018 , 16:35

შინაგან საქმეთა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 16-17 სექტემბერს, ფონიჭალასა და მარნეულის რაიონში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`