უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

7 დეკემბერი, 2018 13:00
font-size

თიბისი ბანკი მზადყოფნას გამოთქვამს შეუერთდეს პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას

თიბისი ბანკი, როგორც საქართველოს ბაზარზე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტი, განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება ქართული ფინანსური სექტორის და ზოგადად, ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობასა და სტაბილურობას. ამის შესახებ ნათქვამია თიბისი ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თიბისი ბანკი მზადაა შეუერთდეს პრობლემური სესხების გაუქმების ინიციატივას დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სასარგებლოდ. ასეთი სახის სესხების საერთო მოცულობა თიბისი ბანკში შეადგენს 120 მილიონ ლარს და ის ბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელის მხოლოდ 1%-ია. აღნიშნული ტრანზაქცია დასრულდება 2018 წლის ბოლომდე.

განცხადებული 1.5 მილიარდი ლარის ოდენობის პრობლემური სესხების პორტფელში საქართველოს საბანკო სექტორის წილი 30%-ზე ნაკლებია, ხოლო თიბისი ბანკის წილი აქედან მხოლოდ 8%-ია.

ეს მაჩვენებლები ადასტურებს, რომ საქართველოს საბანკო სექტორი არ წარმოადგენს მოსახლეობის ჭარბვალიანობის უმთავრეს მიზეზს. არასაბანკო სექტორის ახალი რეგულაციები და საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვრის დაწესება ხელს შეუწყობს მომავალში უპასუხისმგებლო დაკრედიტების მასშტაბების შემცირებას.

მიგვაჩნია, რომ ბოლო ხანებში გააქტიურებული ანტისაბანკო რიტორიკა აზიანებს საქართველოში და რეგიონში აღიარებულ ყველაზე პროგრესულ და განვითარებულ ინდუსტრიას - საბანკო სექტორს. ეს ტენდენცია საბოლოო ჯამში ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს, ეკონომიკის განვითარებასა და ფინანსურ სტაბილურობას.

თიბისი ბანკი მნიშვნელოვნად გაზრდის ინვესტიციებს მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლების კუთხით, რადგან საბანკო სექტორის გამართული მუშაობა და მისი მდგრადობა წარმოადგენს ქვეყნის სტაბილურობის გარანტიას. - ნათქვამია განცხადებაში.

მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო

16 თებერვალი, 2019 , 19:25

თბილისის ღია უნივერსიტეტში მედიაციის სასერტიფიკატო ტრენინგების ციკლი დაიწყო, რომელიც საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გა

უკანონოდ მიჩნეული ხორცის განთავსების ფაქტები სამომხმარებლო ბაზარსა და კვების ობიექტებში აღკვეთილია - სურსათის ეროვნული სააგენტო

16 თებერვალი, 2019 , 17:01

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბაზარზე ცხენის ხორცის უკანონოდ განთავსების შემთხვევები აღკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის ფ

თბილისში ხეების სანიტარიული ჭრა კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებშიც იწყება

16 თებერვალი, 2019 , 14:20

თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მუნიციპალურ საზღვრებში არსებული დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრას განაგრძობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები დღეს ასათიანის ქუჩის მიმდებარედ მიმდინარეო

12 პროექტი, გაწერილი 169 მილიონი ლარი და შესრულება ნული - გიგი უგულავა პასუხისმგებლობას ივანიშვილსა და მთავრობას აკისრებს

16 თებერვალი, 2019 , 14:00

„ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი 12 პროექტი, ჯამურად 169 მილიონი ლარის ოდენობით იყო გაწერილი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში და შესრულება არის ნული,“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიგი

დეკანოზ მამალაძის მწვავედ გამოვლენილ ჩივილს ესაჭიროება ინტენსიური მეთვალყურეობა - ექიმი

16 თებერვალი, 2019 , 12:57

ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მარინა გელანტიას განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე კონტაქტურია, თუმცა მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. მისი თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური

მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

16 თებერვალი, 2019 , 12:35

მთაწმინდაზე, მაყაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. “რუსთავი2-ის” ინფორმაციით, ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. ცხედარს, ამ წუთებში