უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ივნისი, 2016 18:35
font-size

თინა ხიდაშელი - ირაკლი სესიაშვილზე: ჩვენ უკვე 15 წელია გვიყვარს ერთმანეთი (ვიდეო)

თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა და პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ჟურნალისტებს ერთად გასცეს პასუხი ურთიერთბრალდებებსა და ერთმანეთის მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ შენიშვნებთან დაკავშირებით.

მედიის წარმომადგენლებმა ისინი მეგობრულ ვითარებაში დააფიქსირეს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის გახსნაზე.

,,განსხვავებული პოზიციები არის ის ძალა, რაც ჩვენ გვაფიქრებინებს, რომ უკეთესი სისტემა გავაკეთოთ’’, - თქვა ირაკლი სესიაშვილმა.

თავის მხრივ, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა:

,,ჩვენ უკვე 15 წელია გვიყვარს ერთმანეთი. ასე რომ, ჩვენს სიყვარულში ვერ შეიტანთ ბზარს.’’

ჟურნალისტებთან დიალოგი კი, პოლიტიკოსებმა ერთმანეთის გადაკოცნით დაასრულეს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი სესიაშვილის კრიტიკა გამოიწვია თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებამ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ხიდაშელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დატოვებაც უწინასწარმეტყველა.

ხიდაშელმა სესიაშვილს კრიტიკას უპასუხა და თქვა, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეს ფილოსოფიური პრობლემა აქვს.

,,ის გულწრფელია, როცა გაბრაზებულია. სესიაშვილს აქვს ფილოსოფიური პრობლემა, ჩვენ გვაქვს ხედვების აბსოლუტური არათანხვედრა. მას მიაჩნია, რომ მონური შრომა 21 საუკუნეში ნორმალურია, მე მიმაჩნია, რომ ეს არ არის ნორმალური. ჩვენ ძალიან სხვადასხვა მხარეს ვდგავართ,“- განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ნინო ექვთიმიშვილი


ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

18 აპრილი, 2024 , 11:40

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს, ბეტინა ბუგანის შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველო

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, არ მინდა ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარი - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:46

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, ვინ რაში ხარჯავს ფულსო, აბსურდი და პარადოქსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობა

კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი, კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:35

საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს

17 აპრილი, 2024 , 15:40

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავებ

ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე

17 აპრილი, 2024 , 14:54

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს. „ბევრ დროს არ წაგართმევთ. კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

17 აპრილი, 2024 , 14:33

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს. „უცხოური გავ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი