უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
კონფლიქტის ზონა
თიბილოვმა ჩავესს დაბადების დღეს მიულოცა 28.07.2012 18:28

ე.წ. სამხრეთ ოსეთის “პრეზიდენტმა” ლეონიდ თიბილოვმა ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესს დაბადების დღეს მიულოცა. ოსური მედიის ცნობით, თიბილოვმა ჩავესს წერილი მისწერა და ჯანმრთელობა უსურვა.

წერილის მიხედვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთში მაღალ შეფასებას აძლევენ ვენესუელის გადაწყვეტილებას “რესპუბლიკის” დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ვენესუელმა ცხინვალის რეგიონი დამოუკიდბელ რესპუბლიკად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ აღიარა.