უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

10 აგვისტო, 2018 17:45
font-size

ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული რუსლან შავაძე დაკავებულია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 9 აგვისტოს, ბათუმში, ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული, 1997 წელს დაბადებული, ძებნილი რუსლან შავაძე დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის განაჩენით, რუსლან შავაძე ცნობილ იქნა დამნაშავედ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარებისათვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისათვის.

რუსლან შავაძეს სასჯელის სახით დაუსწრებლად განესაზღვრა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლით, 344 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით.

ჩატარებული გამოძიებით და მოპოვებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ახმედ ჩატაევმა, იბრაგიმ ადაშევთან და რუსლან შავაძესთან ერთად, 2017 წლის 27 ოქტომბერს არალეგალურად გადმოკვეთა საქართველო-თურქეთის საზღვრის კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთი, რაშიც დახმარებას ასევე უწევდნენ მათი დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები, რომელთა მიმართაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნა გამამტყუნებელი განაჩენი.

ახმედ ჩატაევი, იბრაგიმ ადაშევი და რუსლან შავაძე, მათივე დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, დაბინავდნენ ქ.თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, მათთვის თანამზრახველების მიერ წინასწარ შერჩეულ ბინაში, სადაც 2017 წლის 21-22 ნოემბერს ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, რა დროსაც ლიკვიდირებული იქნა ორი ტერორისტი - იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა. დაკავებულ იქნა შოაიფ ბორზიევი.

აღნიშნული სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომელი ივანე გოლაშვილი. დაიჭრნენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები.

რუსლან შავაძემ სპეცოპერაციის დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე საცხოვრებელი ბინა დატოვა და მიიმალა. გამოძიების მსვლელობის პროცესში იგი დაუსწრებლად იქნა მიცემული პასუხისგებაში, გამოცხადებული იქნა ძებნა და მიმდინარეობდა აქტიური სამძებრო ღონისძიებები მისი დაკავების მიზნით.

არსებული ინფორმაციით, რუსლან შავაძემ 2016 წლის სექტემბერში, მწვანე ზოლის გამოყენებით სოფელ მარადიდის მონაკვეთზე უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე. რუსლან შავაძე მალევე შეურთდა სირია-ერაყის ტერიტორიაზე მყოფ ახმედ ჩატაევის დაჯგუფებას და მონაწილეობას იღებდა საბრძოლო მოქმედებებში.

გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც ახმედ ჩატაევმა დატოვა სირია-ერაყის ტერიტორია, რუსლან შავაძეც მასთან ერთად გადავიდა თურქეთის რესპუბლიკაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულ ცენტრში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

დედამ შვიდი თვის ჩვილი გაგუდა

22 მაისი, 2019 , 11:37

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში დედამ შვიდი თვის ჩვილი გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ სავარაუდოდ, გოგონამ, რომელიც არასრულწოლვანია, მიმალვა სცადა, ის პოლიციამ დააკავა.  მომხდარზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმე

უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა

22 მაისი, 2019 , 10:20

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გირგვლიანის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის და მისი ადვოკატის საკასაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს გენერალური პროკურატურა გ

დააკავებულის პირი, რომელსაც ბინაში მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა ჩაკეტილი

22 მაისი, 2019 , 10:20

პოლიციამ ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი მუქარის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა. შსს-ს ცნობით, მას ბინაში მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა ჩაკეტილი და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. „შინაგან

უკვე შეგვიძლია, ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ - ირაკლი ლექვინაძე

22 მაისი, 2019 , 10:20

უკვე შეგვიძლია ბიზნესის ინტერესები საერთო სასამართლოებში მიმდინარე დავებშიც დავიცვათ, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის ფორუმზე სიტყვით

სასამართლომ „VTB ბანკის“ ვიცე-პრეზიდენტი და მაღალი მენეჯმენტის წევრები დაკითხა - „ახალგაზრდა ადვოკატები“

21 მაისი, 2019 , 15:50

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ „VTB ბანკ ჯორჯიას“ ცენტრალური ფილიალის საოპერაციო განყოფილების ანგარიშების ყოფილი მენეჯერის უკანონო გათავისუფლების საქმეზე ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მერა

საგადასახადო ორგანოს მიერ თბილისში 23 640 ლარის ღირებულების კონტრაფაქციული საქონელი გამოვლინდა

21 მაისი, 2019 , 15:40

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოში Massimo Dutti-ის წარმომადგენლის წერილობითი მომართვის საფუძველზე, დაგეგმეს კონტროლის ღონისძიებები, რის შედე