უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 მაისი, 2019 19:52
font-size

„თიბისი კაპიტალი“ საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორის შესახებ მომზადებულ კვლევას ანახლებს

„თიბისი კაპიტალი“ თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების კვლევას ანახლებს. 2019 წლის პირველი კვარტლის ტრანზაქციების მონაცემებით. ახალი საკრედიტო რეგულაციების ფონზე, კვლევის განახლება სექტორის მსხვილი მონაწილეების მზარდმა დაინტერესებამ განაპირობა, მიიღონ რელევანტური, სანდო და კომპეტენტური ინფორმაცია სექტორის შესახებ. კვლევის მიზანია, კომპანიებსა და პოტენციურ ინვესტორებს პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია ბაზრის მიმდინარე მდგომარეობისა და სექტორის განვითარების პოტენციალის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ 2019 წლის პირველ კვარტალში, 2018 წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაყიდვები არ შემცირებულა, მათ იგივე დონე შეინარჩუნეს. როგორც მოსალოდნელი იყო, 2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით გაყიდვების კლება ფიქსირდება, რაც ნაწილობრივ სეზონურობით, ნაწილობრივ 2018 წლის ბოლო კვატალში ბაზარზე რეკორდული აქტივობით აიხსნება.

„თიბისის“ ინფორმაციით, ხელშესახები კლების არარსებობის მიუხედავად, სახეზეა ტრენდისგან გადახვევა: წლების მანძილზე გაყიდვები ყოველი წლის პირველ კვარტალში სჭარბობდა წინა წლის პირველი კვარტლის გაყიდვებს. 2019 წლის პირველი კვარტალი ამ მხრივ გამონაკლისია.

2019 წლის იანვრის გაყიდვები წინა წლის იანვართან შედარებით 6%-ით არის გაზრდილი, მცირე, 1%-ანი მატებაა თებერვალში, ხოლო მარტში 6% კლება ფიქსირდება, თუმცა ამ დინამიკიდან დასკვნის გამოტანა ნაადრევია.

2019 წლის პირველ კვარტალში ახალი აშენებული ბინების გაყიდვები გაიზარდა, ხოლო ძველი აშენებული ბინების გაყიდვები შემცირდა, რაც ამ სეგმენტში მცირე ზომის ბინების გაყიდვის კლებით იყო განპირობებული. იპოთეკური პორტფელი კვარტლის მანძილზე უმნიშვნრლოდ გაიზარდა. გაცემული სესხების რაოდენობა და მოცულობა ნაკლებია ვიდრე 2018 წლის პირველ კვარტალში გაცემული სესხებისა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ლარში დენომინირებულ ახალ იპოთეკურ სესხებზე საპროცენტო განაკვეთები კლებულობს, რაც მოთხოვნის სტიმულირებას იწვევს.

გაყიდვებით შეწონილი საშუალო გასაყიდი ფასი მეტწილად სტაბილურია და წინა კვატალთან შედარებით უმნიშვნელო კლება განიცადა. ამავდროულად, ახალი აშენებული ბინების ფასი მცირედ მზარდია, ხოლო ძველი აშენებული ბინებისა - კლებადი.

„თიბისი კაპიტალი“ განახლებულ კვლევაში მკითხველს იპოთეკური სესხების ხელმისაწვდომობის კალკულაციის სენსიტიურობის ანალიზს სთავაზობს, ბინის ზომის და ფასის მიხედვით.

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა ღვინის საერთაშორისო ფესტივალში მიიღეს მონაწილეობა

21 მაისი, 2019 , 16:00

თბილისი. მედიანიუსი. 21.05.19. საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მხარდაჭერას განაგრძობს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს გარეთ. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ქართველმა მეღვინეებმა საფრან

უახლოეს მომავალში საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა - მამუკა ბახტაძე

21 მაისი, 2019 , 12:25

უახლოეს მომავალში დავინახავთ, რომ საქართველო გახდება მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ქუთაისში, მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი გერმანული

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 21 მაისისთვის - დოლარი - 2.7470 ლარი, ევრო - 3.0643, ფუნტი - 3.4997

20 მაისი, 2019 , 17:53

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 21 მაისს ერთი ამერიკული დოლარი 2.7470 ლარი ეღირება, ევრო – 3.0643, ხოლო დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.4997 ლარი. დღეს, 20 მაისს ე

როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ორი დაბრკოლებაა, შიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო - კრისტინ ლაგარდი

20 მაისი, 2019 , 16:20

როგორც ყველა ქვეყანაში, საქართველოშიც ორი დაბრკოლებაა, შიდა საკითხები და ქვეყნის გარეთ არსებული გარემო, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა, კრისტინ ლაგარდმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში

III და IV კატეგორიის საწარმოებს 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პირველად უწევთ ფინანსური ანგარიშგების შედგენა - „ნექსია თიეი“

18 მაისი, 2019 , 14:35

“ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონის თანახმად, კომპანიები ბრუნვის, აქტივებისა და დასაქმებულების რაოდენობის მიხედვით ოთხ კატეგორიად დაიყო, ხოლო 2019 წლის 1-ელ ოქტომბრამდე ფინან

ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბის დაძლევაა - ნათია თურნავა

18 მაისი, 2019 , 11:25

"ჩვენი მთავრობის მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა. ეკონომიკური ზრდა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდისთვის, არამედ, პირველ რიგში, სიღარიბის დასაძლევად. ამისთვის გვაქვს სამი ძირითადი პრიორიტეტი, რომელზც პრემიერ-მინისტრი