უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

19 სექტემბერი, 2018 15:05
font-size

„Thomas Cook“-ის წარმომადგენლები აჭარით ინტერესდებიან

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით რეგიონს მსოფლიოში უმსხვილესი ტურისტული კომპანია „Thomas Cook“-ის წარმომადგენლები სტუმრობენ. ისინი რეგიონში ტურისტულ, ბიზნესს და საინვესტიციო პოტენციალს ეცნობიან.

კომპანიის ტურისტული და ავიაკომპანიების მიმართულებების მენეჯერები უკვე შეხვდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტს, ქალაქ ბათუმის მერსა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს. შეხვედრებზე მხარეებმა შესაძლო თანამშრომლობაზე, აჭარაში ინვესტიციების განხორციელებასა და რეგიონის

იმართულებით ფრენების დანიშვნის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. სტუმრები ასევე, გაეცნენ ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებსა და ტურისტულ ინფრასტრუქტურას.

კომპანია „Thomas Cook“ 177 წელია მსოფლიოში ოპერირებს და ყოველწლიურად 19 მილიონამდე მომხმარებელს ემსახურება. ის ტურისტულ ბიზნეში წამყვანი კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 60 ტურისტული მიმართულებით ანხორციელებს ფრენებსა და ინვესტიციებს.

„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტურისტულ ბიზნესში მსგავსი მასშტაბური და მსხვილი ორგანიზაციები დავაინტერესოთ აჭარის ტურისტული პოტენციალით. Thomas Cook არის მსოფლიოში ლიდერი კომპანია, რომელსაც ტურისტულ ბიზნესში ოპერირების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ჩვენი მიზანია მის ერთ-ერთ სამიზნე ტურისტულ მიმართულებად იქცეს ჩვენი ქვეყანა. უკვე დავიწყეთ სამუშაო შეხვედრები, რომელსაც გაგრძელება კონკრეტული შემოთავაზებებით ექნება პარიზის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე. აჭარის, როგორც 4 სეზონზე მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია წარმოუდგენელია მსგავსი კომპანიების ჩართულობის გარეშე და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მოლაპარაკებებს პოზიტიური შედეგები ექნება,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში გამართულ შეხვედრას „Thomas cook“-ის ფრენების დანიშნულების მართვის დირექტორი თიმ ჯოდი, „Thomas cook“-ის ფრენების და აეროპორტის სუბსიდიების მენეჯერი სტეფან ჯოლი, TAV Georgia-ს სატერმინალო ოპერაციების მენეჯერის მოადგილე იუცელ ოლგუნი, TAV-ის ავიაციის მარკეტინგის წარმომადგენელი ქენ ქენბოლატი და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი