უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

18 ნოემბერი, 2016 16:00
font-size

„თიჯარათ ალ-რიად“ - „საუდიტების ინვესტიციებმა საქართველოში 100 მილიონ აშშ-დოლარს გადააჭარბა და ქვეყნებს შორის ვაჭრობა 200%-ით გაიზარდა“

საუდის არაბეთის წამყვანი ეკონომიკური ჟურნალი „თიჯარათ ალ-რიად“ (Riyadh Trade) საუდის არაბეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის გიორგი ჯანჯღავას ინტერვიუზე დაყრდნობით აქვეყნებს სტატიას სათაურით - „საუდიტების ინვესტიციებმა საქართველოში 100 მილიონ აშშ-დოლარს გადააჭარბა და ქვეყნებს შორის ვაჭრობა 200%-ით გაიზარდა“. ამ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

სტატიაში საუბარია საუდელი ბიზნესმენებისთვის საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის და ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი სფეროების შესახებ; როგორიცაა ტურიზმი, სოფლის მეურნეობა და სხვა. „საქართველოს მთავრობამ უცხოელ ინვესტორებს, განსაკუთრებით კი საუდელ ბიზნესმენებს მისცა მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა ქვეყნის სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში. საქართველოს მთავრობამ წარმატებით შექმნა ხელსაყრელი პირობები ინვესტირებისთვის. კერძოდ, ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების მოზიდვის მიზნით გატარდა მრავალი რეფორმა და მიღებულ იქნა რიგი კანონები“, - განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებთან დაკავშირებით ელჩმა აღნიშნა, რომ საუდის არაბეთის ბიზნესმენებისთვის ხელმისაწვდომია უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის სექტორები. ინტერვიუში ელჩმა ისაუბრა საქართველოში ინვესტიციების განხორციელების პრიორიტეტული სფეროებზე, კერძოდ ყურადღება გაამახვილა მრეწველობაზე, ვინაიდან აღნიშნულ სექტორში დაკავებულ ინვესტორებს საშუალება ეძლევათ ითანამშრომლონ ევროპისა და მეზობელ ქვეყნებთან გადასახადების გარეშე, რაც თავის მხრივ, ინვესტორებისთვის დიდ სტიმულს წარმოადგენს. აღინიშნა, რომ დღეისთვის საუდელების ინვესტიციები საქართველოში ინდივიდუალურ ხასიათს ატარებს და სამომავლოდ იგეგმება მსხვილი კომპანიების მოზიდვა.

საქართველოს ელჩი ჟურნალ „თიჯარათ ალ-რიად“-თან საუბრისას ტურიზმის სფეროსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ეწვია 20 ათასი საუდის არაბეთის და 6500 სამეფოში ლეგალურად მცხოვრებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე (ექსპატრიატი). ელჩის განცხადებით, საქართველო გამოირჩევა სამკურნალო ტურიზმით, ვინაიდან ქვეყანაში მრავლად არის ბუნებრივი ბალნეოლოგიური კურორტები და სამკურნალო წყლები.

საკვანძო სიტყვები:

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი