უახლესი ამბები
- 19.01.2021 17:19თამარ გაბუნია - ვაქცინის დანერგვის გეგმაზე, ჩვენთან ერთად, 80-ზე მეტი ექსპერტი მუშაობდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან
- 19.01.2021 14:40მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს - სერგო ჩიხლაძე
- 19.01.2021 14:40ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული სწავლის შედეგების აღიარების წესი დამტკიცდა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედი რეგულაციების დარღვევის 822 ფაქტი გამოავლინა
- 19.01.2021 12:10გარდაბნის მუნიციპალიტეტში დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა
- 19.01.2021 12:10ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი დააკავა
- 19.01.2021 12:10პოლიციამ „TV პირველის“ ოპერატორების მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 19.01.2021 11:43გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს, სებასტიან მოლინეუსს შეხვდა
- 19.01.2021 11:19საქართველოში კორონავირუსის 1 550 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 494 პაციენტი
- 19.01.2021 10:46დღის კალენდარი _ 19 იანვარი
არქივი
კომენტარი


ტერორიზმთან ან მის გამოვლინებასთან ბრძოლა არ არის მხოლოდ ხელისუფლების ან უსაფრთხოების სამსახურების წინაშე არსებული გამოწვევა - ირაკლი სესიაშვილი
ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში მეტი ყურადღება გვმართებს, მათ შორის ჩვენი საზოგადოების შიგნით. უაზრო პოლიტიკური სპეკულაცია, რიგ შემთხვევაში დუმილი ან თვალის დახუჭვა, მიმაჩნია, არის სახელმწიფო ინტერესებზე უარის თქმა და ისევ და ისევ ჩვენივე თანამოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ქვეშ დაყენება, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა.
სესიაშვილი გამოეხმაურა თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს და აღნიშნა, რომ ძალიან მძიმეა ახალგაზრდა ადამიანის გარდაცვალება და რა თქმა უნდა ეს ოჯახისთვის ტრაგედიაა.
”გამოძიება აუცილებლად დაადგენს ჭეშმარიტებას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ტერორიზმი ან მასთან დაკავშირებული მოქმედებები არის უმძიმესი დანაშაული, რაც არა მხოლოდ საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს, არამედ პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობასა და მის პერსპექტივებს. ამიტომ ბუნებრივია, სახელმწიფოს ექნება ადეკვატური რეაგირება, თუმცა, კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ტერორიზმთან ან მის გამოვლინებასთან ბრძოლა ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების ან უსაფრთხოების სამსახურების წინაშე არსებული გამოწვევა, ეს ასევე მძიმე დარტყმას აყენებს საზოგადოების ცივილიზებულ ცხოვრებას და თითოეული ჩვენთაგანის გამიწვევაცაა.
ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, რომ ტეროროზმთან ბრძოლაში მეტი ყურადღება გვმართებს, მათ შორის ჩვენი საზოგადოების შიგნით. უაზრო პოლიტიკური სპეკულაცია, რიგ შემთხვევაში დუმილი ან თვალის დახუჭვა, მიმაჩნია, არის სახელმწიფო ინტერესებზე უარის თქმა და ისევ და ისევ ჩვენივე თანამოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკიშ ქვეშ დაყენება.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა სპეცრაზმელი, გარდაიცვალა ახალგაზრდა კაცი და მინდა მოვუწოდო ყველას, რომ უფრო მეტად დავფიქრდეთ თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოქალაქეები იმისგან, რომ მსგავს მოვლენებს ადგილი აღარ ჰქონდეს. მჯერა ხელისუფლების კანონიერი ინტერესებისა დაიცვას სახელმწიფოს ღირებულებები; მჯერა საზოგადოების გონიერების, რომ ვიყოთ საერთო ინტერესების დამცველი და გამტარებელი”, - განაცხადა სესიაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 18:16

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი
18 იანვარი, 2021 , 12:25

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40

ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს - ნიკა მელია
16 იანვარი, 2021 , 12:54

კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია – ეკა ბესელია
15 იანვარი, 2021 , 15:45

დამაზიანებელია იმის თქმა, რომ რურუა ოპოზიციის შეცდომის გამოა ციხეში –სალომე სამადაშვილი
15 იანვარი, 2021 , 14:10