უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

11 აპრილი, 2017 15:00
font-size

თინა ხიდაშელი-ლევან იზორიას: რამე ახალ, კარგ იდეას რომ შემოგვთავაზებთ აუცილებლად დაგიჭერთ მხარს

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, მოქმედი მინისტრის ლევან იზორიას პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დღევანდელ გამოსვლას გამოეხმაურა.

თინა ხიდაშელმა Facebook-ის პირად გვერდზე პუნქტობრივად შეეხო მოქმედი მინისტრის მოხსენებას, რასაც მედიანიუსი უცვლელად გთავაზობთ.

„1. რეზერვის და მობილიზაციის კონცეფცია ჩემი მინისტრობის დროს არის შემუშავებული და ჩემი ხელმოწერით გაიგზავნა როგორც უშიშროების საბჭოში, ასევე მთავრობაში. ის გენშტაბის შესაბამისი ოფიცრების მრავალწლიანი შრომის შედეგია, რომელსაც ჩვენ მხარი დავუჭირეთ, უფრო განვავრცეთ და დოკუმენტად ვაქციეთ.

სამწუხაროდ, ადამიანი რომელსაც ლომის წილი მიუძღვის მის შექმნაში დღეს ჯარში აღარ მსახურობს. კონცეფციის შემუშავების პროცესში რამდენიმე ათეული საჯარო შეხვედრა გავმართეთ, განსაკუთრებით ბევრი სტუდენტებთან სხვადასხვა უნივერსიტეტებში და მაქსიმალურად შევუსაბამეთ იმ ინტერესებს რომელიც ამ შეხვედრების დროს გამოითქვა იმათ მიერ ვისაც ყველაზე მეტად შეეხება მომავალში. ასევე განვიხილეთ კომიტეტთან ერთად ორჯერ. საწყის და დასკვნით ეტაპზე.

ისე რომ ძალიან უხერხულია კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებები, მაგრამ არა გასაკვირი.
2. ვარსკვლავიანი შტატების გაუქმების გადაწყვეტილება სტრატეგიულ დონეზე ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს იყო მიღებული, ხოლო რეალურად მისი მოქმედება და განხორციელება ჩემი მინისტრობის დროს განხორციელდა.

მადლობა, ბატონ იზორიას, რომ ეს პროცესი არ გააჩერა, თუ არ გააჩერა. სრული ინფორმაციის არ ქონის პირობებში რთულია იმის თქმა რამდენად სწორად და სამართლიანად წარიმართა პროცესი ჩვენს შემდეგ.
თუმცა ცალსახად ვადასტურებ, რომ სწორედ ჩვენ დავიწყეთ ეს პროცესი, მისი 80 პროცენტი დასრულებული იყო და სწორია ბატონი იზორია, თუკი ის ბოლომდე მიიყვანა.

3. პირამიდა, რომელზეც ბატონი იზორია საუბრობდა დღეს, სამწუხაროდ, სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს დამახინჯდა მნიშვნელოვნად. ყველა მანამდელი პროცესი, რომელიც სააკაშვილის ხელისუფელბის დროს იყო ამ თვალსაზრისით 20-მაგად და მეტად გაუარესდა და ჩემი მინისტრობის დროს დავიწყეთ იმ ტიპის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფდა რომ ვარსკვლავიანი კადრები და პოლკოვნიკები უფრო მეტი არ ყოფილიყო ჯარში, ვიდრე ე.წ. ხიშტი. ამ პროცესის გაგრძელება სწორია და მისასალმებელი და იმედია ამ გზაზე შეფერხება აღარ იქნება.

სამწუხაროდ, ადამიანი, რომელიც ყველაზე კომპეტენტურია ამ საქმეში და ვისი პრინციპულიც პოზიციაც დღეს ყველაზე მეტად ჭირდება რეფორმის წარმატებას, აღარ მუშაობს გენშტაბში.

4. თუმცა იმისათვის რომ პირამიდის ფუნდამენტური პრობლემები მოგვარდეს აბსოლუტურად სავალდებულოა საკონკტრაქტო სამსახურში გაწვევა.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ერთ ერთი მთავარი მიზეზი იაერარქიული ამოტრიალების და მახინჯი პირამიდის ჯარის ე.წ. ჩუმი შემცირების პოლიტიკა იყო, რომელიც ჩემმადე ხორციელდებოდა. „ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 3 წლის მანძილზე საკონტრაქტო სამსახურში გაწვევა არ მომხდარა, შესაბამისად, არ მომხდარა ჯარის შევსება და შესაბამისად, მივიღეთ ის უზარმაზარი პრობლემა რომელიც მე დამხვდა.

ჩემი მინისტრობის დროს მოხდა პირველი გაწვევა საკონტრაქტო სამსახურში და ჩვენს მას კამპანიის ხასიათი მივეცით მეტი ახალაგაზრდის დაინტერესებისა და მოზიდვის მიზნით. ჩვენ 3 ციკლი მოვასწარით და დავტოვეთ გეგმა როგორ უნდა მომხდარიყო შევსება.

სამწუხაროდ, ინფორმაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი არ არის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. არადა უმნიშვნელოვანესია ვიცოდეთ რამდენი ადამიანით შეივსო შეუარაღებული ძალები 2017 წლის შემოდგომა-ზამთარში?

პირამიდის მოწესრიგება მხოლოდ ამ ფორმით არის შესაძლებელი.

ბრიგადის გაუქმება / არ გაუქმება სიტყვებით თამაშია ორივე მხრიდან. რეალურად ქაღალდზე რომ გვიწერია, მთავრსარდალი რომ წარადგენს და პარლამენტი რომ ამტკიცებს, შესაბამისად, ქვეყანას განცხადებული აქვს რომ ამხელა ჯარი სჭირდება, იმხელაა ეს ჯარი თუ არა ეს არის მთავარი. დანარჩენი, რამდენი ბრიგადა იქნება და სად განლაგებული ეს უმნიშვნელოვანესი, მაგრამ სხვა ტიპის საკითხებია.

5. განათლების მინისტრთან ერთად იდეა გვაქვსო მეტი პატრიოტიზმი შევიტანოთ სკოლებშიო.

ორი მინისტრის წინამორბედებს ამგვარ შეთანხმებაზე ხელი უკვე მოწერილი აქვთ. 2015 წლის 8 აგვისტოს მოვაწერეთ ხელი მემორანდუმზე, და ორივე სამინისტროს ერთობლივი გუნდი მუშაობდა პროგრამაზე.
აქვე დავამატებ, რომ ამ იდეის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტებთანაც ვმუშაობდით ადგილობრივი მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით, იმ ქალაქებსა და სოფლებში, სადაც თანამედროვე საქართველოს გმირები გაიზარდნენ და გირჩევთ ეს მიმართულებაც გააგრძელოთ.

6. Army Card - საშეღავათო ბარათი ჯარისთვის, ასევე, ჩვენ შევქმენით და გავაკეთეთ შეიარაღებულ ძალებში სამსახურის წასახალისებლად. კარგია, რომ ეს პროექტი არ გადააგდეთ, მოგეწონათ და აგრძელებთ.

7. დელტას ხელმძღვანელი.საქმე პროკურატურაში უნდა გაგზავნილიყო. ტყუილია მინისტრის მტკიცება, რომ სასამართლომ დაადგინა დარღვევები. სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილება არ არსებობს. ვერც იარსებებს, იმიტომ რომ მორიგება შედგა. ანუ სამინისტრომ თავად აღიარა დარღვევა და შეუთანხმდა ამ პირს. ამაში პრობლემა არაფერია თავისთავად. ბატონ იზორიას შეუძლია ვისაც უნდა იმას მოურიგდეს ან გაურიგდეს, ეს მისი პრეროგატივაა, უბრალოდ, ტყუილის თქმა არ არის საჭირო ამ გზაზე. სულ ეს არის. დელტას ხელმძღვანელის საკითხი ბოლოს იმიტომ დავწერე, რომ ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანია იმ ყველაფრიდან, რაც დღეს კომიტეტზე თქმულა. და თქვენ რომ არ გეკითხათ არც კი მივაქცევდი ყურადღებას.

8. რამე ახალ, კარგ იდეას რომ შემოგვთავაზებთ აუცილებლად დაგიჭერთ მხარს და სხვებსაც მოვუწოდებთ მხარდაჭერისთვის. ჩვენს კარგ იდეებს რომ გააგრძელებთ, ამაშიც დაგიჭერთ მხარს, იმიტომ რომ ზუსტად ისევე მნიშვნელოვანია მათი გაგრძელება, როგორც დაწყება იყო მნიშვნელოვანი.

9. და ბოლოს, მნიშვნელოვანი ამბები რომელზეც პასუხი გასაცემია:
- დაიწყო თუ არა ფრანგული კონტრაქტის შესაბამისად ფულის გადახდა, წელს უნდა დაწყებულიყო?
- როგორია 2017 წელს კონტრაქტით გასაწვევი კონტინგენტის რაოდენობა?
- რა დაემართა გენინსპექციის დასკვნას "დელტაზე", რომელიც გრიფიანია და ამიტომ მასზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ არსებობს და იქ გამოაშკარავებული დარღვევები პასუხგასაცემია?“,- წერს თინა ხიდაშელი.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო - ჯო ბაიდენი

22 თებერვალი, 2024 , 12:29

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "გიჟი, ნაბიჭვარი" უწოდა. როგორც  The Hill იტყობინება , შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.  

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი