უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 მარტი, 2025 13:19
font-size

თეთრ სახლში აშშ-უკრაინის მძიმე შეხვედრის ფონზე, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რადიკალური ოპოზიციის, უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამჩატება - შალვა პაპუაშვილი

უკეთესია, ომი დასრულდეს ამერიკის მონაწილეობით, რომელიც უკრაინას დაიცავს, ვიდრე მის გარეშე, აშშ თუ პროცესს გაეთიშება, ევროპა და უკრაინა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩებიან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც პაპუაშვილი წერს, ომიდან სამი წლის თავზე ევროპელ ლიდერებს არ აქვთ გეგმა, როგორ აპირებენ მიმდინარე წვეთოვანი დახმარებით უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხებას.

„რის ახსნას და შეგონებას ვცდილობთ სამი წელია რადიკალური ოპოზიციისთვის, მათი გამომყენებელი უცხოელებისთვის და მთლიანად ოპოზიციური ელექტორატისთვის? 2022 წლის 24 თებერვალს ომი არამხოლოდ უკრაინაში, მთლიანად რეგიონში დაიწყო, როგორც მინიმუმ. ამ ომის კონტექსტი ჩვენზეც ვრცელდება. ჩვენი ხელისუფლება, რომელიც ვუშვებდით ომის დაწყების ალბათობას, ვვარაუდობდით მის შესაძლო განვითარებას და მის ზეგავლენას საქართველოზე, ერთადერთ სწორ და მტკიცე გადაწყვეტილებამდე მივიდა – საქართველო არ უნდა გახდეს მიმდინარე ცხელი თუ ჰიბრიდული ომის მონაწილე არცერთ ასპექტში და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მშვიდობა ნებისმიერ ფასად.

პარალელურად, საქართველომ დაგმო რუსული აგრესია, დაგმო ომი, მოუწოდა მშვიდობისა და ცეცხლის შეწყვეტისკენ, მხარი დაუჭირა უკრაინას, მიიღო დევნილები, გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება, საქართველოს საელჩო იყო კიევში დარჩენილი ბოლო დიპლომატიური მისია. ჩვენ არ დავაწესეთ სანქციები (თუმცა, არავის მივეცით საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა), არ გავგზავნეთ მოხალისე-მეომრები ფრონტზე, არ გავზარდეთ ესკალაცია და არ გავამძაფრეთ რიტორიკა. რიტორიკა, როგორც გუშინ თეთრ სახლში დავინახეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ყოფილა. ომიდან სამი წლის თავზე ევროპელ ლიდერებს არ აქვთ გეგმა, როგორ აპირებენ მიმდინარე წვეთოვანი დახმარებით უკრაინის მიერ რუსეთის დამარცხებას. რა რესურსი, დრო და სიცოცხლე დასჭირდება ომში გამარჯვებას? ეს კითხვა უპასუხოა. მხოლოდ გვესმის, რომ დახმარება უნდა გაგრძელდეს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, ქვეყნებს აქვთ თავიანთი ინტერესები და ამ ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ, ითვლიან, ანგარიშობენ.

„ამ ომის საკვანძო მოთამაშეა ამერიკის შეერთებული შტატები. ახალმა ადმინისტრაციამ ომის დასრულების მტკიცე დაპირებით მიიღო ხალხის მანდატი. უკეთესია ეს ომი დასრულდეს ამერიკის მონაწილეობით, რომელიც უკრაინას დაიცავს, ვიდრე მის გარეშე. თუკი აშშ პროცესს გაეთიშება, ევროპა და უკრაინა რუსეთის პირისპირ მარტო დარჩება. ასეთია მსოფლიო პოლიტიკა. ამგვარი ამბები ადრეც მომხდარა და კიდევ ბევრჯერ მოხდება. ქვეყნებს აქვთ თავიანთი ინტერესები და შესაბამისად მოქმედებენ, ითვლიან, ანგარიშობენ, შესაბამისად ეწყობიან.

საერთაშორისო ურთიერთობების ყველა მცოდნემ იცის ეს, ქვეყნის პასუხისმგებლიანმა ლიდერებმა იციან ეს, განათლებულმა ადამიანებმა იციან ეს, ვინც არ იცოდა, კარგად დაინახა. გაიგო ყველამ, გარდა ვისი? ქართული ოპოზიციური სპექტრისა. ომის დაწყებიდან სამი წლის თავზე, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლების შორსმჭვრეტელი და გონივრული პოლიტიკა თუ არ აღიარონ, გაჩუმდნენ მაინც, თეთრ სახლში აშშ-უკრაინის მძიმე შეხვედრის ფონზე, ჩვენმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ იხილა რადიკალური ოპოზიციის, უცხოეთიდან დაფინანსებული ენჯეოების და საქართველოს ექს-პრეზიდენტის ამჩატება.

კიდევ ერთხელ გაგვახსენდა ამ ხალხის სამი წლის წინანდელი უმწიფარი პოსტები სოცქსელებიდან და ჰოლივუდური ესთეტიკის კადრები რუსთაველიდან. ზოგადად, მსოფლიოში მიმდინარე მძიმე პროცესების კინოსერიალივით ყურება ოპოზიციური სპექტრის მთავარი მახასიათებელი გახდა. ამ დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ხალხია, ვისი ხელისუფლებაში დასმაც სურს ზოგიერთ რეგიონ-რეგიონ მოსიარულე დიპლომატს. გასაგებია რატომ. სამი წლის წინ ხელისუფლება საკუთარ ჭკუაზე ვერ ატარეს, ამჩატებული უმწიფრების მართვა კი ადვილია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

საკვანძო სიტყვები:

სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის არავითარი შანსი არ არსებობს - ირაკლი კობახიძე

18 ნოემბერი, 2025 , 12:08

პოდოლიაკი საუბრობდა იმაზე, რომ არავის სურდა საქართველოს ჩართვა ომში, ამ დროს, ის ითხოვდა კონკრეტულად მეორე ფრონტის გახსნას - როდესაც ასეთი ადამიანები გვესაუბრებიან სააკაშვილის გადაცემაზე, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვე

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი! სსრკ სხვა კი არაფერი იყო - სალომე ზურაბიშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 16:56

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომა

ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი - კახა კალაძე

17 ნოემბერი, 2025 , 13:51

დედაქალაქის მერის განცხადებით, ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერებისთვის კრიტერიუმების გამარტივების წესების განხილვა არის შანტაჟის ნაწილი. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის იმ რიტორ

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა

17 ნოემბერი, 2025 , 13:08

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინ

ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ - ისინი პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოში შეძლებენ

17 ნოემბერი, 2025 , 12:57

„ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობას იწყებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ც

ანტიკორუფციული ბიურო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური უქმდება, ბიზნესომბუდსმენი გადავა ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში

17 ნოემბერი, 2025 , 12:42

2026 წლის 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება, მისი ფუნქციები კი სრულად გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განა