უკან
პოლიტიკა
28 ივლისი, 2016 18:43
თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა
თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა პრემიერ-მინისტრს გათავისუფლების შესახებ განცხადებით მიმართა.
ამის შესახებ მედიანიუსს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.
უწყების განმარტებით, ხიდაშელი თანამდებობას 1 აგვისტოდან დატოვებს.
„დღეს, დღის მეორე ნახევარში, თავდაცვის მინისტრმა მიმართა საქართველოს პრემიერს მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილების შესაბამისად, მიიღოს გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 1 აგვისტოდან“, - განაცხადეს სამინისტროში.