უახლესი ამბები
- 17.02.2019 11:03შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის 3 ფაქტი გახსნა - დაკავებულია 4 პირი
- 17.02.2019 10:57პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხოეთის მოქალაქეები დააკავა
- 17.02.2019 10:26დღის კალენდარი _ 17 თებერვალი
არქივი
პოლიტიკა


თიანეთის მერი თამაზ მეჭიაური გახდა - მცხეთის რაიონული სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო
მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, კობა გოცირიძის გადაწყვეტილებით, თამაზ მეჭიაური თიანეთის მერი გახდა.
როგორც მეჭიაურმა ტვ პირველთან კომენტარისას განაცხადა, მოსამართლემ თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის მე-16 და მე-17 განკარგულებები გააუქმა.
„მოსამართლემ გააუქმა საოლქო კომისიის თავმჯდომარის ნომერი მე-16 და მე-17 განკარგულებები, მან არ დააკმაყოფილა სარჩელის მესამე საკითხი. მე-16 განკარგულება ნიშნავდა, რომ საოლქო კომისიიამ უკანონოდ დაადგინა ბათილი ბიულეტენების გადათვლა. რაც უნდა მომხდარიყო, თუ ამის საჭიროება იქნებოდა, ეს პირველ ინსტანციაში უნდა გაეკეთებინათ. მე-17 განკარგულება ნიშნავს იმას, რომ ამ განკარგულებით ბათილი ბიულეტენებიდან 5 უსამართლოდ დაუმატეს ჩემს კონკურენტს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილებაც გააუქმა. შესაბამისად, აღდგა სტატუს-კვო, რაც იყო არჩევნების დამთავრების დღეს. მე ვარ გამარჯვებული ამ სიტუაციაში.
რაც შეეხება მესამე პუნქტს, რომ გაეუქმებინათ მხოლოდ მე-20 უბანი იმის გამო, რომ ჩემი კონკურენტი იქ შევიდა უკანონოდ, ეს, რა თქმა უნდა, იყო არასწორი და არ უნდა გაუქმებულიყო, რადგან თუ დანაშაული, გადაცდომა ჩაიდინა ჩემმა კონკურენტმა, ამის გამო ჩემი მოგებული უბანი რატომ უნდა გაუქმებულიყო.
მოსამართლის გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად სამართლიანი.
ამას თუ დავუმატებთ იმას, რომ გუშინაც და დღესაც არ გამოცხადდა თვითონ „ქართული ოცნების“, ცენტრალური ოფისი მყავს მხედველობაში, წარმომადგენელი, ეს ნიშნავს, რომ თვითონ „ქართულ ოცნებაში“ არის საღი ძალები, რომლებმაც გადაწონეს და ფაქტობრივად, ამით აღიარეს თავისი შეცდომა და გადაარჩინეს თავისი ღირსება. მე ასე მგონია და მათაც მადლობას ვუხდი“, - თქვა მეჭიაურმა.
შეგახსენებთ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით მეჭიაური ერთი ხმით უგებდა თავის ოპონენტს „ქართული ოცნებიდან“ ლელა ქიტესაშვილს, თუმცა ბათილი ბიულეტენების გადათვლისას კომისიამ 5 შემოხაზული ბიულეტენი ნახა, სადაც მითითებული იყო ქიტესაშვილი. ეს ხმები „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს ჩაუთვალეს და გამარჯვებულად გამოაცხადეს. მეჭიაურმა კომისიის მიერ დამატებული ხმები გაყალბებულად ჩათვალა და ეს შედეგი სასამართლოში გაასაჩივრა.
ანა მებურიშვილი

პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა - მამუკა ბახტაძე
17 თებერვალი, 2019 , 10:49

2008 წელს საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულმა აგრესიამ სრულიად გამოუთხარა ძირი უსაფრთხოებას და მშვიდობას - მამუკა ბახტაძე
17 თებერვალი, 2019 , 10:45

საქართველო ბუნებრივად არის რეგიონულ ცენტრად და ხიდად გადაქცევის კანდიდატი, რითაც ხელს შეუწყობს მზარდ საერთაშორისო სავაჭრო ტვირთბრუნვას ევროკავშირსა და ჩინეთს შორის - მამუკა ბახტაძე
17 თებერვალი, 2019 , 10:41

მამუკა ბახტაძე მიუნხენში ალექსის ციპრასს შეხვდა
16 თებერვალი, 2019 , 21:04

ვოლფგანგ იშინგერი ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზე - არ არსებობს მიზეზი, რატომ უნდა ეთქვას უარი საქართველოს იმაზე, რაც წლების წინ სხვა ქვეყნებმა მიიღეს
16 თებერვალი, 2019 , 20:43

საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა
16 თებერვალი, 2019 , 17:09