უკან

რეგიონები

20 ოქტომბერი, 2016 15:10
font-size

თეთრიწყაროს 32-ე ოლქში დაფიქსირდა დარღვევები, რამაც გავლენა იქონია არჩევნების შედეგებზე _ არასამთავრობოები

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, თეთრიწყაროს 32-ე საარჩევნო ოლქში არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა, რამაც გავლენა იქონია არჩევნების საბოლოო შედეგზე. ამის შესახებ ,,სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ქსელის“, ,,სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრისა“ და ,,ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის” წარმომადგენლებმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადეს, რომელიც 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებს ეხება.

,,საუბნო-საარჩევნო კომისიები გადაქცეული იყო ქართული ოცნების შტაბებად, მათი მხრიდან მიმდინარეობდა აგიტაცია როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს. დაფიქსირებულია იძულებითი ხმის მიცემის უამრავი ფაქტი თანამდებობის პირების და მათი ოჯახის წევრების უშუალო მონაწილეობით, საუბნო კომისიის წევრების ხელშეწყობით და დახმარებით. რამდენიმე საარჩევნო უბანზე დალუქულ ყუთში არსებული ბიულეტენების რაოდენობა იყო იმაზე მეტი, ვიდრე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ხელმოწერები, რაც მიუთითებს არჩევნების აშკარა გაყალბებაზე. ასევე ხდებოდა ,,ქართული ოცნების” ე.წ. კოორდინატორების მხრიდან უხეში ჩარევა საარჩევნო პროცესში“,
- განაცხადა ,,ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის“ წარმოადგენელმა მანანა ანდღულაძემ.

სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის წარმოამდგენლის ზვიად კუპრავას განცხადებით, ბიულეტენების გაბათილების საკითხი სუბიექტურად წყდებოდა და არა კანონის შესაბამისად.

,,ბიულეტენი, რომელზეც ყველა საარჩევნო სუბიექტი იყო შემოხაზული, არ გაბათილდა და ხმა 41 ნომრის სასარგებლოდ დაფიქსირდა მაშინ, როცა ბიულეტენი, სადაც გადახაზული იყო ყველა სუბიექტი და შემოხაზული იყო მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო ნომერი, კომისიის გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი“, - აღნიშნა ზვიად კუპრავამ.

არასამთავრობოებმა დოკუმენტებთან ერთად ვიდეომასალაც წარადგინეს, სადაც მათი თქმით, ხმის მიცემის პროცედურების უხეში დარღვევებია ასახული.

მარი ნამგალაძე

შიდა ქართლში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების 17 სარეალიზაციო ობიექტი დაჯარიმდა

21 აგვისტო, 2019 , 17:05

სურსათის ეროვნული სააგენტო აგროქიმიკატების და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. მიმდინარე თვეში სახელმწიფო კონტროლი განხორციელდა შიდა ქართლის რეგიონში, სადაც 31 ობიექტი შემოწმდა.

კაჭრეთი ხანძარი ლოკალიზებულია

20 აგვისტო, 2019 , 16:31

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა კახეთში, სოფელ ზემო კაჭრეთში ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები. ცეცხლის ქრობაში ჩართულია სასაზღვრო პოლიც

ზემო კაჭრეთში ტყეს ცეცხლი უკიდია

20 აგვისტო, 2019 , 15:24

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კაჭრეთში ცეცხლი ტყის მასივის ნაწილს მოედო. ცეცხლის ქრობის სამუშაოებში ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 4 ბალამდე შტორმია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ზღვაზე დამსვენებლებს მიმართავს

19 აგვისტო, 2019 , 11:06

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიის და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ზღვაზე გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებელებს აფრთხილებენ, რომ

22 აგვისტომდე, საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები დაწესდება

19 აგვისტო, 2019 , 10:39

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 125 კმ-ზე, მდინარე „თერგზე“ არსებულ სახიდე გადასასვლელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, გზის ა

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სიღნაღის მოსახლეობას შეხვდნენ

17 აგვისტო, 2019 , 11:12

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაგას, ვაქირისა და საქობოს ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრას კახეთის მხარის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს