უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
ეკონომიკა
თიბისი ბანკმა 2012 წლის საუკეთესო ბანკის სტატუსი მოიპოვა 09.07.2012 18:22

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ჟურნალმა „ევრომანი“ (Euromoney) თიბისი ბანკი საქართველოში 2012 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

თიბისი ბანკი „Awards for Excellence” სერიაში შეფასდა და საქართველოს მასშტაბით კონკურენტ ბანკებს შორის უმაღლესი შეფასება მოიპოვა.

ჯილდოს მიზანია იმ ბანკების აღიარება, რომლებიც გამოირჩევიან ბაზარზე მიღწეული შედეგებით, ნოვატორობით და ლიდერობით. „ევრომანიმ“ ხაზი გაუსვა თიბისი ბანკის 2011 წლის მიღწევებს, ფილიალების ეფექტურობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს კონკურენტებს შორის და მთლიანად თიბისი ჯგუფის წარმატებებს მიკროსაფინანსო სექტორში. ჟურნალმა ასევე აღნიშნა ბანკის Multichannel საბანკო პლატფორმა, რომელიც საუკეთესოა რეგიონის მასშტაბით.

„ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ასეთი პრესტიჟული ჯილდო მივიღეთ და მით უფრო სასიამოვნოა, რომ „ევრომანიმ“ უკვე მეორედ დაგვაჯილდოვა,“ -ამბობს თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ჟურნალი „ევრომანი“ (Eურომონეყ) 1998 წლიდან იკვლევს ბანკებს მსოფლიო მასშტაბით, 100-მდე ქვეყანაში. დაჯილდოება ხდება წელიწადში ერთხელ, 20-მდე სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით. „ევრომანის“ ჯილდო საბანკო სექტორისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოდ ითვლება.

2012 წელს ეს უკვე მესამე ჯილდოა თიბისი ბანკისთვის. წლის დასაწყისში ბანკმა მიიღო საერთაშორისო საფინანსო სექტორში მოღვაწე კიდევ ორი ავტორიტეტული გამომცემლობის, Global Finance-ისა და EMEA Finance-ის ჯილდოები. მათ შორის, Global Finance-ისა და Euro Money-ს ნომინაციებში თიბისი ბანკი უკვე მეორე წელია იმარჯვებს.