ტიმოშენკოს მკურნალობაში მონაწილეობას ევროკავშირის წარგზავნილი ექიმები მიიღებენ
16.05.2012 16:27
ევროკავშირი უკრაინაში ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს სამკურნალოდ სამედიცინო ექსპერტების გაგზავნას აპირებს, -- იუწყება “უკრაინსკიე ნოვოსტი”.
წყაროს ცნობით, ეს განცხადება ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცმა გააკეთა. მან ამის შესახებ საქმის კუსში უკრაინის მთავრობის მეთაური ნიკოლაი აზაროვი ჩააყენა. ამ უკანასკნელის განცხადებით, ქვეყნის ხელისუფლება ტიმოშენკოსათვის დამატებითი ექიმების გამოყოფის გადაწყვეტილებას ეთანხმება. მარტინ შულცს ჯერჯერობით არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ მიიღებს მის მკურნალობაში მონაწილეობას.
ამასწინათ გერმანელმა ექიმებმა ყოფილ პრემიერს ხერხემლის ქრონიკული თიაქარის დიაგნოზი დაუსვეს. ამ უკანასკნელის განცხადებით, იგი უკრაინის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ექიმებს არ ენდობა და ადგილობრივ კლინიკაში მკურნალობაზე უარს აცხადებს. ამიტომ თავის დროზე გერმანიაში მისი სამკურნალოდ გაგზავნის საკითხიც განიხილებოდა. საბოლოოდ, ტიმოშენკო ხარკოვის საავადმყოფოში გერმანიიდან ჩაყვანილი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობას დათანხმდა.
შეგახსენებთ, რომ იულია ტიმოშენკო სტაციონარში ხარკოვის კოლონიიდან 9 მაისს გადაიყვანეს. იგი 2011 წლის აგვისტოში დააპატიმრეს. მას ბრალი რუსეთთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული, უკრაინისათვის წამგებიანი კონტრაქტის გაფორმებაში ედება. ტიმოშენკოს თავისუფლების 7 წლით აღკვეთა აქვს მისჯილი.





















