უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

9 დეკემბერი, 2021 12:35
font-size

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში სტუდენტებისთვის Tech პროფესიებზე შეხვედრა გაიმართა

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი მომავლის პროფესიების პოპულარიზაციას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა Fennec Tech Studio-სთან ერთად გორში შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარ მიზანსაც ტექნოლოგიური პროფესიების უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენა და ახალგაზრდების კარიერული განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენდა.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გამართულ შეხვედრას ტექნოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. Tech სფეროს წარმომადგენლებმა მათ საკუთარი კარიერული განვითარების გამოცდილება გაუზიარეს და სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულების პროფესიები მიმოიხილეს. ამასთან, მათ დამსწრეებს მომავლის პროფესიების დაუფლებისათვის სასარგებლო რჩევებიც გაუზიარეს.

შეხვედრის ბოლოს, სტუდენტებმა სპიკერებს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს. ღონისძიების დასასრულს კი, შეხვედრაზე მიღებული ცოდნის შესამოწმებლად ინტერაქციული ქვიზი ჩატარდა. გამოვლენილ გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

„კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება დასაქმების და განათლების ხელშეწყობაა. უკვე ორი წელია, სხვადასხვა პროექტების მხარდაჭერით ვცდილობთ მეტ ადამიანს მივაწოდოთ ინფორმაცია მომავლის პროფესიების და მათი დაუფლების შესახებ, რათა მათ შეძლონ საკუთარი პოტენციალის უკეთ რეალიზება და კარიერული განვითარება. აღნიშნული შეხვედრაც სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ტექნოლოგიური პროფესიების მქონე, რეალიზებულ, წარმატებულ ადამიანებს და მათგან მიეღოთ სასარგებლო რჩევები და ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გადადგან კონკრეტული ნაბიჯები მიზნისკენ და შექმნან საკუთარი წარმატებული კარიერა ტექნოლოგიების სფეროში. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ახალგაზრდას დავანახოთ ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების გამოყენების გზები და კარიერული განვითარების შესაძლებლობები“, - განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

ინფორმაციისთვის, Fennec Tech Studio ტექნოლოგიებსა და ტექნოლოგიურ პროფესიებზე მიძღვნილი პლატფორმაა, რომელიც მაყურებელს YouTube არხის საშუალებით კარიერული განვითარებისა და ტექნოლოგიების შესახებ ვიდეოებს საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სთავაზობს.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი