უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მოზაიკა

22 ნოემბერი, 2021 11:44
font-size

თიბისი ფეის 4 ფუნქცია, რომელიც გადახდებს გაგიმარტივებთ

თიბისი ფეის მომენტალური ჩარიცხვების სისტემას მის ახლანდელ თუ პოტენციურ მომხმარებლებთან წარდგენა არ სჭირდება. მისი საშუალებით უკვე 13 წელია 1000-ზე მეტი სერვისის გადახდა ყველასთვის მარტივი და ხელმისაწვდომია. ამჯერად გვინდა იმ კონკრეტულ ფუნქციებზე გესაუბროთ, რომელიც შესაძლოა არ იცოდეთ, მათი გამოყენებით კი შეძლებთ გადახდების პროცესი კდევ უფრო სწრაფი და კომფორტული გახადოთ.

გადასახადების გადახდა ხომ ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილადაა ქცეული. ფინანსურ ვალდებულებებს ვერსად წაუვალთ, თუმცა შეგვიძლია, რომ მათი გადახდის მოსახერხებელი გზა და ფორმატი ვიპოვოთ. ინტერნეტის გამოყენება საშუალებას გვაძლევს ცხოვრება გავიმარტივოთ და ჩვენი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი ონლაინ შევასრულოთ. გადასახადების გადახდა გამონაკლისი არ არის. ამ მიმართულებით შეგვიძლია თიბისი ფეის მრავალფუნქციური ონლაინ პლატფორმა გამოვიყენოთ - სივრცე, რომელიც სპეციალურად ონლაინ გადახდებისთვისაა შექმნილი და ყველა იმ პირობას აკმაყოფილებს, რაც ონლაინ ტრანზაქციებისთვისაა აუცილებელი - სისწრაფე, სიმარტივე და უსაფრთხოება. იმისათვის რომ გადახდების შესრულება თქვენთვის მოსახერხებელი და კომფორტული იყოს, შეგიძლიათ თიბისი ფეის საჭირო და სასარგებლო ფუნქციები გამოიყენოთ.

გადახდების კალათა - წარმოიდგინეთ შედიხართ სუპერმარკეტში, სადაც რამდენიმე პროდუქტის შეძებას აპირებთ. სავარუდოდ, თქვენ აუცილებლად იღებთ კალათას, რომელშიც თქვენთვის სასურველ ყველა პროდუქტს ალაგებთ და შემდეგ მათ საფასურს ერთიანად იხდით სალაროსთან. სწორედ ასეთი კალათით შეგიძლიათ ისარგებლოთ თიბისი ფეის ვებგვერდზეც. დაამატეთ ყველა საჭირო სერვისი, რომელთა გადახდასაც აპირებთ, ერთად მოუყარეთ ყველაფერს თავი და დააჭირეთ ღილაკს „გადახდა“. ასე შეძლებთ რომ ერთი გადახდით, ზუსტად ერთი კლიკით ერთდროულად დაფაროთ რამდენიმე სერვისის საფასური.

პირადი კაბინეტი - თიბისი ფეის სისტემაში რეგისტრირებულ ყველა მომხმარებელს საშუალება აქვს პირადი კაბინეტის გამოყენებით მნიშვნელოვანი ფუნქციებით ისარგებლოს. მაგალითად, დაამახსოვროს სააბონენტო ნომრები და გადახდის ყოველ ჯერზე თავიდან აირიდოს მათი თავიდან მოძიება და შეყვანა; შექმნას ხშირად გამოყენებული სერვისების შაბლონები, რათა კიდევ უფრო სწრაფად შეძლოს გადახდა; ჩართოს შეტყობინების მიღების ფუნქცია და მის სააბონენტო ნომერზე დავალიანების ასახვისთანავე მიიღოს SMS შეტყობინება; ყოველი გადახდისას მიიღოს ელექტრონული ქვითარი; ნებისმიერ დროს შეამოწმოს გადახდების ისტორია რათა უკოთ აკონტროლოს დანახარჯები. ამ და სხვა ფუქციების გამოყენებით გადახდის პროცესი კიდევ უფრო მარტივი და მოსახერხებელი გახდება.

თანხის გადარიცხვა - თქვენი ფინანსების განკარგვა არა მხოლოდ სერვისების გადახდით, არამედ მესამე პირისთვის თანხის გადარიცხვითაც შეგიძლიათ. ამისათვის კი თიბისი ფეი ოთხ მარტივ გზას გთავაზობთ - გადარიცხვა IBAN ანგარიშით, გადარიცხვა პირადი ნომრით, გადარიცხვა მობილურის ნომრით ან გადარიცხვა ბარათიდან ბარათზე. დაივიწყეთ ბიუროკრატია და ზუსტი საბანკო რეკვიზიტები - გადარიცხეთ თანხა იმ ინფორმაციით, რაც იმ წუთას ხელთ გაქვთ. გადარიცხვის სერვისით სარგებლობისას მიხვდებით, რომ თიბისი ფეი ნამდვილად ამარტივებს ცხოვრებას.

უცხოეთიდან გადახდა - ეს კიდევ ერთი საჭირო ფუნქციაა, რომელიც უცხოეთში მყოფ ჩვენს თანამემამულეებს გამოადგებათ. საზღვარგარეთ ყოფნისას ყოველთვის შეიძლება დაგჭირდეთ საჯარო ან სამოქალაქო რეესტრის ანდაც სხვა სახის სახელმწიფო სერვისით სარგებლობა, საკრედიტო შესატანის გადახდა, ახლობელი ოჯახისთვის კომუნალურების დაფარვა და ა.შ. თიბისი ფეიზე ყველა ემიგრანტს აქვს საშუალება შეასრულოს დისტანციური გადახდა ამჯერად უკვე უცხოური ბანკის მიერ გაცემული ბარათებით. საზღვარგარეთ ყოფნა ახლა უკვე აღარ იქნება დაბრკოლება.

ამ მარტივი ფუნქციების გამოყენებით შეგიძლიათ გადახდების პროცესი თქვენთვის სასიამოვნო და კომფორტულ პროცესად აქციოთ. ამისათვის მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა დაგჭირდებათ. გახსენით თიბისი ფეის ვებგვერდი tbcpay.ge ან ისარგებლეთ მობილური აპლიკაციით და გადაიხადეთ ყველაფერი, რისი გადახდაც გსურთ.

საკვანძო სიტყვები:

“La Gazzetta Dello Sport” უკვე ქართულ მედიასივრცეშია

1 თებერვალი, 2024 , 15:01

მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი და ისტორიული იტალიური სპორტული მედიაპლატფორმა „La Gazzetta Dello Sport“ უკვე საქართველოშია. მისი ქართული ვერსიის - „La Gazzetto Dello Sport  Georgia“-ს ოფიციალური წ

სახელოვანი ვიოლონჩელისტი იან მაკსინი საქართველოში კონცერტებს მართავს

29 იანვარი, 2024 , 17:02

საქართველოში ცნობილი ვიოლონჩელისტი, კომპოზიტორი და მრავალენოვანი ამერიკელი ვოკალისტი იან მაკსინი იმყოფება. იგი ჩვენს ქვეყანას ახალი ალბომის -- “Amor Renauts”-ის გამოშვებისადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებ

საქართველოდან სიყვარულით სავსე გულით მივდივარ - ალ ბანო

27 ნოემბერი, 2023 , 11:27

"იტალიელები ქართველებს ძალიან ჰგვანებიან. განსხვავებული მხოლოდ ენაა. მაგრამ ჭიქა ღვინოსთან ენაც ქრება და მხოლოდ გული რჩება", -ასე მიესალმა ლეგენდარული იტალიელი მომღერალი ალ ბანო კარიზი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შე

თბილისი ლეგენდარული ალ ბანოს პირველ სოლო კონცერტს უმასპინძლებს

24 ნოემბერი, 2023 , 12:38

24 ნოემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ლეგენდარული იტალიელი მომღერლის, ალ ბანოს პირველი სოლო კონცერტი გაიმართება. მუსიკოსი საქართველოს საქველმოქმედო ფონდ "ცხოვრება მშვენიერიას" მოწვევით სტუმრობს. როგორც მომღერალმა

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

ისრაელელი მხატვრების გამოფენა თბილისში

24 ნოემბერი, 2023 , 11:48

ხვალ, 25 ნოემბერს თბილისში გაიხსნება ისრაელელი მხატვრების ჯგუფური გამოფენა, რომელიც მშვიდობას ეძღვნება. "სამართლიანობა, სიმართლე და მშვიდობა?" ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც თბილისში მიმდინარეობდა და ისრაელზე 7 ოქტომბერს ტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი